103 წლის ქალი ბათუმიდან – „არასდროს არ მიყვარდა რუსეთი, დამოუკიდებლობა მომწონს“

„არ მომწონდა კომუნისტები. დამოუკიდებლობა მომწონს. სხვანაირად არ გამიგოთ და არასდროს არ მიყვარდა რუსეთი. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,“ – ამბობს 103 წლის ქეთევან ლორია. ქეთევან ლორია ბათუმში ცხოვრობს. 103 წლის 14 მაისს გახდა. „მშვიდად ვცხოვრობ ჩემს ძვირფას ოჯახთან ერთადო,“ – გვეუბნება და საკუთარი ცხოვრების ისტორიას გვიყვება. ქეთევან ლორია 1924 წლის 14 მაისს სამტრედიაში, სოფელ …

„კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“ – 102 წლის ზექიე დოლიძე ბათუმიდან | ვიდეო

ბუხართან დაგხვდა. ხელებს ითბობდა და თითქოს ცეცხლის ყვითელ შუქს ეთამაშებოდა თითებით. საკუთარ თავს „მოცივანას“ უწოდებს და ფიქრობს, რომ ბუხრის სითბოს ვერაფერი შეედრება. „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“, – მეუბნება 102 წლის ზექიე დოლიძე. დღეს სწორედ მასზე გიყვებით. ზექიე 17 მაისს გახდება 103 წლის. ზექიეს ზამთარი სულაც არ ეჯავრება მიუხედავად იმისა, რომ სიცივეს ვერ ჰგუობს. ასე …

103 წლის ქალი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ქმართან დაგლახებული არ წავიდე – ვიდეო

„103 წლის ვარ. ეს არ არის პატარა საქმე, თქვენც ხომ იცით?“ – მეკითხება რემზიე ჭაღალიძე. დღეს სწორედ მის შესახებ გიყვებით. რემზიე ამჟამად ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობს ერთ-ერთი შვილის ოჯახთან ერთად. შავი ტანსაცმელი აცვია და დივანზე ისეა მოკალათებული, ფანჯარაში გახედვა რომ არ გაუჭირდეს. ბუნება ძალიან უყვარს, მაგრამ გარეთ გასვლას ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელჯოხით გადაადგილება არ …

104 წლის ფატი გაზაფხულს ელის – „სოფელში უნდა წავიდე დათბება თუ არა“

დღეს 104 წლის ფატი პაქსაძეზე გიამბობთ, რომელიც ხულოს სოფელი პაქსაძეებიდან ჩამოვიდა ბათუმში, ახლა დროს ძირითადად ქსოვაში ატარებს და ასე ცდილობს ებრძოლოს მოწყენილობას, რომელიც, მისივე თქმით, სიბერეს ახლავს თან. ფატის მოქსოვილ წინდებს, ჟაკეტებს თუ მაგიდის გადასაფარებლებს კონკრეტული ადრესატი არ ჰყავთ: „ვქსოვ მათთვის, ვისაც ჩასაცმელი არ აქვს. შალი ჯანმრთელობისთვისაც კარგია“, – გვეუბნება ფატი. როგორც ქალი გვიყვება, სოფელ …

„არაფერს ვნანობ, მხოლოდ სიბერე მაწუხებს“ – 103 წლის ქალი ბათუმიდან

„დიდი ხნის ცხოვრება მაქვს. მეც დიდი ხნის ვარ. 103 წლის ქალი ვარ“, – ამბობს ულფეთ ფუტკარაძე და ხელებს ითბობს შეშის ღუმელზე. თან აკვირდება, თითქოს ცდილობს დარწმუნდეს, რომ ღუმელში შეშა საკმარისია. შავი ტანსაცმელი და წითელვარდებიანი წინდები აცვია, რომელზეც მოგვიანებით გვეტყვის, რომ შვილთაშვილმა აჩუქა. თავსაფარს ისწორებს, საიდანაც მოკლედ შეჭრილი, წითურად შეღებილი თმა მოუჩანს და დივანზე ჯდება. მტკიცედ …

100 წლის ბათუმელი ქალის ცხოვრება და სიყვარული

დღეს ბათუმში მცხოვრებ ქალზე, 100 წლის ემინე ანთაძეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც რამდენიმე თვეში 101 წლის გახდება. როცა ემინეს ოთახში შევედი, მითხრა: მართალია, პასპორტში ემინე ვწერივარ, თუმცა ჩემი ნათლობის სახელი მარიამია და მირჩევნია ასე მომმართოთო. შესაბამისად, დღეს მარიამი გვამოგზაურებს თავის ერთსაუკუნოვან ცხოვრებაში. მის მეხსიერებაში მყარადაა შემონახული მნიშვნელოვანი განცდები, თარიღები, სახელ-გვარები, დეტალები. ის 1922 წლის ოქტომბერში ქობულეთში …

აჭარაში ყველაზე ხანდაზმულები 109 წლის ქალები არიან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, აჭარაში ამ დროისთვის 100 წელს გადაცილებული 37 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 7 კაცი და 30 ქალია. მათ შორის ყველაზე უხუცესები არიან 109 წლის მოქალაქეები – ფატყუმე დიასამიძე, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და ნაქიფე დავითაძე, შუახევიდან. სამინისტროს ცნობით, ამ მონაცემების გარდა აჭარაში 99 წლის 13 ადამიანი ცხოვრობს. ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან …

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წლისაა

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წლისაა. 1905 წელს დაბადებული ფიქრიე ირემაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ირემაძეებში ცხოვრობს. „ბათუმელებმა“ ფიქრიე ირემაძე 2017 წელს ჩაწერა. მაშინ იგი 111 წლის იყო. მან  „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იკვებება მხოლოდ ნატურალური საკვებით, არ ჭამს ნახევარფაბრიკატებს და უარს ამბობს ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არ არის დამზადებული. ამ დროისათვის აჭარაში ას წელს გადაცილებული …

ქედაში ას წელს გადაცილებული სამი ქალი ცხოვრობს

ქედის მუნიციპალიტეტში ას წელს გადაცილებული სამი ქალი ცხოვრობს, მათგან ერთ-ერთს, აიშე ბერიძეს, დაბადებიდან 100 წელი დღეს შეუსრულდა. აიშეს იუბილე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაალ მიქელაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ მიულოცეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მას 1000 ლარი გადასცა 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში. აიშე ბერიძე სოფელ აქუცაში …

Exit mobile version