რა ხდება ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებთან – დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა

დღეს, 11 მარტს, ადიგენის მერი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, შეხვედრა მუსლიმების თხოვნით გადაიდო. „დღეს არ იქნება შეხვედრა. მუსლიმებმა ითხოვეს, რომ კიდევ ერთი დღე მისცემოდათ კონსულტაციებისთვის. ნურც ხვალ დაგვირეკავთ, თუკი რაიმე საინტერესო იქნება, პრესკონფერენციას გავმართავთ და იქ ვუპასუხებთ კითხვებს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმელებს“ ადიგენის …

ვის აძლევს ქობულეთის მერია უსასყიდლოდ, 99 წლით მიწის ნაკვეთსა და შენობას – აღნაგობა

სახელმწიფოს ერთი სტრუქტურა, კონკრეტულად ქობულეთის მერია, აპირებს უსასყიდლოდ გადასცეს მართლმადიდებლურ ეკლესიას მიწის ნაკვეთი იმ მოტივით, რომ მრევლს სალოცავი სჭირდება და ეკლესიის მშენებლობას ითხოვს. მეორე სტრუქტურა კი, კონკრეტულად ბათუმის მერია, იგივე მოტივს არ იზიარებს და მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის უფლებას არ აძლევს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ თემის საკუთრებაა. 817 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და 230 კვ.მეტრ შენობის …

ხულოს მუფთმა ბათუმის სასამართლოსთან შეკრებილ მუსლიმებს მიმართა

ხულოს მუფთმა, ასლან აბაშიძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ შეკრებილ მუსლიმ თემს მიმართა. ის მიიჩნევს, რომ მეჩეთის აგებასთან დაკავშირებულ პროცესს აჭიანურებს როგორც მერია, ისე სასამართლო. მუსლიმი თემი სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ შეყოვნდა ბათუმის სასამართლოსთან. დღეს, 10 აპრილს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მეჩეთის მშენებლობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. “ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვითხოვთ მშენებლობის ნებართვას, პროცესს …

თორნიკე რიჟვაძის მორიგი კომენტარი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვეს, მათ შორის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზეც. „მე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში ეს პროცესი (ახალი მეჩეთის მშენებლობა იგულისხმება) მიმდინარეობს. მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ამ პოზიციაზე ვრჩები. შესაბამისად, როცა პროცესი იქნება დასრულებისკენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას  …

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. კენჭისყრამდე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. უმაღლესის საბჭოს დეპუტატმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ჰკითხა: „როცა თქვით, რომ მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს, რა იგულისხმეთ ქართულ ფულში, იქნებ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ მეჩეთის  შესახებ – თუ არის …

ზურაბ პატარაძე: შეთანხმებული ვართ, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს

დღეს, 15 ივნისს, რამადან ბაირამის ლოცვა ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ ჩაატარეს. ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას კი, ხელისუფლება მუსლიმებს ამ დრომდე არ აძლევს. ბათუმის ძველ მეჩეთში რამადანი დღეს მუსლიმებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ისე, როგორც გასულ წელს, ზურაბ პატარაძეს”ბათუმელებმა” ჰკითხა, აპირებდა თუ არა ახალ მეჩეთში მისვლას და …

ლაშა კომახიძე ახალი მეჩეთის მშენებლობაზე: შესაძლოა, პროცესი სასამართლოს გარეშე დასრულდეს

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, მოლოდინი აქვს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი სასამართლოს გარეშე გადაწყდება. მეჩეთის მშენებლობის საკითხის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს იმ მოტივით გადადო, რომ ბათუმის მერმა მუსლიმ თემთან მოლაპარაკების გამართვის სურვილი გამოხატა. „სასამართლო პროცესი არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. მთავრობის თავმჯდომარეს არაერთხელ განუცხადებია და მეც მითქვამს, რომ შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს ყოველგვარი …

ზურაბ პატარაძე ახალი მეჩეთის მშენებლობაზე: შეთანხმება ზეპირსიტყვიერად მიღწეულია

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე განმარტება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გააკეთა. დღეს, 20 თებერვალს, სასამართლო პროცესი ბათუმის მერიის მოთხოვნით გადაიდო. მერიამ მუსლიმ თემთან მოლაპარაკების მზადყოფნა გამოხატა. „შეთანხმება ზეპირსიტყვიერად ფაქტობრივად მიღწეულია,“ – ამბობს ზურაბ პატარაძე, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს არ დააკონკრეტა, რომელ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება და გასცემს თუ არა მერია მშენებლობის ნებართვას ქალაქში ახალი მეჩეთის …

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე ორმა არასამთავრობომ სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“(EMC)  ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე სასამართლოს მიმართეს. აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციით,  2017 წლის 10 ივნისს  ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობისა და …

ზურაბ პატარაძე მეჩეთთან დაკავშირებით: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული შეთავაზება

დღეს 3 მაისს, ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, არსებობს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული წინადადება რომელსაც მუსლიმებს უახლოეს დღეებში შესთავაზებენ. „გუშინ ხულოს მუნიციპალიტეტში მქონდა მუსლიმებთან მეჩეთის თემასთან დაკავშირებით შეხვედრები, უახლოეს დღეებში შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, სადაც მუსლიმებიც იქნებიან ჩართული, არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მთავრობის წევრებიც. …

ბათუმში ახალი მეჩეთი მუსლიმებმა შენობის გარეშე გახსნეს

ბათუმის ახალი მეჩეთი შენობის გარეშე – ასე წარადგინეს დღეს, 26 მაისს, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში ის ტერიტორია, სადაც მუსლიმები პარასკევობით ლოცვას აპირებენ. „დღეს და შემდგომ დღეებში პარასკევის ლოცვა და მარხვის თვის (რამადანის) განმავლობაში თარავის ლოცვა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება და ოფიციალურად გამოცხადდება ამ ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობის დაწყება. … ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, …

ორი მოსაზრება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. დისკუსიის დროს შეკითხვები გაჩნდა მერიის გადაწყვეტილებასთან, რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება. „ფაქტ-მეტრის“ წარმომადგენლის მალხაზ რეხვიაშვილის შეფასებით, ბათუმის მერიის გადაწყვეტილება  ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციულია: „მინდა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს გადახედოთ, რადგან თუკი შენობებისა და საცხოვრებელი სახლების შუაში …

ზურაბ პატარაძე მეჩეთის მშენებლობის თემაზე: ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ გამოსავალს

აჭარის მთავრობის პრესსამსახური ზურაბ პატარაძის ვიდეოკომენტარს ავრცელებს, სადაც ის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ირგვლივ არსებულ პრობლემაზე საუბრობს. ზურაბ პატარაძე  ამბობს: „იყო საუბარი იმაზე, რომ თითქო ეს იყო გასაიდუმლოებული შეხვედრა, არანაირი გასაიდუმლოებული შეხვედრები არ ყოფილა, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, ჩვენ არაჩვეულებრივი, კარგი დიალოგი გვაქვს ზოგადად სამუფთოსთან, არასამთავრობო სექტორთან, პრესასთან, ასევე რელიგიის სააგენტოსთან.  ჩვენ ვმსჯელობთ ამ …

Exit mobile version