ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ორი თვით იზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩის მონაკვეთში – მერია

15.10.2025
ბათუმში ორი თვით იზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩის მონაკვეთში – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 ოქტომბრიდან ორი თვის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩაზე, სულაბერიძის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.

მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში დროებით შეიცვლება №11 სამარშრუტო ხაზის სქემა: წერეთლის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – სოხუმის ქუჩა – შაფათავას ქუჩა – შავშეთის ქუჩა. უკუმიმართულებით გადაადგილება უცვლელად შენარჩუნდება.

„აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება სულაბერიძისა და პუშკინის ქუჩების გარკვეული მონაკვეთებისა და იმედაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და განათების სისტემის განახლებას. პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნულ მონაკვეთებზე არსებითად გაიზრდება სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობა“ – იუწყება ბათუმის მერია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: