რა პრობლემების გადაწყვეტა გსურთ თქვენს სოფელში? – არასამთავრობოს დახმარება ხალხს

„აჭარის ჰაბმა“ მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში გამართა. შეხვედრას მაჭახელას თემის სოფლების – ჩიქუნეთისა და ჩხუტუნეთის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაში, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შედგა, არასამთავრობო ორგანიზაციები: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, „შშმ ქალთა ალიანსი“ და „ეკოვიტა“ მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ეკოლოგიის სფეროში არსებულ პროექტებზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის …

„უკრაინელებს გვსურს აჭარაში სამოქალაქო სექტორს გამოცდილება გავუზიაროთ”

უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიული განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ანა ნიკოლონკოევა 30 ივნისს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ აჭარაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ომის დროს კრიზისულ პირობებში კოორდინაციისა და მობილიზების გამოცდილების გაზიარება იყო, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის როლის ჩვენება რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში. უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ანა წარმოადგენს ომამდე გენდერული პოლიტიკის, …

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ გუნდი რეკომენდაციებით დაეხმარება ორგანიზაციებს

აჭარის ახალდაარსებული რეგიონული ჰაბის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალდაარსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, სათემო და საინიციატივო ჯგუფებისთვის, ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო სივრცისა და დროის გამოყოფა, მათი საჭიროებების გამოვლენა, იდეებისა და ინიციატივების იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ დახმარება. „განვითარების ტალღა“ ქედის მუნიციპალიტეტში ახალდაარსებული ორგანიზაციაა. მისი დამფუძნებელი ილონა შავლიძე გვეუბნება, რომ აჭარის რეგიონული ჰაბის გუნდი მათ ორგანიზაციას პირველივე …

აჭარის რეგიონული ჰაბის შეთავაზება ფანდრაიზინგით დაინტერესებულ პირებს

აჭარის რეგიონული ჰაბი, ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლის პლატფორმაა. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით. ჰაბის ერთ-ერთი მიმართულებაა ფანდრაიზერის სერვისის შეთავაზება დაინტერესებული პირებისთვის, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, ღია კარის  საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება, იდეების საპროექტო წინადადებად ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა.  სამიზნე …

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა აჭარის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გამართა

2021 წლის 25 ნოემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, აჭარის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა ონლაინრეჟიმში. აჭარის რეგიონული ჰაბი ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით. ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და …

Exit mobile version