აჭარის მთავრობა ბათუმის ცენტრში მუნიციპალურ ქონებას ითხოვს

აჭარის მთავრობა ბათუმის მერიას ქალაქის ცენტრში,  ზღვასთან ახლოს მდებარე სამსართულიანი შენობის საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, ამ შენობაში უკვე წლებია გარემოს დაცვის სამმართველო ფუნქციონირებს, რამდენიმე ოთახს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები იყენებენ, ქონება 2021 წლის თებერვლამდე არა მუნიციპალური, არამედ სახელმწიფოს საკუთრება იყო და ზემოთ ჩამოთვლილ სტრუქტურებზე, სარგებლობის უფლებით, ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გადაცემული. 2021 წლის …

რატომ ვერ/არ შველიან არდაგანის ტბას

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე არდაგანის ტბა ინტენსიურად ბინძურდება. მას ასევე ინტენსიურად წმენდენ, თუმცა პრობლემა არ გვარდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტბაში უცხო სითხის ჩაღვრის ფაქტი ორჯერ ოფიციალურად დაფიქსირდა, მიზეზი და დაბინძურების წყარო კი, დაუდგენელია. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია რა სჭირს ტბას, თუმცა ზუსტი დიაგნოზი არც მერიას და მის შესაბამის სამსახურებს აქვს და არც აჭარის სამთავრობო თუ …

ავთანდილ ბერიძის ხელფასი ახალ თანამდებობაზე 2 700 ლარი იქნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე, აჭარის გარემოს დაცის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ინფორმაცია გარემოს დაცვის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს. მას შემდეგ, რაც ავთანდილ ბერიძეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ვადა ამოეწურა, ის აჭარის მთავრობის აპარატში დაასაქმეს. თუმცა აჭარის მთავრობიდან ზურაბ პატარაძის წასვლის შემდეგ, სამთავრობო ცვლილებების განხორციელების შედეგად, ავთანდილ ბერიძე სამსახურის გარეშე დარჩა. ახალ თანამდებობაზე ავთანდილ ბერიძის …

როგორია ზღვის წყლის ხარისხი – კვლევის შედეგი

„ბოლო კვლევის მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია,“ – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი, ნუგზარ პაპუნიძე. 5 აგვისტოს სანაპირო ზოლში, სხვადასხვა ადგილას აღებული სინჯების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს. ნუგზარ პაპუნიძის თქმით, გასულ წელთან შედარებით მონაცემები გაუმჯობესდა. საუკეთესო მაჩვენებლი ისევ სარფი-კვარიათის მონაკვეთზე, ასევე მწვანე კონცხსა და ციხისძირში დაფიქსირდა. …

ვინ მიიღებს ხე-ტყეს სამასალედ – „კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს“

ვის გამოუყოფენ ტყეში ხეებს სამასალედ – ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. მიზეზი მარტივია – არ არსებობს კრიტერიუმი, რომლითაც კონკრეტულ ოჯახს ტყის სპეციალური ფონდიდან სამასალე ხე-ტყეს გამოუყოფენ. ხულოს მერიის შესაბამის კომისიაში კი გვითხრეს, რომ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე კომისია კი არა, მოსახლეობა იღებს. სამასალე ხე-ტყის გამოყოფაზე მოთხოვნას მუნიციპალიტეტები პირველ მაისამდე თავად აყენებენ სატყეო სააგენტოში. „მაგალითად, ქობულეთმა …

აისახება თუ არა სტრუქტურული ცვლილებები აჭარის მთავრობაზე

„ამ ეტაპზე სტრუქტურული ცვლილებები არ იგეგმება აჭარაში,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 13 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. აჭარის მთავრობას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, შეუერთდება თუ არა, მაგალითად, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც ეს თბილისში იგეგმება. ცვლილების განხორციელების შემდეგ ცენტრალურ დონეზე გარემოს და ბუნებრივი …

აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მდინარეების – მეჯინისწყლის, ბარცხანისწყლის, ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლის, დეხვას, აჭყვასა და კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამჭერი მოწყობილობა დამონტაჟდება ასევე ახალ ბულვარში, ჟილინის არხის შესართავთან. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დამჭერი მოწყობილობების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 180 ათას 776 ლარი გამოეყო. მოწყობილობების შეძენას …

აჭარის მთავრობის კიდევ ერთი წაგებული პროცესი უკანონოდ გათავისუფლებული ქალის წინააღმდეგ

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოს დაცვის სამმართველომ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს უკანონოდ გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც სამმართველო სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვდა. საუბარია 2014 წელს მომხდარ ინციდენტზე, როცა გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ფეხმძიმე …

აჭარის მთავრობის სამმართველო თანამშრომელი ქალის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს

მას შემდეგ, რაც სასამართლოს სამივე ინსტანციამ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ბრძანება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს ამჯერად სარჩელით სამმართველომ მიმართა. მოთხოვნა ასეთია: სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნება. მოპასუხე აღსრულების ბიუროა, რადგან სწორედ მან ჩამოაჭრა სამმართველოს ოფიციალური ანგარიშიდან თანხა იძულების წესით, როცა ვახტანგ წულაძემ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე უარი …

ვაკანტური თანამდებობები და სავარაუდო კანდიდატები

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ისევ ვაკანტურია. თავადაც ადასტურებს, რომ ამ თანამდებობაზე შეთავაზებას აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანზორ თხილაიშვილი ელოდება, თუმცა წყაროს ინფორმაციით, მთავრობა ჯემალ ნაკაშიძის კანდიდატურასაც განიხილავს. ჯემალ ნაკაშიძე ბოლოს ამავე უწყებაში მოადგილედ მუშაობდა და ახლა სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს. ის პროფესიით იურისტია და გასულ წლებში საქართველოს უშიშროების სამინისტროში, ასევე საქართველოს ფინანსთა …

“ვახტანგ წულაძე დასჯის ნაცვლად წაახალისეს”

ვახტანგ წულაძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” გასულ კვირას დაასახელა. ვახტანგ წულაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსია, რომლის უკანონო გადაწყვეტილებაც აჭარის მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა. საუბარია გარემოს დაცვის სამმართველოში მომხდარ სექსუალური ძალადობის მცდელობაზე, რომლის საპასუხოდ სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალი დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა. “უღირსი საქციელი” და “საჯარო …

მოახლოებული ზღვის სეზონი და წყლის ხარისხი

სარფიდან ჩოლოქამდე მონაკვეთში ზღვის წყლის ხარისხი საუკეთესოა სარფსა და კვარიათში, ხოლო შედარებით ცუდია ბათუმის ცენტრალური პლაჟისა და ბარცხანის დასახლების მიმდებარედ. „ზღვის წყლის ხარისხი ნორმებს შეესაბამება და ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი უმჯობესდება,“ – განაცხადეს გარემოს დაცვის სამმართველოში. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ წელს სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი უკვე დაიწყო და პირველი …

Exit mobile version