ბათუმში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის ვიზიტია დაგეგმილი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების „უმაღლეს დონეზე ჩატარების“ მიზნით საკოფერენციო დარბაზისა და სამუშაო ოთახების რემონტს და აღჭურვას გეგმავს. საამისოდ საჭირო 1,3 მილიონი ლარის სამუშაოებს აკადემია ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის“ 1 366 …
Tag Archives: ბათუმელი მეზღვაურები
„ნუ მისცემთ თქვენს პირადობას სხვას, წადით ყველა არჩევნებზე“ – ბათუმელი მეზღვაურების მიმართვა
ბათუმელ მეზღვაურთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და მიმართავენ კოლეგებს, არ წამოეგონ პროვოკაციას, რომლის თანახმადაც წინასაარჩევნოდ ადამიანებს პირადობის მოწმობები უნდა ჩამოართვან. „ნაკლებად გვეგულება ადამიანი ან პროფესია, რომელმაც მეზღვაურზე უკეთ იცის, რა არის თავისუფლება და რამდენად მძიმეა მისი შეზღუდვა. დღეს საქართველო გასაყარზეა. ან უნდა დავკარგოთ მოპოვებული თავისუფლება და ისევ მარწუხებში გავზარდოთ შვილები, ან გავაგრძელოთ სწრაფი განვითარება. უნდა გვახსოვდეს, …
სააგენტომ მეზღვაურთა დამსაქმებელი კომპანიების აღიარების ახალი წესი შემოიღო
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის ახალი წესი დაამტკიცა. ამ წესის მიხედვით, „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარება გულისხმობს კანონისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის გამოვლენა, აღიარება და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება დაასაქმოს მეზღვაური. …
Continue reading “სააგენტომ მეზღვაურთა დამსაქმებელი კომპანიების აღიარების ახალი წესი შემოიღო”
რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტის გადარჩენაზე
ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში ათი მიგრანტის სიცოცხლე გადაარჩინეს. შემთხვევა 24 აგვისტოს მოხდა, კადიზის ყურეში, დასავლეთ გიბრალტარიდან 100 მილის მოშორებით. „[კაპიტნის] უფროსმა თანაშემწემ, თენგო დიასამიძემ შეამჩნია ღია ოკეანეში. „ვახტაზე“ იდგა და დაინახა პატარა ნავი. დურბინდით რომ გაიხედა, ნავზე მყოფები შველას ითხოვდნენ. მაშინვე შეატყობინა კაპიტანს, ალეკო სურმანიძეს. კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდით,“ – მოუყვა „ბათუმელებს“ მეზღვაური გიორგი …
Continue reading “რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტის გადარჩენაზე “
ესპანეთში დაკავებული მეზღვაურების ოჯახები ღარიბაშვილს დახმარებას სთხოვენ
ესპანეთში დაკავებული ოთხი მეზღვაურის მშობლები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მშობლები ამბობენ, რომ შვილებთან კომუნიკაცია უკვე ერთი კვირა არ ჰქონიათ. ოთხი მეზღვაური ესპანეთში ხუთი თვის წინ დააკავეს. ასევე დაკავებულია 5 თურქი მეზღვაური. გავრცელებული ინფორმაციით, გემს, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, 3000 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა. მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები რიგითი მეზღვაურები არიან და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, …
Continue reading “ესპანეთში დაკავებული მეზღვაურების ოჯახები ღარიბაშვილს დახმარებას სთხოვენ”
მეზღვაურთა სერტიფიკატების ვადა 3 თვით გაგრძელდება – გამონაკლისი COVID 19-ის გამო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან გამონაკლისი დაწესდა. „თუ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაცემული მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადა იწურება მეზღვაურის საზღვარგარეთ ნაოსნობისას და მისი გემიდან ჩამოსვლა შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი გემთმფლობელის ან/და საქართველოში მოქმედი საკრუინგო კომპანიის წერილობითი …
Continue reading “მეზღვაურთა სერტიფიკატების ვადა 3 თვით გაგრძელდება – გამონაკლისი COVID 19-ის გამო”
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე
ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაურის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. ქართველი მეზღვაურები – რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიის ქალაქ მისრათაში [Misurata] ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით არიან გაჩერებული. მათთან ერთადაა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე კიდევ 17 მეზღვაური. ისინი ყველანი მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდნენ. მას შემდეგ, …
Continue reading “საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე”
პირველი ქართველი მეზღვაური ქალები
1936 წელს ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში ოთხმა მეგობარმა შტურმანის, იგივე გემწამყვანის პროფესია აირჩია. ამ ამბავში უცნაური არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ ოთხივე გოგო იყო. ქალი ზღვაში საქართველოში ახლაც იშვიათი შემთხვევაა და 1936 წელს – მითუმეტეს. იულია ფაილოძე ხონში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი სოხუმთან ახლოს, სოფელ აგუძერაში ცხოვრობდა. ნინო კალანდაძე – ჩოხატაურიდან იყო, სოფელ ხიდისთავიდან. შუშანა თუმანიშვილი …
ბათუმი მზიან ამინდში [ფოტო]
რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე
ლიბიის ციხეში ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაური, ნუკრი ხოხბა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მეზღვაური საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა. ლიბიის ორ სხვადასხვა ციხეში ამ დრომდე საქართველოს სამი მოქალაქე რჩება – ნუკრი ხოხბასთან ერთად 6 თვის წინ დაკავებული გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე. კიდევ ერთი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე კი 2 წელი და 6 თვეა ლიბიის ციხეში იხდის სასჯელს. ტყვეობის პირველი …
Continue reading “რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე”
ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ
დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლიბიის სამხრეთ სანაპიროზე დაკავებულ ტანკერ Rex 30-ზე მყოფი ქართველი მეზღვაურის რომან კაკალაძის ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებაში დახმარება მოსთხოვეს. „ჩვენ ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას, რომ გააქტიურდნენ და დაეხმარონ ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებაში. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, იმყოფებიან განსაცდელში …
Continue reading “ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ”
ბათუმელი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ
ბათუმელი მეზღვაურები – რობერტ ლიპარტელიანი და მალხაზ მელაძე, რომლებიც ამჟამად თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემზე „River Pride“ იმყოფებიან, დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი მეზღვაურის თქმით, გემზე მძიმე პირობები აქვთ: „ამ დროისთვის გემზე საჭმელი ჩვენ არ გვაქვს, დასალევი წყალიც ცოტაა, რაღაც 20 ლიტრი და ხელფასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… გემის დატოვება და სახლში წამოსვლა გვინდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებთ – მეპატრონე …
ეს ზღვა – შორეულ ნაოსნობაში საბჭოთა მეზღვაურის გამოცდილება
„ბერეგზე“ პატარა სასწავლო გემი „კაპიტანი ოთარ ჩახვაძე“ ირწევა. აქ მეზღვაურთა სასწავლო ცენტრის, „ანრის“ კურსანტები გადიან საზღვაო პრაქტიკას. ეკიპაჟს გამოცდილი კაპიტანი ბადრი ბერიძე მეთაურობს. მისი საზღვაო ცხოვრება მდიდარია საინტერესო მოვლენებით. ზოგი მოგონება ისეთია, ფილმის გადაღება მოგინდება კაცს.
ბადრი თევზაძე