„დღევანდელ წვიმაში კაცი გარეთ რომ ილოცებს, მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – ბათუმის ახალი მეჩეთი

„დღევანდელ წვიმაში რომ კაცი გარეთ ილოცებს, ამაზე მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმმა, ასლან ქამადაძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, 10 აპრილს, ბაირამის ლოცვის შემდეგ, ბათუმის ახალ მეჩეთში მოეწყო. პრესკონფერენციაზე მუსლიმმა მრევლმა ადიგენის ინციდენტი გააპროტესტა – მუსლიმებს ადიგენში ლოცვაზე მიუვარდნენ და დაემუქრნენ. გამოძიება კი, არ დაწყებულა. ბათუმში შეკრებილმა მუსლიმებმა გააპროტესტეს ისიც, რომ მეშვიდე წელია …

დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში – „საზოგადოება არა, მთავრობა გვიშლის ხელს სალოცავის აშენებაში“

„სასამართლოს მიმართ ცუდი რამ ვთქვა, არ შეიძლება, მაგრამ მოსამართლე რომ ხარ, შეიძლება, შენი სურვილი არ არის ის, რომ მეჩეთი აშენდეს, მაგრამ შენ ხომ სამართალს უყურებ? შენ ხომ გჯერა სამართლის?“ – იკითხა იოსებ აბაშიძემ, მას ბათუმის ახალ მეჩეთში შევხდით. დღეს, 17 ნოემბერს, „ბათუმელებმა“ დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში მოაწყო: რა ხდება სასამართლოში „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ სარჩელის …

იმამი ლგბტქ თემის ჩაგვრაზე: „უმრავლესობა მრუშობს – ვცემოთ?“ I VIDEO

„როგორიც არის ლგბტ თემის მოცემულობა, ისეთივე ცოდვაა ისლამის მიხედვით მრუშობა,“ – ამბობს ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი, თამაზ მგელაძე. ეს ის მეჩეთია, რომლის მშენებლობაც მუსლიმებმა 2017 წლიდან დაიწყეს, თუმცა ნებართვას არ აძლევენ. იმამს ამ შემთხვევაში სხვა დაუცველ ჯგუფებზე ვესაუბრებთ საქართველოში, მაგალითად, ლგბტქ თემზე, ასევე ქალთა მიმართ ძალადობაზე: როგორ უყურებს მუსლიმი თემის ერთ-ერთი ლიდერი სხვა ჯგუფების ჩაგვრას? …

2 წელია ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეს უზენაესი სასამართლო არ იხილავს

უკვე 2 წელია უზენაესი სასამართლო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეს“ არ იხილავს. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს, რატომ დაარღვია უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე ვადა, ან როდის მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას მუსლიმი თემის სარჩელზე? მუსლიმი თემი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას 2017 წლიდან ცდილობს, თუმცა მათ ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2019 …

ბათუმის მერიას დისკრიმინაცია მეჩეთის აშენების საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც დაუდგინა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს, 13 აპრილს, მიიღო. „სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმების მიმართ და მშენებლობის პირველ სტადიაზე ნათქვამი უარი უსამართლო იყო. ეს არის მუსლიმი თემის წლების განმავლობაში ბრძოლის და ქვემოდან უნიკალური თვითორგანიზების შედეგი,“ – …

ხაზარაძე რელიგიის თავისუფლებაზე: ისეთ რაღაცას ნუ „გავაჯაზებთ“, რაც ჩვენს ბუნებაში არ არის

„საქართველოში მე არ გამიგია, რომელიმე კონფესიას რაიმე პრობლემა შექმნოდეს. ისეთ რაღაცას ნუ „გავაჯაზებთ“, რომელიც ჩვენს სისხლსა და ბუნებაში არ არის და ნუ მოვიგონებთ ისეთ რაღაცას, რაც არ არსებობს. ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს,“ – ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე რელიგიური კონფესიების მიმართ თანასწორი დამოკიდებულების კუთხით „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუს დროს. ჩვენ მას ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების პრობლემაზეც …

ტარიელ ნაკაიძე: მუსლიმები ახალი მეჩეთისთვის შეძენილ მიწას არ დავთმობთ

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა მერიის წარმომადგენელებთან ამჯერადაც უშედეგოდ დაასრულა შეხვედრა. როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მერია არც ამჯერად ცვლის თავის პოზიციას და მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს აიძულებს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც მეჩეთი უნდა აშენდეს, მუსლიმთა სამმართელოს გადასცენ საკუთრებაში. ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ მუსლიმები ამ წინადადებას არც …

ბრძოლა მეჩეთისთვის და მეჩეთის წინააღმდეგ

„მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა იმაში, რომ თავისუფლად შევძლო ვემსახურო ჩემს რელიგიურ მრწამსს“, – ასე ფიქრობს ბათუმელი მუსლიმი თეონა ვარშალომიძე. მისი აზრით, ბათუმში ახალი მეჩეთი საჭიროა, რადგან არსებული მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. საქართველოში ძალიან ბევრი მოქალაქე თეონას კატეგორიულად არ ეთანხმება. არსებობს ბევრად რადიკალური მოსაზრებებიც. ვინ ითხოვს მეჩეთს მეჩეთს ბათუმში აჭარაში მცხოვრები მუსლიმები …

„ბათუმის მეჩეთის საქმეს“ სასამართლო 20 თებერვალს განიხილავს

ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 20 თებერვალს დაიწყება. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. გუშინ, 13 თებერვალს, მეჩეთთან დაკავშირებული სარჩელის შესახებ განცხადება გაავრცელეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI). ამ ორგანიზაციებმა სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართეს, ამ დრომდე კი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. არასამთავრობო …

Exit mobile version