პედაგოგმა განათლების მინისტრს 41 ლარი გადაურიცხა – პროტესტი სახელფასო პოლიტიკას

განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, კიდევ ერთმა პედაგოგმა გადაურიცხა თანხა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა როლანდ შავაძემ, სიმბოლური „41“ ლარი გადაურიცხა განათლების მინისტრს და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკის მიმართ, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილს, ზრდის ნაცვლად, ხელფასები დააკლდათ. „განათლების მინისტრს სიმბოლურად „41“ ლარი გადავურიცხე. მინდა გაიაზროს, რომ ძალაუფლების სათავეში ყოფნის სანაცვლოდ …

პედაგოგმა მინისტრს 157 ლარი დაუბრუნა – „თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას, ეს შემწეობა მივიღო“

დღეს, 9 ივლისს, საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა მიქავამ ახალი სახელფასო ფორმულის შედეგად მიღებული 157 ლარი საქართველოს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს უკან გადაურიცხა. „ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ეს შემწეობა მივიღო“- წერს ფეისბუქზე სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა და თანხის გადარიცხვის ქვითარსაც აქვეყნებს. საჯარო სკოლის მასწავლებელი ამ ფორმით აპროტესტებს განათლების სამინისტროს მიერ ამოქმედებულ ახალ …

პედაგოგები განათლების მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებენ – დირექტორობის კონკურსი

პედაგოგებმა – დათო ფერაძემ, მაია ეკალაძემ და გიორგი ჭაუჭიძემ გაასაჩივრეს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის 2024 წლის 15 თებერვლის ბრძანება, საჯარო სკოლის დირექტორთა შერჩევის წესის შესახებ. დღეს, 13 მარტს, ისინი იმყოფებოდნენ მთავრობის აპარატში და პრემიერის სახელზე დაწერილი საჩივარი დაარეგისტრირეს. „პრემიერ-მინისტრის სახელზე შევიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი, განათლების სამინისტროს წინააღმდეგ და აი ამ ბრძანების არარად გამოცხადებას ვითხოვთ, ადმინისტრაციულ,  ზოგადი …

განათლების მინისტრი ფეშენებელურ სახლს იშენებს

განათლების მინისტრის შვილები სავარაუდოდ კვლავ კერძო სკოლაში სწავლობენ, რადგან მინისტრის 2024 წლის და წინა დეკლარაციებში, შვილების სწავლის საფასურია მითითებული. დეკლარაციის თანახმად, გიორგი ამილახვრის შვილები სასკოლო ასაკის არიან. მინისტრ ამილახვრის ერთი შვილის სწავლის საფასური 25 000 ლარია, მეორე შვილის კი 5 900 დოლარი. ბოლო დეკლარაციებში არ იცვლება განათლების მინისტრისა და მისი მეუღლის მოგზაურობის და ტანსაცმლის შეძენაზე …

3-წლიანი ბაკალავრიატი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ მიმართულებას შეეხება – მინისტრი

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის თქმით, სამომავლოდ საბაკალავრო პროგრამები სამწლიანი გახდება, მაგისტრატურა კი – ერთწლიანი. თუმცა ამ ეტაპზე ეს ცვლილება ყველა პროგრამას არ შეეხება და მხოლოდ ერთ – ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებაზე გავრცელდება. „ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა მიმართულებითაც გავხსნათ. ასევე წინსწრებით ვიტყვით, რომ ამ სამოცკრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო …

„შეწყვიტეთ ნერვების წვრთნა“ – რას წერენ სკოლის დირექტორობის კანდიდატები მინისტრს

საჯარო სკოლის პედაგოგებმა განათლების მინისტრს წერილობით მიმართეს. ისინი სკოლებში დირექტორების არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ბუნდოვანს უწოდებენ და მინისტრს დიალოგისკენ მოუწოდებენ. „ბატონო მინისტრო, თქვენ ბრძანებთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი არის ძველი, 2011 წლის დირექტორების შერჩევის წესი და შემოგვთავაზეთ ახალი წესი 15 თებერვალს. აცხადებთ, რომ ახალი წესი არანაირ სპეკულაციას არ გამოიწვევს. ახალ წესში გაცილებით მეტი ბუნდოვანებაა, ვიდრე …

განათლების მინისტრმა პირველ მოადგილედ მოქმედი მოსამართლე დაინიშნა

განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. გიორგი ამილახვრის პირველი მოადგილე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ალექსანდრე წულაძე იქნება. ალექსანდრე წულაძეს გავლილი აქვს თსუს და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით. ასევე მოპოვებული აქვს სხვადასხვა დასავლურ უნივერსიტეტში კვლევითი სტიპენდიები. ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ …

როგორი ქართველის შექმნა სურს სამინისტროს – ჯანაშია ამილახვრის რეფორმაზე

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ აპირებს შეცვალოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და დანერგოს ახალი, ეროვნული შეფასების სისტემა. პრეზენტაციის დროს მინისტრმა თქვა – „ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას“. რას ნიშნავს „ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული“ განათლების სისტემა და რატომ გააჩინა უამრავი კითხვის ნიშანი მინისტრის გამოსვლამ? – ამ თემაზე …

ვისაც სრული დატვირთვა არ აქვს, მას ხელფასი საათების მიხედვით გაეზრდება – ამილახვარი

დღეს, 12 დეკემბერს, განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ის შეეხო მასწავლებლის პროფესიულ სქემასაც. ამილახვრის თქმით, სქემა კი არ გაუქმდება, არამედ გაუმჯობესდება. „მასწავლებლები ამბობენ, რომ სქემაში იმიტომ ერთვებიან, რომ სჭირდებათ მაღალი ხელფასი. ჩვენ ეს ორი პროცესი გვინდა გავყოთ და ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა და ცალკე – კარიერული განვითარება. ყველა პედაგოგს განესაზღვრება ღირსეული ანაზღაურება სტატუსის …

სკოლებში ახალი, ეროვნული შეფასება უნდა დაბრუნდეს – ამილახვარი

დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს განათლების მინისტრმა განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზენტაცია გამართა. გიორგი ამილახვრის თქმით, სამომავლოდ სისტემა გადავა მასწავლებლის მოსმენასა და უკუკავშირზე. მინისტრის თქმით, სკოლებში უნდა დაბრუნდეს ეროვნული შეფასება. „ეს მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, სისტემისთვის. ამიტომ დაწყებული გვაქვს აქტიურად პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში ჩვენ გვინდა პირველ ეტაპზე შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომლებიც სისტემას …

ახალგაზრდობის სააგენტო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა – ამილახვარი

დღეს 13 ნოემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სამომავლოდ ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გამოეყოფა და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. მთავრობის სხდომაზე მსჯელობისას მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაემატოს ახალგაზრდობის სააგენტო, რადგან ჩვენ განათლების სამინისტროში ისედაც გვაქვს ახალგაზრდობის კომპონენტები და ისედაც მოვიცავთ ახალგაზრდობის პოლიტიკას. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკისა …

რას ამბობს განათლების მინისტრი სკოლებში ერთკანდიდატიან „არჩევნებზე“

დღეს, 9 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლის დირექტორების დანიშვნებზე კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტების კითხვაზე, ინიშნებიან თუ არა დირექტორები პოლიტიკური ნიშნით, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების წარდგენა ღიად მიმდინარეობს და ამ პროცესში პოლიტიკური ზეწოლა უარყო. „კომისიაში არიან როგორც სამინისტროს, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები და არავის, არც ერთ კონკურსანტს, არც ერთ ორგანიზაციას არ …

სამინისტრო სტუდენტების ვალების განულებას კერძო უნივერსიტეტებს ავალებს

დღეს, 21 სექტემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე ბრიფინგი გამართა. ამილახვრის თქმით, სამინისტრომ სტუდენტების სწავლის დავალიანების განულება კერძო უნივერსიტეტებს მოსთხოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა პირობებს წაუყენებს სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ესაუბრა, სადაც ვერ გვითხრეს, როგორ დაიფარება სტუდენტების დავალიანება – სახელმწიფო გადაიხდის, თუ, უბრალოდ, უნივერსიტეტი გაუნულებს მათ ამ …

მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსი აღარ მიენიჭებათ – სამინისტრო

განათლების სამინისტრო იმ კომისიის საქმიანობას აჩერებს, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტროს განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. „მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება. საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის …

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი

დღეს, 20 მარტს, საქართველოს განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინეს. ამილახვარი საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, თუმცა რაიმე არსებითი საკანონმდებლო ინიციატივა მის სახელს არ უკავშირდება. მოსკოვში დაბადებული ამილახვარი, ბოლო პერიოდში ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი, რომლის მიზანიც კრიტიკული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვა იყო, არ იყო რუსული და პირველი მოსმენის დროს მხარიც დაუჭირა. ამილახვარმა საზოგადოების ყურადღება …

Exit mobile version