მთავარი,სიახლეები

„ბოლო ხუთ თვეში ექსპორტზე 10 ათასი ტონა ვაშლი და 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა” – სამინისტრო

16.01.2026
„ბოლო ხუთ თვეში ექსპორტზე 10 ათასი ტონა ვაშლი და 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა” – სამინისტრო

საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში ექსპორტზე 10.0 ათასი ტონა ვაშლი და 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა.

2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით ექსპორტის მონაცემებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.

სამინისტროს თანახმად, ექსპორტზე გასული 11.7 ათასი ტონა თხილის საერთო ღირებულება 117.4 მილიონი აშშ დოლარია.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 171.4 ტონით გაიზარდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 48.8 მილიონი აშშ დოლარით (71%-ით).

1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10.06 აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 69%-ით აღემატება,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა იტალიაა (3.7 ათასი ტონა), შემდეგ ესპანეთი (1.3 ათასი ტონა), გერმანია (786.3 ტონა) და საფრანგეთი (617.6 ტონა).

ქართული თხილი ასევე გადის ექსპორტზე სირიაში, სომხეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში.

7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო 10.0 ათასი ტონა ვაშლი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან – 2026 წლის 13 იანვრამდე გავიდა.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 28%-ით (2.2 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით (2.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (9 197 ტონა); 540 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში, 83 ტონა სომხეთში და 21 ტონა ერაყში,“ –  ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: