გარედაკვირვება 2 778-მა პედაგოგმა გაიარა – მასწავლებლის სახლი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარედაკვირვება ვერ გაიარა გარედაკვირვებაზე დარეგისტრირებულმა 82-მა მასწავლებელმა. გარედაკვირვების გავლა აუცილებელი აქტივობაა იმისთვის, რომ პედაგოგმა სტატუსი აიმაღლოს. გასულ წელს გარედაკვირვებაზე  საჯარო სკოლის 2 999 მასწავლებელი დარეგისტრირდა, თუმცა გარედაკვირვება მხოლოდ 2778-მა პედაგოგმა გაიარა, დისტანციურად  საჯარო სკოლის 1868 მასწავლებელმა, პირისპირ კი – 992-მა მასწავლებელმა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს …

რას ჰყვება მასწავლებელი, რომელსაც გარე დაკვირვებაში 0 კრედიტი დაუწერეს

„დასრულდა ჩემი ნერვიულობა, მოლოდინი და ფუჭი იმედები. მე ვერ გავიარე სანუკვარი გარე დაკვირვება. მინდა ვუთხრა (რატიანს): ამით არ სრულდება არაფერი. მე დაგიმტკიცებთ გამოცდაზე, რომ ვიმსახურებ სტატუსს – წამყვანი. გმადლობთ“, – ეს სიტყვები ხულოში, სოფელ ღურტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათია იაკობაძეს ეკუთვნის. მასწავლებელს „ბათუმელები“ ესაუბრა და ჰკითხა, მისი აზრით, შეფასდა თუ არა …

„ეს არის უსამართლობა“ – გიორგი ჭაუჭიძე გარე დაკვირვების გადადებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე, გარე დაკვირვების გადადებას, რომელიც განათლების მინისტრის 13 მაისის ბრძანებით  განისაზრა,  უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ სამინისტროს გარე დაკვირვების გავლის სანაცვლოდ პედაგოგებისთვის, სტატუსის ასამაღლებლად, სხვა წინადადება უნდა შეეთავაზებინა. ეს სამინისტრომ არ გაითვალისწინა. მის აზრს ძალიან ბევრი პედაგოგი იზიარებს. რას და რატომ აპროტესტებენ პედაგოგები? ამის შესახებ „ბათუმელები“ გიორგი ჭაუჭიძეს ესაუბრა, …

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია პედაგოგებს წლის ბოლომდე შეეძლებათ – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 13 მაისის ბრძანებით, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში გაიარონ. ამავე ბრძანებაში ასევე წერია, რომ მასწავლებლებისთვის  გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები, განისაზღვრება მასწავლებელთა …

შეძლებენ თუ არა პედაგოგები გარედაკვირვების გავლას პანდემიის შემდეგ

კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე გარედაკვირვებას 3 ათასამდე მასწავლებელი ელოდებოდა, თუმცა ეს პროცესი სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის გამო გადაიდო. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ მოახერხებენ პედაგოგები სტატუსის ამაღლებას ამ სავალდებულო აქტივობის ჩატარების გარეშე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, რომ გარედაკვირვების გავლა პედაგოგებს 2021 სასწავლო წლის ჩათვლით შეეძლებათ. „შექმნილმა მდგომარეობამ შეუშალა პედაგოგებს ხელი გარედაკვირვებაში, მაგრამ როგორც კი აღდგება სასწავლო …

რა შემთხვევაში გაიხსნება გარე დაკვირვების ველი მასწავლებლისთვის – ცვლილება

პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ შეიცვალონ სტატუსი და გახდნენ წამყვანი მასწავლებლები, აუცილებელია გარე დაკვირვების გავლა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გარე დაკვირვების წესში ცვლილებები შევიდა. რა შემთხვევაში გაეხსნება მასწავლებელს გარე დაკვირვების ველი და რა აუცილებელი აქტივობები მოეთხოვება მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად? მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერის, ქრისტინა ინგოროყვას განმარტებით, პირველ სემესტრში გარე დაკვირვებაში არსებითად შეიცვალა …

გარე დაკვირვებაზე 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა

გარე დაკვირვების გასავლელად 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, მანანა რატიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, პედაგოგებს, ვინც გარედაკვირვებაზე დარეგისტრირდნენ, სასწავლო წლის ბოლომდე განესაზღვრებათ გაკვეთილის ჩატარების თარიღები. „რეგისტრაცია დასრულდა და ერთი თვის ვადაში ამ მასწავლებლებლებს დაუნაწილდებათ ვადები, თუ ვის როდის დააკვირდებიან. კონკრეტული ვადა აისახება eshool-ის ელექტრონულ სისტემაში და გამოუჩნდებათ კალენდარზე“. როგორც მანანა …

უფროსი მასწავლებელი: „გარედაკვირვება“ არის ფორმალობა და ის ხარისხს ვერ ცვლის

ცირა ქობულაძე უფროსი მასწავლებელია. ის ათი წელი საჯარო სკოლაში მუშაობდა, ბოლო ოთხი წელია კი კერძო სკოლა „ევრო 2000“-ში ასწავლის. ცირა ქობულაძე არის განათლების საერთაშორისო აკადემიის (IAE) მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ტრენინგების აქტიური მონაწილე, რომელიც გაიმართა სტამბულსა და ბაქოში. „ბათუმელები“ ცირა ქობულაძეს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ესაუბრა. ქალბატონო ცირა, სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ პედაგოგები, …

Exit mobile version