გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი იანვრის 21 საათიდან 2 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
- დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 3-4 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად ბათუმში უნალექო ამინდი 6 იანვრამდე შენარჩუნდება.
____________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან