მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლისთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში 38 693 მე-12 კლასელია რეგისტრირებული. თუმცა, რამდენი ამთავრებს აქედან სკოლას უცნობია, რადგან განათლების სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანა დატოვა სასკოლო ასაკის 3 669 ბავშვმა. რამდენია აქედან …

დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-12-კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ამ დღის მთავარი ატრიბუტი  წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებია. მეთორმეტეკლასელები სხვადასხვა შინაარსის წარწერას უტოვებენ თანაკლასელებს სახსოვრად. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წლებში საჯარო და კერძო სკოლებში სულ 41 199 მოსწავლე სწავლობდა. სავარაუდოდ, მე-12 კლასს ამდენივე მოსწავლე დაასრულებს.

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

ახალი თაობის ცხოვრებაში, ბოლო ზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღეა. ბოლო ზარი – ეს მხოლოდ ცხოვრების დასრულებული ეტაპი კი არა, უპირველესად, ახლის დასაწყისია. წინ მთელი ცხოვრებაა – სავსე გამოწვევებით, შანსებით, თავგადასავლებით, სირთულეებითა და გამარჯვებებით. გვჯერა, რომ ეს ის მომენტია, როცა ყველაზე მთავარია საკუთარი თავისა და ძალების რწმენა, რადგან არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა …

დღეს მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს 20 მაისს, საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა მე-12 კლასელებისთვის. დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია მე-12 კლასელების „თეთრპერანგიანების მარში“ – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. ამით ახალგაზრდები გამოხატავენ თავიანთ მისწრაფებას და სურვილს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირი წევრი და ვერ შეძლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანა.

რა უნდა შეიცვალოს „ბოლო ზარის“ ტრადიციაში და რატომ?

ძვირადღირებული ტანისამოსი, წვეულება, ვიდეოგადაღება, ლიმუზინის დაქირავება და ბოლოს, ქუჩებში ავტომობილებით რბოლა საქართველოში „ბოლო ზარის“ შემადგენელ ნაწილად არის ქცეული. შვილის სკოლის დასრულება ბევრი მშობლისთვის სერიოზული ფინანსური ტვირთია. ბოლოს ზარის წვეულების ტრადიცია ხშირად ხაზს უსვამს სოციალურ უთანასწორობასაც – სასწავლო წლის ბოლოს სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ხშირად ნახავთ პოსტებს, სადაც მეთორმეტეკლასელი გოგონები დახმარებას ითხოვენ, – „იქნებ, შეღავათიან ფასად გამიკეთოთ …

ბოლო ზარი საქართველოს სკოლებში

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა მეთორმეტეკლასელებისთვის. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს რეგიონში სკოლას 4 681 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაშიც მეთორმეტეკლასელებმა ტრადიციულად მოუხატეს ერთმანეთს თეთრი პერანგები და სამახსოვრო წარწერები გააკეთეს. მეთორმეტეკლასელებს სამახსოვრო წარწერები თეთრ პერანგებზე კლასის დამრიგებელმა და სხვა მასწავლებლებმაც დაუტოვეს. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, …

„ახლა რა ვქნა?! – მოდი დაგაწერო“ / ბოლო ზარი ბათუმში

ბათუმის სკოლების წინ თეთრ პერანგებსა და მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები არიან. ზოგი დაბნეულია, ზოგი სევდიანი, უფრო ხშირად კი მხიარული ფუსფუსია. ცოტა ხანს თუ გაჩერდები მათ სიახლოვეს, ყველაზე ხშირად ამ ფრაზას გაიგონებ: „ ახლა რა ვქნა?! – მოდი დაგაწერო“. ამ სიტყვებით ისინი ერთმანეთის მაისურებს აფერადებენ. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს მეთორმეტეკლასელებს არც ექსკურსიების უფლება აქვთ და არც საზეიმო …

როგორ უნდა ჩატარდეს სკოლებში ბოლო ზარი – სამინისტროს განმარტება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. „სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე. თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა …

როგორ აპირებენ მე-12 კლასელები ბოლო ზარის აღნიშვნას – გოგო ხულოდან

ია შანთაძე მეთორმეტეკლასელია და დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სწავლობს. როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მე-11 კლასში იყო, მეორე სემესტრში მოულოდნელად შეიცვალა მისი ცხოვრებაც და საკლასო ოთახიდან ონლაინკლასში აღმოჩნდა. „ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, რადგან ვიღვიძებ, უცებ ტელეფონში შევდივარ და იქედან მესაუბრება მასწავლებელი. რაღაც პერიოდი იქაც ვერ ვახერხებდი შესვლას და ასე „ჰოპ“ და უცებ გავიდა ეს …

ბოლო ზარი სკოლებში

დღეს, 20 მაისს, სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. წელს პირველად, ბოლო ზარი ცარიელ სკოლაში, მოსწავლეების გარეშე დარეკეს. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მე-12-კლასელებს სკოლის დასრულებას ონლაინ ულოცავენ. მაგალითად, ბათუმის პირველმა საჯარო სკოლამ სკოლის ფეისბუქის მთავარ ფოტოდ ბოლო ზარის სიმბოლო – თეთრი, წარწერებიანი პერანგი დააყენა. პერანგზე მათემატიკური ფორმულები და კეთილი სურვილებია წარწერილი. მე-12-კლასელებს სკოლის დასრულება განათლების მინისტრმაც …

ბოლო ზარი ბათუმის საჯარო სკოლებში [ფოტო]

დღეს, 20 მაისს, საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. გოგონებმა და ბიჭებმა, ტრადიციულად, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს ერთმანეთს. მოზარდები ერთმანეთს სკოლის დასრულებას ულოცავდნენ. სახესა და ხელებზე გულებმიხატული მოზარდები „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ სკოლის დასრულება უხარიათ, თუმცა, წლების შემდეგ, აქ გატარებული დღეები ალბათ მოენატრებათ. მე-16 სკოლის კურსდამთავრებული ლუკა ბიბინეიშვილი: ეს დღეები ცოტა დაძაბულია, რადგან წინ გამოცდები …

აჭარაში 4061 სკოლის მოსწავლისთვის ბოლო ზარი დაირეკა

მეზღვაური, იურისტი, ექიმი, მენეჯერი – ეს იმ პროფესიების არასრული ჩამონათვალია, რომლებსც ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები ირჩევენ. ზოგიერთს უხარია სკოლის დამთავრება, ზოგიერთი კიდევ ამბობს, რომ სკოლის დამთავრების გამო გული სწყდება. ნერვიულობენ მოსალოდნელ გამოცდებზე, თუმცა უხარიათ ის, რომ უმრავლესობა თბილისში აბარებს და სჯერათ, რომ სტუდენტობის დროს კლასელებთან ურთიერთობას არ გაწყვეტენ. დღეს ბათუმში სკოლა 1814-მა მეთორმეტეკლასელმა  დაამთავრა, …

წარწერები თეთრ პერანგზე – „ბოლო ზარის“ ტრადიცია

19 მაისს საქართველოს სკოლების ნაწილში მე-12 კლასელები „ბოლო ზარს“ აღნიშნავენ. ფოტოები გადაღებულია ბათუმის #2 საჯარო სკოლის წინ.  

Exit mobile version