მთავარი,სიახლეები

დღეს საღამოს ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

23.03.2018 • 2812
დღეს საღამოს ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

კომპანია  „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 23 მარტის საღამოს 12 საათიდან, ხვალ, დილის 5 სთ-მდე ბათუმში წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება: 9 მარტის, სულაბერიძის, სოხუმის, მარუხის, ქედის, შაფათავას, ქობულეთის, ლომონოსოვის და პუშკინის ქუჩებს.

ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს კი წყლის მიწოდება შეუწყდება, კონკრეტულ მონაკვეთებში:

  • ლუკა ასათიანის ქუჩას: ჭავჭავაძიდან, მამია ვარშანიძემდე;
  • დემეტრე თავდადებულის ქუჩას: ჭავჭავაძიდან, მამია ვარშანიძემდე;
  • ფალავანდიშვილის, ბერიძის და იმედაშვილის ქუჩებს: პუშკინიდან, წერეთლამდე;
  • შავშეთის ქუჩას: წერეთლიდან, მამია ვარშანიძემდე;
  • გურამიშვილის, სააკაძის, ოსტროვსკის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს: ლუკა ასათიანიდან, სულაბერიძემდე;
  • ჭავჭავაძის ქუჩას: ლუკა ასათიანიდან, წერეთლამდე;
  • წერეთლის ქუჩას: ბარათაშვილიდან, მაიაკოვსკამდე;
  • ბესიკის ქუჩას: ლუკა ასათიანიდან, სულაბერიძემდე;
  • ბაგრატიონის ქუჩას: შავშეთიდან, ლუკა ასათიანამდე;

„ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების ქსელზე ნულოვანი ტესტირებების ჩატარებას აგრძელებს. ნულოვანი ტესტირების შედეგების საფუძველზე, კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, მიწოდებული და მოსახლეობის მიერ გახარჯული წყლის საერთო შედეგის შესახებ. 

აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება გეგმიურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

გადაბეჭდვის წესი


ასევე: