„ტალახში არავინ იბანავებს, აღარც ტურიზმი გვექნება, რაღად გვინდა ეს მშენებლობები?“ – ზღვის ბიოლოგი

  „ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა,“ – ამბობს ზღვის ბიოლოგი, ეკოლოგი არჩილ გუჩმანიძე. მან სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლა შტორმის დროს ზღვის სიმღვრივე, მაჩვენებელი კატასტროფულიაო, გვიყვება ბიოლოგი და განმარტავს, რომ ეს შემთხვევა აჩვენებს, როგორ ვანადგურებთ მდინარეებს და ზღვის ეკოსისტემას. „პრობლემა არის ის, რომ ჩვენი მდინარეები ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რასაც ისინი ისტორიულად ასრულებდნენ …

„6 თვის ბავშვით მემუქრებიან“ – ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. რექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები ემუქრებიან და სთხოვენ, რომ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრება. „ცოტა შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ რექტორობის კანდიდატობა მათთვის ამხელა პრობლემა იქნებოდა. განაცხადის …

რას სთხოვენ პრემიერ-მინისტრს პეტიციით თევზსაშენი მეურნეობების მფლობელები

თევზსაშენი მეურნეობების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეტიციით მიმართავენ. კერძო მეწარმეები პრემიერს სთხოვენ, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ვალდებულებების დროებითი შეჩერების/გადავადების შესახებ. „თევზსაშენი მეურნეობების საქმიანობა, საუბარია დაახლოებით 200-ზე მეტ სუბიექტზე, 2023 წლის პირველი მარტიდან ცხადდება კანონგარეშედ და მათი საქმიანობა იქნება უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ისინი დაჯარიმებას დაექვემდებარებიან,“ – …

მეთევზეებმა სარფში იშვიათი სახეობის თევზი იპოვეს

ოქტომბრის ბოლოს სარფში მეთევზეებმა შავი ზღვის აუზისთვის იშვიათი სახეობის თევზი ბოპსი: Boops boops (Linnaeus, 1758) დაიჭირეს. თევზის ფოტო ბიოლოგიის დოქტორმა, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარემ, არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა ფეისბუქში. ბოპსი ძირითადად ატლანტის ოკეანეში, ასევე, ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში გვხვდება. არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ საქართველოს სანაპიროზე თევზის ეს სახეობა, მხოლოდ ერთი ეგზემპლარი ბოლოს ქობულეთის …

სპეციალისტის თქმით, წელს ზღვამ 60-ზე მეტი დელფინი გამორიყა

„გასულ წელთან შედარებით, დელფინების სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევები გახშირდა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე. „ბოლო მონაცემებით, 60-ზე მეტი ასეთი შემთხვევაა, საუბარია სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე. რაც შეეხება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქაც ანალოგიური ვითარებაა. არ გვაქვს ზუსტი ციფრები, მაგრამ ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ვითარება მსგავსია,“ …

როგორ ხვდებიან გველები ზღვაში

წელს, საზღვაო სეზონზე, ზღვაში ქვეწარმავლის არსებობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რის შესახებ ფეისბუქშიც გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა. როგორ ხვდებიან ქვეწარმავლები შავ ზღვაში? „ბათუმელებთან“ ამაზე განმარტება გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა,  არჩილ გუჩმანიძემ გააკეთა. „შავი ზღვისთვის ქვეწარმავლების მუდმივი წარმომადგენლობა ზოგადად სახასიათო არ არის, ისინი წარმოდგენილნი არიან მხოლოდ შემტკნარებულ უბნებში. ასეთი უბანი მრავლად არის მდინარეების …

რატომ ემუქრება მიდიებს გადაშენება

საქართველოში შავი ზღვის ეკოსისტემას საფრთხეს სხვა ზღვებიდან შემოჭრილი ინვაზიური სახეობები უქმნიან. ეს ის მცენარეები, ცხოველები თუ ბაქტერიებია, რომლებიც თავიანთ საარსებო გარემოს მოწყდნენ და ახალ ეკოსისტემაში აღმოჩენილნი იქაურ მკვიდრ ორგანიზმებს ემუქრებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინვაზიური სახეობის – მოლუსკი რაპანას გამო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე გადაშენდა ხამანწკა. …

მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა

შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური და უნიკალური კვლევა, რომელშიც ხუთი ქვეყნის 40 მეცნიერი მონაწილეობდა, დასრულდა. კვლევის ერთ-ერთი მიზანი შავი ზღვის დანაგვიანების შეფასება იყო. კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ შავი ზღვა, კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით – ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოშია. მარინოლიტერი – ასე უწოდებენ ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავს. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები …

Exit mobile version