აუდიტი ბათუმის განათებაზე – მაღალია რისკი, რომ ტენდერი მიმწოდებლის ინტერესებზეა მორგებული

ბათუმში, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურებას შპს „აჭარგანათება“ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებს. შეთანხმებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა გარე განათების წერტილების მოვლა-ექსპლუატაცია, სადენების შეერთების და საჰაერო ხაზების ყოველდღიური შემოწმება, დაზიანებული კაბელის შეცვლა და  დაზიანების აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს. კომპანიის მოვალეობაში შედის არსებული გარე განათების ბოძებისა და გამანაწილებელი კარადების დანომვრა ქალაქის ტერიტორიაზე. ასევე, ქუჩების მიხედვით დანომრილი გარე განათების …

ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხეს 968 387 ლარად იყიდის. ნაძვის ხის შესყიდვაზე ხელშეკრულება კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „აჭარგანეთებასთან“ 2022 წლის 4 ნოემბერს გააფორმა. ნაძვის ხის შესყიდვა ტენდერის გარეშე სამმართველომ გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა და მას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც დაეთანხმა. შესყიდვის ღირებულებად მერიის სამმართველოს მაშინ მითითებული ჰქონდა 865 795 ლარი, თუმცა იყო შენიშვნაც, …

ბათუმის მერიისა და „აჭარგანათების“ თანამშრომლობა კორუფციის რისკებს შეიცავს – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მერიის მიერ 2022 წლის 11 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში შპს „აჭარგანათებამ“ გაიმარჯვა. კომპანიამ ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და ხელშეკრულება 28 963 288 ლარზე გააფორმა ბათუმის მერიასთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მერიას სატენდერო პირობები „აჭარგანათებაზე“ ჰქონდა მორგებული, რაც კორუფციის რისკებს შეიცავს. ტენდერის მიხედვით, „აჭარგანათებამ“ 2026 წლამდე ქალაქის განათების სისტემა Led სანათებით უნდა შეცვალოს. ასევე, …

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩის ნაწილი 2 თვეა ჩაბნელებულია – რას ამბობენ მერიაში

დაახლოებით ორი თვეა, რაც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის უმეტეს ნაწილზე გარეგანათება არ მუშაობს. ღამით ჩაბნელებულ ქუჩაზე გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური გახდა უამინდობის დროს, როგორც მძღოლებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში გარეგანათებების დაზიანებული ნათურებისა თუ სხვა ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამიტომ ზუსტი თარიღი, თუ როდის აღდგება ლერმონტოვის ქუჩაზე განათება, უცნობია. საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

რა ღირს ბათუმის განათება

 

ბათუმის ქუჩების, შენობების, ეზოების, ძეგლებისა და ბულვარის განათებაზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 3 626 218 ლარი იხარჯება.

 

2015 წელს ბათუმის ქუჩებისა და შენობების განათებაზე კომპანია „აჭარგანათება“ ზრუნავს. 1 049 926  ლარისა და 90 თეთრის ღირებულების ტენდერი „აჭარგანათებამ“ ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს მოიგო, კომპანია ამ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.

ტენდერი წინასწარცნობილი გამარჯვებულით

ტენდერი „ბათუმის ბულვარმა“ 2012 წლის 25 აპრილს გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 550 744 ლარია. ამ თანხით გამარჯვებულმა 430 ცალი დეკორატიული პროჟექტორი უნდა შეიძინოს ბათუმის ბულვარისთვის. სატენდერო წინადადების შეტანის ბოლო ვადა 2012 წლის 17 მაისს იწურება.

Exit mobile version