საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 17 აგვისტოდან 23 აგვისტომდე იყო გაუჩინარებული და ეკიპაჟთან კონტაქტი ვერ ხერხდებოდა. “გემის კაპიტნის ინფორმაციით, ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს. …
Continue reading “კაპიტანი: PANTELENA-ს თავს დაესხნენ – გემი უსაფრთხოდ დაბრუნდა ტოგოს რესპუბლიკაში”