შედეგები არასახარბიელოა – გიდები ტურისტულ სეზონს აფასებენ

როგორი ტურისტული სეზონი იყო წელს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ამჯერად გიდებს მიმართა – ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ ტურისტებთან. ყველა მათგანი ამბობს, რომ წელს ცოტა ტურისტი იყო ევროპის ქვეყნებიდან – აქტიურობა იყო ბელარუსიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან. თუმცა რუსულენოვანი გიდიც კი მიიჩნევს, რომ „სეზონი იყო საშუალო“. გიდები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წელს საქართველოში ზაფხულის სეზონზე ფასები იყო …

ტურიზმის კანონი იცვლება – რას ფიქრობენ გიდები სერტიფიცირებაზე

ტურიზმის შესახებ ახალი კანონით, რომლის ინიცირებაც პარლამენტში იგეგმება, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ გიდებს ნებაყოფლობითი სერტიფიცირების რეკომენდაცია ეძლევათ. ზოგიერთი გიდი მიიჩნევს, რომ სერტიფიცირება ისევ გიდებს გააძლიერებს, ზოგიერთს კი კითხვები აქვს და ნებაყოფლობითი სერტიფიცირების მიღმა ბევრ პრობლემურ საკითხს ხედავს. რა ხდება? საქართველოში ტურიზმის შესახებ კანონი იცვლება. საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული საკომუნიკაციო დოკუმენტის თანახმად, ამჟამად მოქმედი კანონი მიღებულია 1997 …

რას ითხოვს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია სახელმწიფოსგან

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაცია კომპენსაციების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში და ტურისტულ სექტორში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც გაურკვეველია  კონკრეტული ვადები საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორი გადარჩეს. აუცილებელ ღონისძიებებად ხალგაზრდა გიდების ასოციაცია შემდეგ ნაბიჯებს მიიჩნევს: [checklist] აგვისტოდან, დამატებით გაიცეს კომპენსაციები გიდებისთვის და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის; გადაიხედოს, …

როცა ერთდროულად გიდი, მძღოლი, პირადი მცველი, ექთანი და ფოტოგრაფი ხარ

„ხშირად ტურისტებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დასავლეთისკენ როცა მოვდივართ, ყოველთვის ვაჩერებ წეროვანთან და ვუყვები მათ, როგორ ვერ ბრუნდებიან მშობლიურ სოფლებში ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ“, – ამბობს თამარ ფანჩულიძე, არცთუ ისე ჩვეულებრივი გიდი იმ ნიშნით, რომ მის მსგავსად, ერთდროულად გიდიც და მძღოლიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ქალია. თამარი ერთ-ერთი …

გიდების აქცია ბათუმში [ფოტო, ვიდეო]

დღეს, 30 ივნისს, ბათუმში, „პიაცაზე“ გიდები შეიკრიბნენ. ბათუმელი გიდები შეურთდნენ აქციას სახელწოდებით – „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“. დღეს აქცია ამავე სახელწოდებით მიმდინარეობს თბილისსა და ქუთაისში. ფლეშმობ აქცია „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“ ბუდაპეშტში დაიგეგმა და მას შეუერთდა ევროპის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, საქართველოს ქალაქებიც. პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან

„მირჩევნია უარი ვთქვა ტურზე“, – რას ამბობენ გიდები ტურიზმის რეგულაციებზე

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, კორონავირუსის პირობებში გიდებმა და მძღოლებმა ტურებში უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან. კერძოდ, გიდებს თან უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური თერმომეტრი და ყოველდღე, ტურის დასაწყისში ტურისტებს სიცხე უნდა გაუზომონ, აკონტროლონ ტურისტებს შორის დისტანცია. ავტომობილში კი 2 საათში ერთხელ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ხშირად შეხებადი ზედაპირები. მძღოლი გამოყოფილი უნდა იყოს დამცავი ბარიერით სალონისგან და …

გიდების ნაწილმა 300-ლარიანი დახმარება ვერ მიიღო, ისინი მთავრობის პასუხს ელიან

ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე 2020 წლის 1-ელი ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა პირებმა, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს და შემოსავალი შეუწყდათ. გიდების ასოციაციები და ტურიზმთან დაკავშირებული დიდი ფეისბუქჯგუფების წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრებს მართავდნენ, რომ ამ დახმარების მიღების შესაძლებლობა გიდებსაც ჰქონოდათ, თუმცა როგორც სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი …

„თვეში 700 ლარი მაქვს ბანკში გადასახდელი“, – გიდები სახელმწიფო მხარდაჭერის მოლოდინში

ლელა გოგავა 13 წელია გიდია. ტურისტულ სეზონზე 6-7 თვე მუშაობდა უწყვეტად და გამომუშავებულ ხელფასს მთელ წელზე ანაწილებდა. ახლა კი ლელასთვის, მისი პენსიონერი მშობლებისა და 2 სტუდენტი შვილისთვის შემოსავლის წყარო ხანდაზმულთა პენსიაა. „გიდების ასოციაციებს, ტურიზმის დიდ ფეისბუქჯგუფებს გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავარაუდო შეღავათებზე გიდებისთვის პანდემიის პირობებში. 25 ათას ლარამდე მაქვს საბანკო ვალდებულება. თვეში …

გიდებს ხელისუფლება ჯერ არაფერს სთავაზობს – მათთვის მუზეუმები იქნება უფასო 

„გიდები, რომლებიც საკმაოდ დიდ პროდუქტს ქმნიდნენ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაში, მათთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, ჩვენ ვამუშავებთ ცალკე პროგრამას, რომ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, ახლა ეს პრობლემაც დადგა და მათ შორის, უფრო მაღალი ხარისხის დანერგვა. ჩვენ გიდებისგან წამოსულ მოთხოვნებს შევუწყობთ ხელს…“ – აღნიშნა დღეს, 7 მაისს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, როცა მან ტურიზმის მხარდაჭერის …

„ჯოკერი ეთამაშეთ“ – თორნიკე რიჟვაძის პასუხი გიდის კითხვაზე: რა შევთავაზოთ წვიმაში ტურისტებს 

დღეს, 29 მაისს, აჭარის მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტსა და აჭარის პოლიციასთან ერთად, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ჯგუფებს ხვდება. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს გაუმართავ ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, კითხვები დაისვა იმაზეც, თუ რატომ არ არის განათებული ალი და ნინოს ქანდაკება. „ბოლოს და ბოლოს როდის განათდება ალი და ნინო, როდის ამუშავდება ნეპტუნის შადრევანი, როდის ამოქმედდება ჭაჭის შადრევანი რომელიც სანაგვედ …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების სახელმძღვანელოს გამოსცემს

21 თებერვარს, გიდების საერთაშორისო დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედ გიდებს ახალი პროექტები გააცნო. დეპარტამენტის ინფორმაციით, გიდების სახელმძღვანელო, მაღალმთიანი აჭარის მარშრუტებზე გიდების გადამზადება და გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება – ის პროექტებია, რომლებსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო წელს აჭარაში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განახორციელებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი …

Exit mobile version