რა იქნება შემდეგ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება? – 2 აზრი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ამ პარტიას დაშლამდე მიიყვანს? – ეს კითხვა პოლიტიკის ანალიტიკოსებს დავუსვით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადებიან, აქ რამდენიმე ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ „რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო დასუსტდება „ქართული ოცნებაც“, თუმცა ეს არსებითად ვერ შეცვლის ოპოზიციის ფლანგს. პოლიტოლოგ …

„ძალიან ცუდია ეს ჩანაწერი“ – ინტერვიუ ევროსაბჭოს ასამბლეაში სააკაშვილის პოლიტპატიმრად მიჩნევაზე

„კონიუნქტურა იცვლება“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ ვესაუბრეთ. ამ რეზოლუციაში 14 ოქტომბერს ჩაიწერა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი „საქმე უნდა გადაიხედოს“. რას ცვლის ეს ჩანაწერი, როცა ევროპული ინსტიტუცია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობას პოლიტიკურად აფასებს, ანუ უკანონოდ და ამ დროს საქართველო კანდიდატის სტატუსს ითხოვს? …

„სააკაშვილი შესაძლოა ნელსონ მანდელაც გამოვიდეს ხალხის თვალში“ – ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან

„მიზანი იყო, რომ როგორმე დაეჩაგრათ სააკაშვილი და მისი იმიჯისთვის მიეყენებინათ ზიანი, მაგრამ სააკაშვილი იმიჯურად ამ პროცესს იგებს,“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი. მას ვესაუბრეთ პოლიტიკურ ინტერესზე, როცა ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობდა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა, თუ სასამართლოში გამოჩენაზე. დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან ისევ მიმართა საზოგადოებას. დავით ზურაბიშვილის აზრით, …

„ოცნება“ ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ დააბოლებს ევროპას“ – რას ცვლის შარლ მიშელის ვიზიტი

„პროგნოზირებადია ახლა უფრო ყველაფერი“, – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრია და დღეს, 1-ელ მარტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ადევნებდა თვალს. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთიდან კრიტიკის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, რომლის შემდეგაც „ივანიშვილს კომპრომისზე წასვლა მოუწევს“. რა ჩანს ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის და ხელისუფლების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებიდან? – „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა …

რას უქადის საქართველოს ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა?

„ღარიბაშვილი არის ივანიშვილი ავატარით… მას ერთი სურვილი აქვს, შევარდეს დროზე ნაციონალების ოფისში, იქ ყველა დაარბიოს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, აწი რაც იქნება, ჩვენ ეგ უკვე ნანახი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა იქნება კვადრატში, რადგან ახლა 2014 წელი აღარ არის, „ოცნებას“ აღარ აქვს იგივე ნდობა, რაც მაშინ ჰქონდა, კრიზისი კი, ღრმაა,“ – ჯერ „ოცნებიდან,“ …

Exit mobile version