სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან, თურქეთში გაფრინდა.
მიზეზი, სავარაუდოდ, მეტეოროლოგიური პირობებია.
ბათუმში დღეს პერიოდულად ძლიერი წვიმა და სეტყვაა.
ამ ეტაპზე უცნობია რომელ აეროპორტში დაჯდება თვითმფრინავი.
განახლება: თვითმფრინავი, თბილისის დროით დაახლოებით 17:06 საათზე, თურქეთში, ტრაბზონის აეროპორტში დაჯდა.

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან გაბრუნდა

ატამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, რომელიც ბათუმში ვერ დაჯდა, თურქეთში გაბრუნდა და ტრაბზონის აეროპორტში დაჯდა.





