„ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“, ერთმილიონიანი ტენდერის გამო, დავების საბჭოში უკვე ხუთჯერ უჩივლეს. მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ „ბათუმის წყალი“ აფერხებს დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დადგება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, „ბათუმის წყალს“ პროკურატურაში უჩივლებს. ტენდერი „ბათუმის წყლის“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზეა გამოცხადებული და …

როდის აღდგება წყალმომარაგება სერგი მესხის ქუჩაზე

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სერგი მესხის ქუჩაზე წყალმომარაგების მილის ტესტირების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების გამო აბონენტებს ამ ქუჩაზე წყალმომარაგების მიწოდება შეეზღუდებათ. წყლის მიწოდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, 18:00 სთ-ზე აღდგება.

„თუ არ არის ნეპოტიზმი, მაშინ მოგვაწოდონ თანამშრომელთა სია“ – ენმ „ბათუმის წყალზე“

დღეს, 23 აპრილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შპს „ბათუმის წყალში“ დირექტორთან, თენგიზ ქოქოლაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა ენმ-ის წარმომადგენლის, ბათუმის საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის თქმით, შეხვედრა მხოლოდ „ბათუმის წყლის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შედგა და არა დირექტორთან. „ჩვენ დირექტორისგან გვაინტერესებდა კონკრეტული პასუხები, თუმცა დირექტორი არ შეგვხვდა. ამ შპს-დან გამოვითხოვეთ ბევრი ინფორმაცია, მათ შორის საშტატო ნუსხა, თანამშრომელთა სახელობითი სია და …

განთიადში, მახინჯაურსა და თამარის დასახლებაში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების მილი დაზიანდა, რომლის შესაკეთებლად სარემონტო სამუშაოები ტარდება. სარემონტო სამუშაოების გამო  დღეს, 12 აპრილს, 17:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადის, მახინჯაურისა და თამარის დასახლების ზოგიერთ აბონენტს.  

რომელ საათზე აღდგება გოროდოკში წყლის მიწოდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გოროდოკში, წყალმომარაგების ქსელზე მიმდინარე სამუშაოების გამო,  წყლის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ შეიზღუდა. წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, 13:00 საათამდე აღდგება.

ვის შეუწყდება წყლის მიწოდება ხვალ ბათუმში

დადიანის ქუჩაზე, ახლად შექმნილი წყალმომარაგების ქსელის ტესტირების მიზნით, „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი კომპანია ტექნიკური სამუშაოების შესრულებას გეგმავს. ამის გამო ხვალ, 27 მარტს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება დადიანის ქუჩას: სერგი მესხისა და ერისთავის ქუჩების მონაკვეთში. „ბათუმის წყლის“ განმარტებით,  წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით უკვე მიაწოდეს. აბონენტებს სამუშაოებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება …

როდის აღდგება წყლის მიწოდება განთიადში

განთიადში მცხოვრებ აბონენტებს,  ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით, წყალმომარაგების მიწოდება დღეს, 16:00 საათამდე შეუწყდებათ. „ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების მიზეზი გახდა ის, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ, რომელიც განთიადის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, ავარიულად დააზიანა წყალმომარაგების მილი.   განთიადის ტერიტორიაზე ტექნიკური სამუშაოები ტარდებოდა 23 მარტსაც, რის გამოც მარკოზ აჭარელის ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებს წყალმომარაგება შეეზღუდათ.  

დღეს საღამოს ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

კომპანია  „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 23 მარტის საღამოს 12 საათიდან, ხვალ, დილის 5 სთ-მდე ბათუმში წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება: 9 მარტის, სულაბერიძის, სოხუმის, მარუხის, ქედის, შაფათავას, ქობულეთის, ლომონოსოვის და პუშკინის ქუჩებს. ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს კი წყლის მიწოდება შეუწყდება, კონკრეტულ მონაკვეთებში: ლუკა ასათიანის ქუჩას: ჭავჭავაძიდან, მამია ვარშანიძემდე; დემეტრე თავდადებულის ქუჩას: ჭავჭავაძიდან, მამია ვარშანიძემდე; ფალავანდიშვილის, ბერიძის და იმედაშვილის …

როდის აღდგება წყლის მიწოდება მარკოზ აჭარელის ქუჩაზე

„ბათუმის წყლის” ინფორმაციით, განთიადის ტერიტორიზე, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, მარკოზ აჭარელის ქუჩას და მიმდებარე შესახვევებს დღეს, 23 მარტს, წყალმომარაგება შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, წყლის მიწოდება 15:00 საათამდე აღდგება. დღეს, 15:00 საათამდე წყალმომარაგების მიწოდება შეწყვეტილი აქვთ ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზეც.    

შეზღუდვები „ბონი-გოროდოკის“ წყალმომარაგებაში

დღეს, 23 მარტს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდებათ ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს „ბონი-გოროდოკის“ ტერიტორიაზე. ამის მიზეზი „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების კვეთაში არსებულ მოედანზე, წყალმომარაგების მილის ურდულზე, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებია.

მოსახლეობა დარიცხულზე მეტ წყლის გადასახადს იხდის, საბიუჯეტო დაწესებულებები – პირიქით

ბათუმში მიმდინარე წლის სამ თვეში მოსახლეობამ, კომერციულმა თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, მოხმარებული წყლისა და წყალარინებისთვის, ჯამში, 2 447 208 ლარი გადაიხადეს. ბათუმში წყლის ერთადერთი მიმწოდებელი მუნიციპალური შპს „ბათუმის წყალია“. აბონენტებს ძველი დავალიანებებიც აქვთ, თუმცა „ბათუმის წყალმა“ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რამდენია ეს დავალიანება ჯამში. კომპანიამ არც ის საბიუჯეტო ორგანიზაციები დაგვისახელა, რომლებსაც წყლის ყველაზე მეტი დავალიანება აქვთ. …

ქუჩები ბათუმში, სადაც წყლის მიწოდება შეწყდება

კომპანია „ბათუმის წყალი” ქალაქის სამი სხვადასხვა უბნისთვის მიწოდებული და გახარჯული წყლის საერთო რაოდენობების შედარების მიზნით, ნულოვანი ტესტირების ჩატარებას გეგმავს. ტესტირების სამუშაოების ჩატარების ფარგლებში, წყალმომარაგების მიწოდება დღეს, 00:00-დან 05:00 სთ-მდე, შეუწყდება: ლადო ასათიანის, სულხან-საბა ორბელიანისა და გრიგოლ ფერაძის ქუჩებს. სელიმ ხიმშიაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს, ჭავჭავაძის, პუშკინის, გ. ბრწყინვალის, ჩაიკოვსკის, მამია კომახიძის, ოსტროვსკისა და ბაგრატიონის ქუჩების …

რომელ ქუჩაზე შეფერხდება წყლის მიწოდება ბათუმში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის გამო წყალმომარაგების მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 12:00-დან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ბაქოს ქ. #74-სა და მაქაცარიას ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.

შეზღუდვები ბათუმის წყალმომარაგებაში

სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეწყვეტილია ბათუმში, ნონეშვილისა და ბაქრაძის ქუჩებზე. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ჩაისუბნის სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების მიწოდება დროებით არის შეზღუდული და იგი დღის ბოლომდე აღდგება. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით: (0422) 242222 და 1152 წყალმომარაგების მილზე გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წყალი გუშინ ღამით შეწყდა მაიაკოვსკის ქუჩაზე, ბარცხანაში, მერკვილაძის, …

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის გაკეთება დაიწყება, კანალიზაციის – არა

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე მუშაობისას, აჭარის მთავრობა აცხადებდა, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ შეძენილი იქნა ადლია-კახაბერი-დაბა ხელვაჩაურის წყლის სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის განხორციელებაც დაიწყება 2018 წლის პირველ კვარტალში“. „ბათუმის წყალში“ კი აცხადებენ, რომ პროექტი მოიცავს მხოლოდ ფრიდონ ხალვაშის გამზირს, მის მიმდებარე ტერიტორიას, ნაწილობრივ ადლიას და აეროპორტის გზატკეცილის ერთ [კენტ] მხარეს, ისიც, …

ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობაზე 187 450 ლარად დამცავ კედელს მოაწყობენ

სოფელ ხალაში, მდინარე ჩაქვისწყლის სასმელი წყლის ნაგებობის მიმდებარედ მდინარის სანაპიროს გამაგრებისთვის „ბათუმის წყალი“ 187 450 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. შესაბამისი ნებართვა კომპანიას აქვს. ნაპირგამაგრებისთვის მონოლითური რკინა-ბეტონის ჯებირი მოეწყობა. ამ სათავე ნაგებობიდან ხდება ქალაქ ბათუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების სასმელი წყლით უზრუნველყოფა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში მოსულმა ნალექმა დააზიანა სასმელი წყლის სათავე ნაგებობაზე წყალმიმღებ კაშხალთან მისასვლელი გზა …

როგორ ჩაკეტა სასამართლომ მუნიციპალური შპს-ებიდან ინფორმაციის მიღება

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი მუნიციპალური შპს-დან საჯარო ინფორმაციის მიღებაზე. საია შპს „ბათუმის წყლისგან“ ითხოვდა ინფორმაციას საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ. „ბათუმის წყლის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. მერიამ „ბათუმის წყალს“ მარტო 2017 წელს, არაპირდაპირი წესით, 10 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური შპს …

„ბათუმის წყალი“ – თანამედროვე წყალმომარაგება

ზაფხული ახლოვდება და ბათუმში დამსვენებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს, ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის სუფთა ზღვა დასვენების აუცილებელი ნაწილია. ახლო წარსულში ზაფხულის სეზონის დაწყება წყლის გრაფიკთან და ზღვის ხარისხზე საყოველთაო მსჯელობასთან ასოცირდებოდა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს ბათუმს წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყალი“ – რეაბილიტირებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით, ავტომატიზებული სამარაგო-საწნევო რეზერვუარებით და ადლიის ჩამდინარე წყლების ულტრათანამედროვე გამწმენდი …

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ 6 მაისის პარკში, ასე თუ ისე ნურიგელის ტბას უშველეს, რომელსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა, არდაგანის ტბას ამ დრომდე არავინ პატრონობს. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ …

5 მაისს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება განთიადისა და მახინჯაურის დასახლებებს

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 5 მაისის დილის 07:00 საათიდან, 15:00 საათამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადისა და მახინჯაურის დასახლებებს. „შპს „ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია ჩაქვში 1200 მმ-იან მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას განაგრძობს. მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება 5 მაისის დილის 07:00 საათიდან, 15:00 საათამდე შეუწყდება განთიადისა და მახინჯაურის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ …

„ბათუმის წყალი“ 1,1 მილიონ ლარად სამ მანქანა-ცისტერნას შეიძენს

სამი ერთეული სპეციალური დანიშნულების საასენიზაციო (დასუფთავების) მანქანა-ცისტერნის შესყიდვაზე ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ტენდერი გამოაცხდა. მანქანა-ცისტერნების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 1 მილიონ 154 ათას 320 ლარია. „ბათუმის წყალს“ სატენდერო პირობებში მითითებული აქვს, რომ შესყიდვა ჩანაცვლების წესით განხორციელდება, ანუ მომწოდებლის მიერ შეთავაზებულ თანხას იმ ავტომანქანის ღირებულება გამოაკლდება, რომელსაც „ბათუმის წყალი“ გადასცემს ტენდერში გამარჯვებულს. ეს ავტომანქანაა MERCEDES-BENZ 2426-ია, რომლის …

რატომ დგება ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

კანალიზაციის სატუმბი სადგურები ბათუმში შეუფერხებლად მუშაობს -გვითხრეს „ბათუმის წყალში“. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის N2 სატუმბ სადგურში, ამავე კომპანიის განცხადებით, ოთხიდან ორი ტუმბო მუშაობდა, დიდი იყო მუშა ტუმბოების დაზიანების რისკიც, რაც ქალაქის დიდი ნაწილის კანალიზაციის წყლით და ფეკალიებით დატბორვას  გამოიწვევდა. „შესყიდვების გვერდზე განთავსებულ დოკუმენტაციაში რა პრობლემებზეც იყო საუბარი, ის პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას. ეს ტუმბოები შეაკეთეს“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ …

ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

ბათუმის სატუმბო სადგურში, რომელიც საკანალიზაციო სისტემაშია ჩართული, ოთხი ტუმბოდან ორი დაზიანებულია. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, მთელი დატვირთვა მოდის ორ ტუმბოზე, რის გამოც შესაძლოა დაზიანდეს მუშა ტუმბოები, რაც ქალაქის დიდი ნაწილის კანალიზაციის წყლით დატბორვას  გამოიწვევს. „სატუმბო სადგურზე 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს ოთხი ზედაპირული ტუმბო, საკანალიზაციო სისტემიდან სატუმბო სადგურში ხშირად შეედინება მექანიკური დაბინძურება, რაც იწვევს ტუმბოების ხშირ დაზიანებას. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ამა წლის პირველ მარტს, …

„ბათუმის წყალი“: წყალმომარაგება ღამის 12 საათისთვის აღდგება

„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, დღეს, 3 ოქტომბერს, „წყლის მაგისტრალური 110 მილიმეტრიანი მილსადენის დაზიანების გამო, სასმელი წყლის მიწოდება ლერმონტოვის ქუჩის ნაწილს და ფერაძის ქუჩის აბონენტებს შეეზღუდა“. სასმელი წყლის მიწოდება შეზღუდულია ასევე სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მამია კომახიძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე და ბაგრატიონის ქუჩას მელიქიშვილის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე. კომპანიის ინფორმაციით წყალმომარაგება ღამის 12:00 საათისთვის აღდგება.

დღეს, საღამოს, ბათუმის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

დღეს, 18:00-დან 22:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ,  ტბელ  აბუსერიძის ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე აბონენტებს გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის კვეთამდე და ლორიას ქუჩის ნაწილს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, შეფერხების მიზეზია სამუშაოები, რომლებიც  წყალმომარგების მაგისტრალურ ქსელზე ახალი აბონენტების დაერთების მიზნით ტარდება.

30 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებს და დაბა ჩაქვს, წყლის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 29 აგვისტოს ღამის 12:00 საათიდან, 30 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება  დაბა ჩაქვის, მწვანე კონცხის, მახინჯაურის, განთიადის და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. ინფორმაციას შპს „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

თამარის დასახლებიდან ჩაქვამდე აბონენტებს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ

შპს „ბათუმის წყალი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რის გამოც, დღეს, 26 აგვისტოს, ღამის 12:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება დაბა ჩაქვში, მწვანე კონცხზე, მახინჯაურში, განთიადსა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

თამარის დასახლებას წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 13 ივლისს, 12:00 სთ-ზე წყლის მიწოდება შეუწყდება თამარის დასახლებას. წყალმომარაგება 16:00 სთ-ზე აღდგება. გავრცელებული ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა გეგმურ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

დღეს 20 საათამდე ბათუმის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვლის გამო, მდინარეების ლეჩა და ყოროლისწყალის ამღვრევის მიზეზით, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდა ე.წ. “ძველი ქსელი”-ს აბონენტებს: მაიაკოვსკის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს, ასევე ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. მათივე ცნობით, წყალმომარაგება სავარაუდოდ 20:00 საათისთვის აღდგება.  

ხვალ 9-დან 18- საათამდე ბათუმის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება

შპს “ბათუმის წყალის” ინფორმაციით, ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ, 21 მაისს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგ მისამართებზე მცხოვრებ აბონენტებს: 1. იმედაშვილის ქუჩა (ჭავჭავაძის ქუჩიდან – წერეთლის ქუჩამდე); 2. მერკვილაძის ქუჩა; 3. კანდელაკის ქუჩა; 4. ბაქოს ქუჩა; 5. შავშეთის ქუჩა (ბაქოს ქუჩიდან – წერეთლის ქუჩამდე); 6. მაქაცარიას ქუჩა;

ბონში, ბარცხანასა და გოროდოკში წყლის მიწოდება 18 საათზე აღდგება

ქალაქ ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში – ბონის, ბარცხანისა და „გოროდოკის“ დასახლებებში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება 27 მარტს, 18:00 საათზე. მერიის ინფორმაციით „უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით, აიმღვრა მდინარეები ლეჩა და ყოროლისწყალი, რის შედეგადაც სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდათ ე.წ. „ძველი ქსელის” აბონენტებს“.

მახინჯაურისა და თამარის დასახლების აბონენტებს წყლის მიწოდება ხვალ დილამდე შეუწყდებათ

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ჩაქვის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო მახინჯაურისა და თამარის დასახლების აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და წყალმომარაგება ხვალ დილას აღდგება.

ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს სასმელი წყალი სავარაუდოდ 19 საათამდე არ მიეწოდებათ

შპს “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, 355 მმ მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდათ, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს მელიქიშვილის კვეთიდან ლერმონტოვის ქუჩის კვეთამდე. ამ წუთებში დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. “ბათუმის წყლის” ცნობით, სასმელი წყლის მიწოდება სავარაუდოდ 19:00 საათისთვის აღდგება.

“ბათუმის წყლის” დირექტორი გადადგა [ვიდეო]

ბათუმის წყლის დირექტორმა, ალექსანდრე მიქელაძემ, ეს წუთია გადადგომის შესახებ განაცხადა. ალექსანდრე მიქელაძემ თქვა, რომ ის ნებაყოფლობით გადადგა. ალექსანდრე მიქელაძემ თანამდებობიდან გადადგომა იმით ახსნა, რომ არ სურს ხელი შეუშალოს გამოძიებას. “მივიღე გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებასა და შესაბამისი უწყებების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებამდე დავტოვო თანამდებობა, რათა ხელი არ შეეშალოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. იმისათვის, რომ დაცული იქნას …

შეცდომა, რომელიც პრემიერმა დაუშვა ბათუმის წყალზე საუბრის დროს

  დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში რესტორან BK-სთვის სავარაუდოდ წყლის გამიზნულად შეწყვეტის ფაქტზე კომენტარი გააკეთა და მოითხოვა, რომ მომხდარით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესდეს. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ბათუმის წყლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, გიორგი გოცირიძის შეფასებით, ეს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა: -„თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, წყლის მიწოდება წარმოადგენს …

„ბათუმის წყალი“ 108 ათას ლარად ექსკავატორს დაიქირავებს

„ბათუმის წყალი“ ორი ექსკავატორისა და ამდენივე ამწეს დაქირავებაში მაქსიმუმ 232 452 ლარს გადაიხდის. ტექნიკას [საწვავისა და  მძღოლი ოპერატორის მომსახურების ჩათვლით] საწარმო ჯამში 60 დღით დაიქირავებს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა. „ბათუმის წყალი“ 720 საათით დაიქირავებს ექსკავატორს [სატენდერო ფასი მაქსიმუმ 108 ათასი ლარი], მინიექსკავატორს [34 956 ლარი], ამწე-კალათს [28 476 ლარი] და ავტოამწეს [61 020 ლარი]. …

Exit mobile version