8 თვეში „ოცნებამ“ ბიზნესისგან 5 მლნ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო – კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში „ქართული ოცნების“ პარტიულ სალაროში ჩარიცხული 5 812 000 ლარიდან 2 403 000 ლარი (41%) აჭარის წილია. „ბოლო პერიოდის არასაარჩევნო წლებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოწირულებების ჯამი 2 მილიონ ლარამდე იყო, 2024 წელს – 2,1 მილიონი, 2025 წელს კი – 4,000,000 ლარამდე. 2025 …

რატომ აღარ ისმის რეზო ხარაზის პროტესტის ხმა – აქტიური პოლიტიკიდან კივის ბაღებში

სად გაქრა ოპოზიციონერი, რომელზეც ყველა ამბობდა, რომ ბრძოლის ველს არასდროს დატოვებს, ოპოზიციონერი, რომელზეც შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჩაკეტილ საჯარო სივრცეებს არღვევდა და ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით ფანჯრიდან შედიოდა? ის ხშირად მართავდა ბრიფინგებს, აპროტესტებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამხელდა მაღალჩინოსნებს, აჩერებდა საკრებულოს სხდომებს. ბევრი აკრიტიკებდა და არასერიოზულ ქცევადაც კი აფასებდა ხმაურს, რომელსაც რეზო ხარაზი ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს …

TI: ბესიკ ბიწაძემ, თემურ ჟღენტმა და ნიკოლოზ თევზაძემ „ოცნებას“ მარტში 150 000 ლარი შესწირეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში „ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა. შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს, აგრეთვე 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია მიიღეს. მაგალითად, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა …

„ოცნების“ მილიონერების სია საპარლამენტო არჩევნებისთვის

„ოცნების“ სია მილიარდერი ექსპრემიერით, ბიძინა ივანიშვილით იწყება, სიის ნახევარზე მეტი კი მილიონერია, რომლებიც ბიზნესში უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე პოლიტიკაში. მოქმედი პარლამენტარებიდან უმეტესობა, რომლებიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდნენ, სხდომებს არ ესწრებოდნენ, თუ ესწრებოდნენ, არ აქტიურობდნენ. „ოცნების“ ახალი სახეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის მიხედვით პოპულარული სპორტსმენები და ხელოვანებიც არიან, მეტწილად კი ბიზნესიდან მოსული პოლიტიკოსები. მათგან უმეტესობა მილიონერია. …

როცა სახელმწიფო ქონებას ყიდულობ და თანხას რამდენიმე წელი არ/ვერ იხდი

როცა აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ კონკრეტული ქონება რამდენიმე მილიონად გაყიდა, არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს მილიონები ბიუჯეტში იმავე წლის ბოლოს ან მომავალი წლის ბიუჯეტში მაინც აისახება. ზოგჯერ საპრივატიზებო თანხის გადახდის  ვალდებულებას 4 წლიანი ვადაც კი აქვს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ დროისთვის, სახელმწიფოს ვალი 39 ინვესტორს აქვს. მათ შორის არიან კომპანიები, …

„ოცნების“ შემწირველ ბიზნესმენს გზას უგებენ, გზის დაგებისთვის მოგებაც მასვე დარჩება

„მე ვინ მიკეთებს გზას? ეს არის ხალხის ბიზნესი, სოფლის ბიზნესი,“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ, რომელმაც ქობულეთში, სოფელ ზედა კვირიკეს ტყეში კოტეჯები ააშენა და ამჯერად კოტეჯებამდე მისასვლელ გზას აკეთებს ბიუჯეტის ფულით. გზას ზედა კვირიკეში კომპანია „გზა“ აგებს. ეს კომპანია ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას ეკუთვნის ისევე, როგორც კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის საკუთრებაცაა 20 კოტეჯი კვირიკეს ტყეში. გიორგი …

„ოცნების“ შემწირველს მერია უსასყიდლოდ უთმობს 8 399 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ზღვასთან ახლოს

შპს „ახალი ბულვარი“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ადლიის დასახლებაში, 8 399 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს უზურფრუქტის წესით, უსასყიდლოდ ითხოვს. კომპანია ალექსანდრე ბაღათურიას ეკუთვნის. ის „ოცნების“ აქტიური შემწირველია. ალექსანდრე ბაღათურიამ მმართველ პარტიას სხვადასხვა არჩევნებზე ჯამში 130 000 ლარი შეწირა. ნაკვეთი ადლიის დასახლებაში, ანგისა/აეროპორტის გზატკეცილზე, რომელსაც  „ოცნების“  შემწირველის კომპანია ითხოვს, ბათუმის მერიის ა(ა)იპ -ს, „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ აქვს სარგებლობაში …

ბათუმის 26-ე უბნიდან 2 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს

ბათუმის 26-ე საარჩევნო უბნიდან 2 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს. ორგანიზაცია “ახალი ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენლის, ლამარა დუმბაძის თქმით, ის საარჩევნო უბანზე მარკირებული ამომრჩევლების ხელახლა შესვლას აპროტესტებდა. “ადამიანები, რომლებსაც მარკირება გავლილი ჰქონდათ, ხელახლა შემოუშვეს. ასეთი იყო 6 ამომრჩეველი,”- ირწმუნება ლამარა დუმბაძე. “ასე არ არის. მხოლოდ ერთ ადამიანს აღენიშნებოდა ხელზე სითეთრე. მას მანდარინი ჰქონდა სავარაუდოდ ნაჭამი,”- გვითხრა ნათელა …

კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა

დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“  ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება  რა ფულით …

შეწირე და მიიღე

ქველმოქმედება პოლიტიკურად და „ოცნების“ ხელისუფლება 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით ხუთ მილიონამდე ლარი მიიღო. სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად დეველოპერები სწირავენ, შემდეგ ისინი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ და მაღალბიუჯეტიან კონტრაქტებს აფორმებენ, ან კიდევ, ხელსაყრელი პირობებით იღებენ მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად. მათგან ბევრმა ბედი პოლიტიკაშიც სცადა ან ახლა აპირებს. დეველოპერების …

Exit mobile version