რა ჩაწერა გადაწყვეტილებაში მოსამართლემ, რომელმაც უბნების გაბათილებაზე უარი თქვა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ცესკოს მსგავსად, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა დაინახა იმაში, თუ კი არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა. თუმცა წუხელ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს მოსამართლემ მსგავს ფაქტებზე თქვა, რომ ხმების ფარულობა არჩევნებზე დაირღვა. 24 მოსამართლიდან მხოლოდ ერთმა, თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა. დღეს, 5 ნოემბერს, საიას სარჩელების განხილვა სააპელაციო სასამართლოებში გაგრძელდება. „ბათუმელები“ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს …

“არ ვაღიარებთ” – შუახევში 64 წლის კაცის დაყაჩაღებაში ბრალდებულები

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა არჩილ დ.-ს და ხვიჩა ც.-ს. მათ 16 აგვისტოს შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღება ედებათ ბრალად. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში დღეს, 18 აგვისტოს, დისტანციური წესით გაიმართა. გამოძიების ვერსიით, შუახევის სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი ნოდარ დავითაძე 16 აგვისტოს ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძე „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელი მოლარეა, …

„მე არც წყენა მინდა და არც შუაში დარჩენა“ – სამსახურიდან წასულმა სასამართლო დავა მოიგო

პანდემიის დროს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შრომითი დავა ერთ-ერთმა მოქალაქემ მოიგო, რომელიც კერძო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე ყოფილ დასაქმებულს დირექტორთან უთანხმოება თანამშრომლებისთვის გასაცემი ბონუსების საკითხზე ჰქონდა. კამათის შემდეგ ყოფილმა მენეჯერმა დირექტორს მისწერა: ,,ამ საუბრის შემდეგ მუშაობის გაგრძელება აღარ მინდა, აპრილის ბოლოსთვის სამსახურიდან წასვლას ვფიქრობ. ხვალ აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონ ი–ნს ინფორმაციას …

ჯარიმა 1500-1500 ლარი – ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 1500-1500 ლარით დააჯარიმა ბათუმში საპროტესტო აქციის 4 მონაწილე. ისინი მთავრობის სახლის პიკეტირების მოტივით დააკავეს. “ოქმი შედგენილია იმიტომ, რომ შესასვლელი კარის გამოთავისუფლებას ითხოვდა პოლიცია. პოლიციელის მოთხოვნის შესრულება იყო კანონიერი…”- აღნიშნა მოსამართლემ. საპროტესტო აქციის 4 მონაწილე 15 ნოემბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი, „ახალგაზრდა ლიდერთა კავშირის“ წევრი გია ხალვაში, მოძრაობის „ქვეყნის …

ბათუმში აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს, სასამართლო განხილვა გადაიდო

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გადადო სასამართლო განხილვა, სადაც დღეს, 15 ნოემბერს, საპროტესტო  აქციაზე დაკავებულების საქმე უნდა განეხილათ. „ჩვენ გვსურს გვყავდეს ადვოკატი. იქნებ მომდევნო დღეებისთვის გადაიდოს სხდომა,”- მიმართეს მოსამართლეს აქციაზე დაკავებულებმა: რეზო ხარაზმა, გია ხალვაშმა, ალექსანდრე მილორავამ და ბეგლარ ფუტკარაძემ. “ადვოკატის ყოლის უფლება ყველას აქვს,”- აღნიშნა მოსამართლემ. მან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო სასამართლო სხდომა …

მოქალაქემ საპატრიარქოსთან სასამართლო დავა წააგო – მიწის ნაკვეთი მისასვლელი გზის გარეშე

მოქალაქე შაქრო თურმანიძის სარჩელი საპატრიარქოს წინააღმდეგ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ არ დააკმაყოფილა. შაქრო თურმანიძეს მიწის ნაკვეთი ფერიის მთაზე აქვს. საკუთრებასთან მისასვლელი გზა კი ფერიის ეკლესიის გალავანს შიგნით მოექცა. მოქალაქე „სავალდებულო გზის“ გამოყოფას ითხოვს. „თქვენ თუ მისასვლელი გჭირდებათ, ამას მიაღწევთ,“ – მიმართა მოსამართლემ შაქრო თურმანიძეს. მოსამართლემ განმარტა, რომ მიწაზე ამ დროისთვის არ მიმდინარეობს მშენებლობა და არც ნებართვაა …

“ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ხეების გადარგვის დროს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონის და რევაზ ხარაზის დაუყონებლივ გათავისუფლებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია “ნაციონალური მოძრაობიდან”, რევაზ ხარაზი კი, ამავე პარტიის წევრი. ისინი ჩაქვში გუშინ ღამით დააკავეს. “ელგუჯა არის უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი ვალდებულება სწორედ ის იყო, მოეთხოვა ნებართვა, რის საფუძველზე გადაჰქონდათ …

გზით სარგებლობის უფლებისთვის მოქალაქე საპატრიარქოს სასამართლოში უჩივის

მოქალაქე შაქრო თურმანიძე საქართველოს საპატრიარქოს გზის დაბრუნებას სთხოვს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფერიის მთაზე, სადაც მიწის ნაკვეთი 1979 წლიდან აქვს, გზაც თვითონ გაიყვანა, თუმცა მოგვიანებით, 2014 წელს, მის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა, მათ შორის, გზაც, რომლითაც შაქრო თურმანიძე სარგებლობდა. გზა ამჟამად ფერიის მთაზე მდებარე ეკლესიის სარგებლობაშია. „ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნაც, რომ შაქრო …

ადამიანი, ვის გამოც 11 მარტის ბათუმის აქცია დაიწყო, სასამართლომ გაამართლა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ. ეს პირები 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმეს და შემდეგ დააკავეს პატრულის თანამშრომლებმა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები ბათუმში. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიჩნია, რომ რამაზ ხიმშიაშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ხოლო ჯიმი ვარშანიძე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ჯარიმა – 100 ლარი დააკისრა. ჯიმის …

11 მარტის აქციაზე დაკავებულმა პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა

გიგა ჩხაიძეა ერთ-ერთი მათ შორის, ვინც 12 მარტის დილით პოლიციელებმა დააკავეს. ის დღეს, 22 მარტს სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩანაწერით მოვიდა და პოლიციელი ბესიკ ვაშაკიძე ტყუილში გამოიჭირა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება მაშინვე შეწყვიტა, როცა ვიდეო საკუთარი თვალით ნახა. პოლიციელმა ბესიკ ვაშაკიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ გიგა ფეხით გადაადგილდებოდა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 12 მარტის დილას, ილანძღებოდა …

11 მარტის აქციის მონაწილის საქმე მტკიცებულებების გარეშე

ბათუმში, 11 მარტის აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ნარიმან ლომინაძის საქმის განხილვა ახლახან დაასრულა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ დაუდგინა. ნარიმან ლომინაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. გუშინ მან მოსამართლეს მოუყვა, რომ ეკომიგრანტია და 12 მარტს დილით შუახევში, სოფელ ჭვანაში მიდიოდა, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობენ. მისი თქმით, პოლიციელებმა მანქანიდან გადმოიყანეს …

ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს

ბათუმის აქციაზე 12 მარტს დაკავებული 3 პირის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია. მას დახურულ სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გაფრთხილება მისცა. ამავე მოსამართლემ დღეს ავთანდილ როინიძისა და ზურაბ ნოღაიდელის საქმე განიხილა. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობენ და ორივე მათგანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობს. მოსამართლის კითხვას: რას …

რას შეცვლის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

პირველი მოსამართლე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, გოჩა ფუტკარაძეა. 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება 2013 წლიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, მოსამართლე უვადოდ [საპენსიო ასაკამდე] გამწესდება თუ არა. „არის თუ არა უვადოდ მოსამართლის დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის გარანტი? მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება …

Exit mobile version