საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბი (IML) სტუდენტებსა და მოქმედ ჟურნალისტებს შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას – საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. სასურველი თემატური მიმართულებებია: ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ – დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, ეროზია და ეკოსისტემები; …
Tag Archives: ანონსი
რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმში საპროტესტო აქციაზე
ბათუმში დღეს, 7 აგვისტოს, 20:30 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე წინააღმდეგობის აქციაზე აჩვენებენ რეჟისორ შალვა შენგელის დოკუმენტურ ფილმს – „გიორგი ანწუხელიძე”. 8 აგვისტოს კი – ასევე დოკუმენტურ ფილმს „ფედერალისტების” ავტორობით – „გამარჯვებამდე ერთი დღით ნაკლები რჩება!”. 11 აგვისტოს კი, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის დღეს, რეჟისორ დიტო ცინცაძის 2019 წლის მხატვრული ფილმი, „შინდისი” იქნება ნაჩვენები. …
Continue reading “რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმში საპროტესტო აქციაზე”
ბათუმში წინააღმდეგობის აქციაზე დღეს ფილმს აჩვენებენ – „ცხრათვიანი კონტრაქტი”
15 ივლისს, 21:00 საათზე, ბათუმის წინააღმდეგობის აქციაზე აჩვენებენ ქართველი რეჟისორის, ქეთი ვაშაგაშვილის 2025 წლის დოკუმენტურ ფილმს – „ცხრათვიანი კონტრაქტი”. რეჟისორი დედა-შვილის, ჟანასა და ელენეს ისტორიის გაცნობით გვაჩვენებს სუროგაციის ლაბირინთებში საქართველოში. ფილმმა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ფილმის ჩვენებას დაესწრება რეჟისორიც. ____________ ფოტოზე: კადრი ფილმიდან.
ბათუმში განათლების ფორუმი გაიმართება – დასწრება თავისუფალია
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის, 4 ივლისს, 14:00 საათზე, ბათუმში განათლების პოლიტიკის შესახებ ფორუმს მართავს. მოძრაობა ფორუმზე დასასწრებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს – პედაგოგებს, განათლების სპეციალისტებს, სტუდენტებს, მშობლებს, აკადემიური სფეროსა და მეცნიერების წარმომადგენლებს. „ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლება საზოგადოებრივი სიკეთეა,“ – ნათქვამია მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის მიერ გავრცელებულ ანონსში. მოძრაობა წერს, რომ დღეს საქართველოში განათლების …
Continue reading “ბათუმში განათლების ფორუმი გაიმართება – დასწრება თავისუფალია”
ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
25 მაისს ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა დაიწყება. რეჟისორის 8 ფილმის რეტროსპექტივა „კავეა გრანდ მოლში“ საქართველოს კინოინსტიტუტისა და 3003 Film Production-ის ხელშეწყობით გაიმართება. 25 მაისიდან „კავეა გრანდ მოლში” ჩვენებები გაიმართება ყოველ ორშაბათს და სამშაბათს, 16:00 საათზე. რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება: 25 მაისი – „ფერისცვალება“ 26 მაისი – „დღეს ღამე უთენებია“ 1 ივნისი – „როცა …
Continue reading “ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება”
„ცხრათვიანი კონტრაქტი“ და „ლურჯი მოცვი“- ბათუმში უფასო კინოჩვენებები გაიმართება
ბათუმში 25-26 თებერვალს დოკუმენტური ფილმების უფასო ჩვენება და შეხვედრა გაიმართება „კავეა გრანდ მოლში“, ხიმშიაშვილის ქუჩის#29-ში. 25 თებერვალს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ქეთევან ვაშაგაშვილის დოკუმენტური ფილმი „ცხრათვიანი კონტრაქტი“. ფილმის ჩვენება 16 საათზე დაიწყება. კინოჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორთან. 26 თებერვალს, 16 საათზე კი ნაჩვენები იქნება რეჟისორ ელენე მიქაბერიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – „ლურჯი მოცვი“. „ლურჯი მოცვი“ საქართველოს, …
Continue reading “„ცხრათვიანი კონტრაქტი“ და „ლურჯი მოცვი“- ბათუმში უფასო კინოჩვენებები გაიმართება”
„ისტორიის გაკვეთილი“ – ბათუმში „ინდიგო“ ვორქშოპი გაიმართება
13 დეკემბერს ბათუმში შეხვედრა გაიმართება თემაზე – „ისტორიის გაკვეთილი“. მონაწილეობა თავისუფალია და შეუძლია ყველას, ვისაც უახლესი წარსული და საქართველოში 1990-2008 წლების ომების ისტორია აინტერესებს. შეხვედრას გაუძღვებიან მკვლევარი ზურა წურწუმია და გამოცემა „ინდიგოს“ რედაქტორი ნინო ლომაძე. „ჩვენ ერთ დღეში მოვყვებით, მოვისმენთ და განვიხილავთ ისტორიას სამ ომზე, რომლებიც XX და XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოში მოხდა: 1991-1992 ცხინვალის …
Continue reading “„ისტორიის გაკვეთილი“ – ბათუმში „ინდიგო“ ვორქშოპი გაიმართება”