მოვხსენით ბარიერი, ყველას შეუძლია გრიპზე აიცრას – ამირან გამყრელიძე

დღეს, 7 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობისაა და ყველას შეუძლია აიცრას. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ ყველა მსურველს შეუძლია აიცრას ბათუმის პოლიკლინიკებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში გრიპზე უფასოდ. „გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა ქვეყანაში, მოვხსენით ყველანაირი ბარიერი, ყველას შეუძლია …

გრიპის ვაქცინა არ არის, მაგრამ სახელმწიფო მაინც მოგიწოდებს აიცრა 

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში ისევ დეფიციტია. მაგალითად, PSP-ეს სააფთიაქო ქსელის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მოცემულ მომენტში ბათუმში არც ჰოლანდიური, სამშტამიანი ვაქცინა აქვთ და არც ფრანგული – ოთხშტამიანი. ამავე ქსელის ცხელი ხაზის ოპერატორის ცნობით, 9 დეკემბრის მონაცემებით, შუადღისას გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი იყო თბილისში – კალოუბანში, ვარკეთილში, კოლმეურნეობაზე, დიღომში მდებარე პე ეს პეს ფილიალებში …

ბათუმში H1N1 ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 თებერვალს, H1N1 გრიპის ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა. მას ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდგინდა, თუმცა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, გარდაცვლილი კაცი, სხვა ქრონიკული დაავადებებით იწვა საავადმყოფოში. „ვფიქრობთ, გრიპის ვირუსი ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო იმ ქრონიკული დაავადებების, რაც ამ ადამიანს ჰქონდა,“ – გვითხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ოფიციალური ინფორმაციით, წელს აღნიშნული …

პირველადი ჯანდაცვის ცენტრები გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებენ

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების მიზნით, ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 09:00 საათიდან – 20:00 საათამდე მოემსახურებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მუშაობის ახალ გრაფიკს კვირის ბოლომდე შეინარჩუნებენ, საჭიროების შემთხვევაში მიღების საათები გახანგრძლივდება. ⤵    დაწესებულებები, სადაც მომსახურების მიღება 20:00 საათამდეა შესაძლებელი: ► შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა” მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. …

აჭარაში ამ დროისთვის გრიპის ვირუსზე 200-მდე პაციენტი მკურნალობს

8 იანვრის მდგომარეობით აჭარაში, სხვადასხვა საავადმყოფოში გრიპის ვირუსზე 200-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან ოცი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ  მონაცემების ზრდას გარკვეულწილად სიფრთხილეც განაპირობებს, თუ ადრე მოქალაქე ვირუსის შემთხვევაში ყოველთვის არ მიმართვდა ექიმს, ახლა  მათი უმეტესობა ამჯობინებს მდგომარეობის სირთულე ექიმთან გადაამოწმოს. „სხვა დროს ადამიანმა შეიძლება ფეხზე გადაიტანა გრიპი, არ მიმართა ექიმს, სკოლაში მაინც …

გრიპის ვირუსი – სერგეენკო „ტამიფლუს“ დეფიციტსა და იმაზე, თუ ვინ მიიღებს უფასოდ ამ პრეპარატს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს, 5 იანვარს, [17:00 საათი] გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, დეფიციტი შეიქმნა პრეპარატ „ტამიფლუზე“. ეს პრეპარატი გამოიყენება H1N1 ვირუსის, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის სამკურნალოდ. სერგეენკომ თქმით, გაფართოვდება იმ ადამიანთა სია, ვისზეც “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა. დავით სერგეენკოს თქმით, „10 იანვარს შევსება შემოვა, თუმცა ამ პერიოდის …

გრიპის სეზონი – „ტამიფლუ“ 50-100 ლარი ღირს, პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში თითქმის არ აქვთ

„ტამიფლუ“, რომელიც გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის საჭირო ანტივირუსული პრეპარატია, ქვეყნის მსხვილ სააფთიაქო ქსელებში დეფიციტურია და, ფაქტობრივად, არ არის. გრიპის მიმდინარე სეზონზე ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით მარტო აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი 2019 წელს. პრეპარატი, როგორც „ბათუმელებს“ გვითხრეს, საერთოდ არ არის „PSP-ს“ ქსელში, ხოლო „ავერსში“ განაცხადეს, რომ „ტამიფლუს“ შეძენა თბილისში, ისიც მხოლოდ ერთ აფთიაქშია შესაძლებელი …

გრიპის ვირუსის გამო მოქალაქეებს უქმე დღეებშიც მოემსახურებიან

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას 29-30 დეკემბერსაც (შაბათ-კვირა) გაუწევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ ბათუმის ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, მათ შორის მახინჯაურისა და ხელვაჩაურის სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს მიიღებენ 10:00 საათიდან – 14:00 საათამდე. სამინისტროს ცნობით, „საჭიროების შემთხვევაში მორიგეობა სხვა დღეებშიც გაგრძელდება“. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს …

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს, რომ ბათუმში პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დღეს, 24 დეკემბერს, გარდაცვლილი 53 წლის ქალი გრიპის H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული. ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში ლაბორატორიულად A ტიპის გრიპის ვირუსის სულ სამი შემთხვევა დადასტურდა და ერთი შემთხვევა ქალის გარდაცვალებით დასრულდა. „პაციენტი დაგვიანებით მოხვდა სტაციონარში, რადგან დაავადების მეოთხე დღეს მოვიდა. შესვლისთანავე დიაგნოსტირებული იყო გრიპი, ჩატარებული იყო კვლევა, ლაბორატორიულად დიაგნოზი …

აჭარაში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით, ქალი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 53 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, დღეს, 24 დეკემბერს, გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს: „17 დეკემბერს შემოვიდა საავადმყოფოში, შემოსვლისთანავე იყო მძიმე მდგომარეობაში, ეგრევე დავაწვინეთ რეანიმაციაში და ავიყვანეთ აპარატზე. ამ ხნის განმავლობაში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გრიპის შესახებ ვიცით ოჯახის წევრებიდან, …

პაატა იმნაძე: საქართველოში ამჟამად სამი ვირუსი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა – ამ თემაზე მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ძირითადად ცირკულირებს სამი ვირუსი, რომელთაც გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. ეს ვირუსებია: რინოვირუსი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება სურდო; პარავირუსი, რამაც შეიძლება ბავშვებში ცრუ კრუპის მოვლენები გამოიწვიოს და …

სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების გამო პოლიკლინიკები პაციენტებს 21 საათამდე მოემსახურებიან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების გამო, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკები პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები შეასრულებენ ბინაზე გამოძახებას. პოლიკლინიკები სრული დატვირთვით იმუშავებენ დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე , 18:00 -დან 21 საათამდე პაციენტებს მომსახურებას მორიგე ექიმები გაუწევენ. მორიგე ექიმები პაციენტებს დასვენების დღეებშიც მოემსახურებიან. მოსახლეობას შეუძლია …

Exit mobile version