ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერმაკოვის ინფორმაციას ქალაქში არსებულ ვითარებაზე, ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოისმენენ.
ქალაქის მერი კონკრეტულად „უხვი ნალექის შედეგად ქალაქში არსებული მდგომარეობის, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით გატარებული და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ისაუბრებს.
საკრებულოს სხდომა 29 იანვარს, დილის 11 საათზეა ჩანიშნული. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი.
აჭარის ტურიზმის დეპრტამენტის პრესსამსახურის ცნობით, 22-24 იანვარს, დეპარტამენტმა აჭარა ლიტვაში, ვილნიუისის საერთაშორისო გამოფენაზე გამოფენა – „Adventur 2016” წარადგინა. გამოფენის მსვლელობისას სტუმრებს სტენდთან, გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალებისა ქართული ღვინის, ჩურჩხელის დაგემოვნებისა და ქართულ ტრადიციულ სამოსში ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ.
გამოფენის ფარგლებში „Adventur 2016” საგამოფენო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას ტურისტული სააგენტოს „Georgian Experience” და ურკაინის საერთაშორისო ავიხაზების წარმოამდგენლებიც ღებულობდნენ. „Georgian Experience”-მა სტუმრებს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიები გააცნო და „თბილვინო“-ს ქვევრის ღვინოები დააგემოვნებინა, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენელმა კი ყურადღება ვილნიუსიდან თბილისსა და ქუთაისში განხორციელებულ რეგულარულ ფრენებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზენტაციას ლიტველი ტურსააგენტოები, გამოფენის მონაწილეები, ტურისტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლიტვაში საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, რაზეც ყურადღება დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ლიტვის ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იურგიტა კაზლაუსკიენემაც გაამახვილა.
ლიტვის გამოფენის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საელჩომ ლიტვაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაში მეორედ ღებულობდა მონაწილეობას.
ლიტვაში მარკეტინგულ და პიარ კამპანიებს აჭარის დეპარტამენტი 2013 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, წლიდან წლამდე იზრდება რეგიონში შემომსვლელ ლიტველ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2015 წელს 2014-თან შედარებით აჭარაში ლიტვადან 2,8 %-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.
რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს 16 საერთაშორისო გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის გერმანიაში, დუბაიში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.
შპს “სლავა 2015” ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმა ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისათვის – ამის შესახებ “ბათუმელებთან” კომპანიის იურისტმა, ნიაზ ხაბაზმა ისაუბრა. “არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო, ფასადის კედელი თავისით ჩამოინგრა. თუ ძეგლი იყო, დემონტაჟი უნდა შეეჩერებინა სააგენტოს სასამართლოს გზით”, – ეს კომპანიის არგუმენტებია. შპს “სლავა” ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის აგებას გეგმავს.
ნიაზ ხაბაზი, შპს “სლავას” იურისტინიაზ ხაბაზი, “სლავა 2015”-ის იურისტი: ამას [დემონტაჟს] ყველა ხედავდა, რა თქმა უნდა, სააგენტოს თანამშრომლებიც ხედავდნენ, მერიის თანამშრომლებიც, მაგრამ უცბად გადაწყვიტეს შოუ მოეწყოთ, 21 ოქტომბერს მოიწვიეს ჟურნალისტები, საპატრულო პოლიცია და შეწყდა დემონტაჟი. ამის შემდეგ შევთანხმდით, რომ გადაწყდებოდა პროექტი ერთობლივად, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ეს შენობა წაიქცა და ქალბატონმა მირანდა ჩარკვიანმა ჩათვალა, რომ შენობა წავაქციეთ ჩვენ.
ანუ თავისით წაიქცა შენობა?
დიახ. ამაზე მესამე თვეა გამოძიება მიმდინარეობს, ალბათ მალე შეწყვეტენ საქმეს იმის გამო, რომ დანაშაული არ დადასტურდება. ჩვენ რომ ეს წაგვექცია [ფასადის კედელი], ახლა იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეში მიცემული [კომპანია].
ბოლოს როდის იყავით პროკურატურაში?
26 ნოემბერს დაკითხეს ქალბატონი მირანდა, 27-ში დამკითხეს მე, შემდეგ დირექტორი [კომპანია “სლავა 2015”-ის ხელმძღვანელი], მეზობლები და ასე შემდეგ. ყველამ დაადასტურა, რომ შენობა წაიქცა თავისით. გარდა ამისა, ჩატარდა ექსპერტიზა, ექსპერტიზამაც ვერაფერი დაადგინა.
თქვენ გაეცანით დასკვნას?
ჩვენ არა ვართ მხარე ამ საქმეში და მოწმის სტატუსით არ გვეძლევა დასკვნა. ეს დასკვნა ექნება სააგენტოს. მაგრამ რომ დადგენილიყო ჩვენი დანაშაული, ამ შემთხვევაში ვიქნებოდით ბრალდებული, ეჭვმიტანილი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევდნენ, გამოიყენეს 21 დეკემბრის მომენტი, როცა ნაგავი გაგვქონდა ტერიტორიიდან და ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდათ, რომ აეტეხათ ეს ამბავი. სასამართლო რომ დაიწყო, მხარემ იგრძო, რომ წააგებდა. პირველივე დღეს მოსამართლემ გააგებინა, რომ წააგებდნენ პროცესს, შეკამათებაც მოხდა მირზა ცეცხლაძესთან [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტი].
სამინისტრო და მათ შორის სააგენტო ვალდებული იყვნენ, იმ შემთხვევაში, თუ შენობას მიენიჭა ძეგლის სტატუსი, გაეფორმებინათ ხელშეკრულება და რადგან ქონება იყო ჩვენი, უნდა დაგვკისრებოდა მოვლა-პატრონობა. ასეთი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
კომპანიის ხელმძღვანელს, მურმან ჯინჭარაძეს ესაუბრა “ბათუმელები”, როცა სახლზე მოხსნეს მოაჯირები. მან აღნიშნა, რომ მოაჯირი სარესტავრაციოდ იყო წაღებული და სააგენტო იყო საქმის კურში. გამოდის, მან იცოდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე იყო საუბარი…
არა, არ იცოდა. იცით რაშია საქმე, სააგენტოს წარმომადგენელს, ზვიად ბურჭულაძეს უნდა გაკეთებინა პროექტი, სადაც ამ შენობის რაღაც ნაწილი, რომელიც იმ დროისათვის განადგურებული არ იყო, დარჩებოდა, ამიტომ იყო ეს… ჩვენ არ ვაპირებდით შენობის დანგრევას.
მე ვარ იურისტი. ადამიანს რომ პასუხი მოსთხოვო, ის უნდა იყოს ინფორმირებული არა ზეპირი ფორმით, არამედ წერილობით. ისინი ვალდებული იყვნენ შეეჩერებინათ მშენებლობა, მიემართათ სასამართლოსთვის, თუ ჩვენ ჯიუტად ვიქცეოდით და სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდებოდა დემონტაჟი, მაგრამ მათ სასამართლოს არ მიმართეს. მე ვერ დავადანაუშაულებ ვერავის, მაგრამ მათ აინტერესებდათ აშენებულიყო ისეთი სახლი, რომლის პროექტიც დაიხაზებოდა მისი [სააგენტოს ხელმძღვანელის] მეგობრის მიერ. ვინაიდან ვერაფერს ვერ მიაღწიეს, გამოიყენეს ეს ტელე-შოუ. მოსამართლე, რომელიც ახალგაზრდა ბიჭია, დარწმუნებული ვარ, იმ დღეს შეშინდა, რადგან ჟურნალისტები ესწრებოდნენ სხდომას, მაგრამ არა უშავს, ჩვენ გავასაჩივრებთ და იმედი მაქვს, დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს.
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სწორედ სააგენტო იცავს, თუმცა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად, რადგან სახლის ნგრევა თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და სააგენტომ ძეგლის გადარჩენა ვერ შეძლო. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფს.
ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას
35 წლის მამაკაცი ბათუმში, “მედინაში” 12 იანვარს მიიყვანეს. იგი დღეს დილით გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 იანვრის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 57-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 45 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 5 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [Ncdc] ცნობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს ისევ არ აჭარბებს და შეადგენს 332.6 შემთხვევას ყოველ 100 000 მოსახლეზე [ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე].
ncdc აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით ქვეყნის მასშტაბით რეკომენდებულია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
· სასკოლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს მიეცეთ რეკომენდაცია, თუ გაცდენათა რაოდენობა კონკრეტულ დაწესებულებაში აღემატება 20%-ს, დროებით შეწყდეს მისი ფუნქციონირება, სულ მცირე, 3 სამუშაო დღის მანძილზე, რაც პირობადებულია გრიპის ყველაზე გავრცელებული ინკუბაციური პერიოდით;
· სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები;
· სასწავლო/სააღმზრდელო პროცესში გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე მოახდინონ პირის იზოლაცია;
· ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია;
· განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;
· ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გაააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდარტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;
· კონტაქტური გზით გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტის შემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას.
· გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
· გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.
სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდაციები:
· გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად;
· შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება;
· პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;
· სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები
· სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით;
· სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები;
· სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;
· მკაცრად უნდა იქნეს დაცული დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა.
„ბათუმელებს” კომპანიის წარმომადგენელმა ნიაზ ხაბაზმა უთხრა, რომ „სლავა 2015″ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავას ზემდგომ ინსტანციაში გააგრძელებს. მისი თქმით, კომპანიისთვის უცნობი იყო, რომ ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. შპს “სლავა” ამ ადგილას რვასართულიანი კორპუსის აგებას გეგმავს.
საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88 მუხლის პირველი ნაწილით განიხილება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 10 000 ლარით.
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სწორედ სააგენტო იცავს, თუმცა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად, რადგან სახლის ნგრევა თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და სააგენტომ ძეგლის გადარჩენა ვერ შეძლო. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფს.
ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას
28 იანვარს, დიდთოვლობის მესამე დღეს, ბათუმში სამარშრუტო ტაქსის ზოგიერთმა მძღოლმა მგზავრობის საფასური გააძვირა და მგზავრებისგან 40 თეთრის ნაცვლას 50 თეთრი მოითხოვა.
ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ფასს კომპანიები, რომლებიც სამარშუტო ტაქსების ხაზებზე ოპერირებენ, თავად ადგენენ, თუმცა, ჩვეულებრივ, მერიასთან შეთანხმებით. “ამჯერად მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა,” – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ემზარ ქავჟარაძემ, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა.
მისივე განმარტებით, ბათუმში 31 სამარშრუტო ხაზია და ამ ბაზარზე სულ ოთხი კომპანია ოპერირებს.
მგზავრობის საფასურის გაძვირება „ბათუმელებთან“ უარყო ორი კომპანიის მფლობელმა.
„ყველა სამარშრუტო ტაქსს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ შეიძლება რამდენიმე მძღოლმა თავისი გადაწყვეტილებით იუზრდელა. გავუშვით დისპეჩერი ხაზებზე და თუ რომელიმემ თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, ფასი შეიცვლება ისევ ძველი ტარიფით,” – აღნიშნა „ბათუმელებთან” ნუგზარ ფარტენაძემ, ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის მფლობელმა.
მგზავრობის ტარიფის გაძვირებას გამორიცხავს მალხაზ თურმანიძეც, შპს „აჭარტრანსის“ მფლობელიც: „ეს არის ცრუ ინფორმაცია, ფასი არ გაზრდილა და არც არის მოსალოდნელი მგზავრობის საფასურის გაძვირება,“ – აღნიშნა მან.
28 იანვარს ბათუმის ქუჩებში სპორტსმენები და სტუდენტები გამოვიდნენ ქალაქის ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დავით მიქელაძის თქმით, აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
„სტუდენტებთან და სპორტსმენებთან ერთად გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩების დალაგება. დავიწყეთ პიაცას მიმდებარე ტერიტორიით, ახლა გამსახურდიას ქუჩაზე ვართ, მივყვებით და ვწმენდთ ტროტუარებს, აფთიაქების შესასვლელებს, სადაც საჭიროება არის, იმ ადგილებს. ბოლო გაჩერება იქნება ბულვარი, დავეხმარებით ბულვარის ადმინისტრაციას,“ – აღნიშნა დავით მიქელაძემ „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები და სპორტსმენები.
ბათუმის მერიის ცნობით, ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება.
საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გაითვალისწინა აღსაზრდელთა მშობლების თხოვნა დიდთოვლობის გამო სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ და საბავშვო ბაღები ბათუმში რამდენიმე დღეა არ ფუნქციონირებს.
დიდთოვლობის მესამე დღეს, 28 იანვარს, ბათუმის მერიას მოყინული ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტრო ეხმარება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ბათუმის ქუჩების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვნენ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელებმა, 60 ვადიან სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ბათუმის საავტომობილო გზები და ფეხითმოსიარულეთა სავალი ნაწილები უხვი ნალექისგან გაწმინდეს.
პრესსამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, დიდთოვლობის პერიოდში, ბათუმისა და მთელი საქართველოს, განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ეხმარება.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 28 იანვარს, ბათუმში ყველა სამარშრუტო ხაზზე მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსები. ერთადერთი გამონაკლისია N7 მარშრუტი. აღნიშნულ ხაზზე ავტობუსების მოძრაობა აღდგება მთისძირის ქუჩაზე გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულებისთანავე. ავტობუსების რაოდენობა ხაზებზე შეზღუდულია.
ქალაქში გზები მოყინულია და ნაწილობრივაა გაწმენდილი. ტრანსპორტი ძნელად გადაადგილდება. ზოგიერთ ქუჩას თოვლისა და ყინულის საფარისგან შესაბამისი ტექნიკით წმენდენ.
დღეს და ხვალ ბათუმში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ, თუმცა ღამით შენარჩუნებული იქნება ყინვა -3, -5 გრადუსი.
„ძალადობა მოზარდებში, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ბულინგს“ – ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში გაიმართა.
კახა გურგენიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხსენებელი: დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზედაც ზოგიერთი მოზარდი დუმილს ამჯობინებს. ეს არის ბულინგი. გსმენიათ ბულინგის შესახებ?! ბულინგი გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება. არსებობს ბულინგის ოთხი სახეობა: ვერბალური, ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ბულინგი. ხშირად სკოლაში განხორციელებული ბულინგი მოსწავლეებს თამაშის ფორმად და მიღებულ ნორმად მიაჩნიათ, თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება განიკურნოს ფიზიკური დაზიანებისაგან, თუმცა ფსიქოლოგიური ტრავმა კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
მოზარდი განიცდის შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობს, შესაძლებელია თვითშეფასებაც დაუქვეითდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში სწავლა. სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო და უნდა ზრუნავდეს ბავშვებისათვის მეგობრული გარემოს შექმნაზე, სადაც შესაძლებელია ძალადობის ხელშემწყობი დამოკიდებულებების შეცვლა და არაძალადობრივი ფასეულობების შესწავლა.
ნებისმიერი ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ბულინგის მსხვერპლი, ასევე მისი ინიციატორი. ფსიქოლოგები გამოყოფენ მსხვერპლსა და აგრესორის ხასიათის ზოგიერთ ტიპიურ თვისებას და ქცევის სტილს.
ბავშვი-მსხვერპლი სხვებთან შედარებით არის უფრო პატარა და სუსტი. აშინებს ყოველგვარი კონფლიქტი თანატოლებს შორის, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კი იწყებს ტირილს. ცდილობს სკოლაში ყოფნისას მოერიდოს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს და დარჩეს კლასში შეუმჩნეველი.
ბავშვი-აგრესორი მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას. თანატოლებთან ურთიერთობისას ცდილობს თავისი ძალა გამოამჟღავნოს, პრობლემების გადაჭრის დროსაც უპირატესობას ძალისმიერ გზას ანიჭებს.
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) 2007-2008 წლებში ჩაატარა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კვლევის თანახმად, მთლიანობაში, ბავშვთა 80% განიცდიდა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას.
ადამიანებს ჩაგრავენ მათი წონის, სიმაღლის ან სხეულის ფორმის გამო, მოსწავლეები დაცინვის მსხვერპლი ხდებიან მათი მეტყველების, სიარულის მანერის ან კანის ფერის გამო. მოსწავლეები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო.
მაინტერესებს, თქვენ გარშემო თუ დაგიფიქსირებიათ ბულინგის ფაქტები? ან თუ შეგიძლიათ მაგალითები მოიყვანოთ?
ხვიჩა ბერიძე, მოსწავლე: ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ძალადობა. სიგარეტს არასდროს ვეწეოდი, მაგრამ მოვხვდი საზოგადოებაში, სადაც ყველა ეწეოდა და ჩემზე იყო რაღაც დოზით ზეწოლა, რატომ არ ეწევი, შენც ხომ კაცი ხარ? და მეც დავიწყე მოწევა.
ედო ბიბინეიშვილი, მოსწავლე: ჩემი მეგობრების აბსოლუტური უმრავლესობა ეწევა სიგარეტს, მხოლოდ მე არ ვეწევი, მე მაქვს ნებისყოფა, ვფიქრობ, რომ სიგარეტის გამო არ ღირს გავიფუჭო ჯანმრთელობა.
გოჩა ბაკურიძე, მოსწავლე: მქონია შემთხვევა, როცა დამცინეს ცხვირის გამო, თუმცა მე არ მქონია ამის კოპლექსი.
კახა გურგენიძე, მომხსენებელი: თქვენს სკოლაში თუ ყოფილა ბულინგის ფაქტები ან ამ შემთხვევაში როგორ იქცევიან მასწავლებლები?
ხვიჩა ბერიძე: ჩვენს სკოლაში არის მორიგე მასწავლებელი, რომელიც აკონტროლებს სკოლაში მოსწავლეების ურთიერთობებს.
ნარგიზ ბერიძე, წონიარისის საჯარო სკოლის მასწავლებელი: საქმე იმაშია, რომ ბავშვები ტელევიზიით მხოლოდ ძალადობას უყურებენ, ეს დიდ გავლენას ახდენს. საზოგადოება, სკოლა და მასწავლებელი ერთმანეთისგან იზოლირებული არასდროს ყოფილა და ვერც იქნება, მაგრამ ტელევიზია ცუდ გავლენას ახდენს. იყო მოსწავლეებს შორის ფსიქოლოგიურ ზეწოლის შემთხვევა, სიტყვის გამო იჩხუბეს და სისხლიც დაიღვარა, შემდეგ ეს ბავშვები სკოლიდან გადავიდნენ, სხვაგვარად მათი ურთიერთობის დარეგულირება ვერ მოხერხდა.
ანა ბაკურიძე, მოსწავლე: დამრიგებლები გვიტარებენ მსგავს გაკვეთილებს და გვიხსნიან, რომ არ უნდა ვიძალადოთ, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტები და ა.შ
დღეს, ბათუმში, ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფერენცია გახსნა. რეგიონულ შეხვედრას ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 30-მდე ქვეყნიდან 150-ზე მეტი უფროსი გამომძიებელი და ანალიტიკოსი ესწრება. კონფერენციის მიზანია ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული, დასრულებული და მიმდინარე საქმეების შესახებ ინფორმაციის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების თაობაზე საგამოძიებო მონაცემების ურთიერთგაზიარება – “ინფორმაცი არის ყველაზე მძლავრი იარაღი ჩვენი სისტემისთვის იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ორგანიზებულ და ნარკო დანაშაულს” – თქვა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
შეხვედრის ორგანიზატორია აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისის (INL) და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია (DEA).
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაისახა. მინდა მადლობა გადავუხადო DEA-ს და INL-ს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარებისთვის, რაც მათ ჩვენი სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფს გაუწიეს. როგორც მოგეხსენებათ, 2013-2014 წლებში ჩვენ 116 კილოგრამი ჰეროინის ფხვნილი და 2 ტონა და 446 ლიტრი თხევადი ჰეროინი ამოვიღეთ. 2015 წელს კი ამოღებული იქნა 40 კილოგრამამდე კოკაინი, რაც უპრეცედენტო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, პროდუქტიული და ინფორმაციული, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
“საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და მისი როლი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში საკმაოდ დიდია. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ყველა მონაწილე ჩამოვიდა ბათუმში, რათა ამ შეხვედრას დაესწროს. როგორც იცით ეს პრობლემა ყველა ქვეყანას ეხება და სწორედ ამიტომ საჭიროა მოხდეს ერთობლივი ძალების მობილიზება გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ. ეს კონფერენცია სწორედ ასეთი თანამშრომლობის საუკეტესო მაგალითია” – თქვა შეხვედრაზე საქართველოს აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ნიკოლას ბერლინერმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისი (INL), აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციასთან (DEA) და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2009 წლიდან ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ მომუშავე ქართველი გამომძიებლებისა და ანალიტიკოსებისთვის ტრენინგ-პროგრამებს ახორციელებს.
“ჩვენ შევიკრიბეთ რათა ვისაუბროთ საერთო პრობლემებზე, და შევიმუშაოთ ერთიანი სტრატეგია ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. საერთო სტრატეგია საჭიროა, რათა უფრო ეფექტური და ქმედითი მექანიზმები შევიმუშაოთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის. ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფერენცია არის არის გარკვეულწილად მომზადება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციისთვის. შესაბამისად ხდება თავმოყრა, სხვადასხვა ქვეყნის სტრატეგიების და მიდგომების, რათა ერტობლივი ძალებით ვებრძოლოთ ნარკოდანაშაულს” – განაცხადა DEA-ს რეგიონული ოფისის დირექტორმა კაილი ვილიამსონმა.
შსს-ს ცნობით, აშშ-სა და საქართველოს შორის სამართალდაცვით და ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, 2016 წლის ზაფხულში თბილისში, აშშ-ს საელჩოში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) კავკასიის ახალი ოფისი გაიხსნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 28 და 29 იანვარს ბათუმში და მთლიანად აჭარაში გამოიდარებს, ხოლო 30-31 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10-დან +15 გრადუსამდე გაიზრდება.
ბათუმში ამ წუთებში თოვს, თუმცა ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის განცხადებით თოვა საღამომდე შეწყდება: „27 იანვრის საღამოს და შემდგომ 2-3 დღის განმავლობასი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ღამით -5 გრადუსი ყინვა იქნება შენარჩუნებული”.
ბათუმში დიდთოვლობის შედეგად ბევრი ხე დაზიანდა. ხშირად შეხვდებით მოგლეჯილ თუ გადატეხილ ხეებსაც, როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე ბათუმის ბულვარში. განსაკუთრებული ზიანი მაინც ბათუმის ბულვარს მიადგა – აქ მცენარეების უმრავლესობა დაზიანებულია.
მართალია, სამოქალაქო ჯგუფები თუ მერიის სამსახურები ცდილობდნენ ხეების თოვლისგან გათავისუფლებას, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ „ბათუმის გამწვანების, ლადნშაფტური დაგეგმარების და სანდასუფთავების სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ თოვლის საფარისაგან დაზიანებული ხეების გაწმენდაზე“. თუმცა, საკმარისი არც ეს არის, რადგან ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.
გარდა ამისა, ბათუმის ქუჩებში გაჩნდა ნარჩენების დიდი გროვებიც. ბათუმის მერიამ ვერ უზრუნველყო ქუჩების გაწმენდა თოვლის საფარისგან სრულად, შესაბამისად, სანდასუფთავების მანქანებით ქუჩებზე გადაადგილება შეუძლებელია. დღეს ქალაქის ქუჩებიდან ნარჩენების გატანა ვერ მოხერხდა.
ხომ არ აპირებს აჭარის მთავრობა მიმართოს თავდაცვის სამინისტროს დახმარების თხოვნით, რომ ჯარისკაცები გამოვიდნენ ქალაქში გადაუდებელი სამუშაოების შესასრულებლად? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობას. მთავრობის პრესცენტრის განმარტებით: “ეს საკითხი ჩვენ განვიხილეთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ მივიჩნიეთ საჭიროდ მიმართვა. თუ გართულდება სიტუაცია, იმ შემთხვევაში მივმართავთ თავდაცვის სამინისტროს”.
ღამის განმავლობაში ტემპერატურის ვარდნის გამო ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბას ყინულის თხელი ფენა მოედო. ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება კვლავ ჭირს, შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. მოყინულია ფეხით სდავალი გზებიც.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში გზების გაწმენდაზე მუშაობს 35 ერთეული ტრაქტორი, თოვლის საწმენდი და ყინულის საჭრელი მანქანა. დამატებით მობილიზებულია დაქირავებული ტექნიკა.
დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტების ყველა საჯარო სკოლაში. მოსახლეობა სრულყოფილად უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირითა და სასმელი წყლით.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 9,3 გრამი მარიხუანა და 1,57 გრამი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ბათუმის პორტი“.
„თბომავალ „ვილნიუს სივეისით“ საქართველოში შემოსულ სატვირთო ავტომობილში, რომელიც საბორნე გემით, მძღოლის გარეშე გადაადგილდებოდა, უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების პირადი მოხმარების საქონელი, მათ შორის, HEAD & SHOULDERS-ის ფირმის შამპუნი და NIVEA-ს ფირმის ბალზამი. ეჭვის საფუძველზე აღნიშნული ნივთების შიგთავსიც დაათვალიერეს და პოლიეთილენში შეხვეული ნარკოტიკები აღმოაჩინეს. ავტომანქანას უკრაინიდან საქართველოში შემოჰქონდა მოქალაქე რ.ა.-ის კუთვნილი საქონელი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებას,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ბათუმის ქუჩებში ავტომანქანებით მოძრაობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკური მარილი დღეს დილიდან დაყარეს „ცენტრალურ ქუჩებზე – გორგილაძეზე, ჭავჭავაძეზე, მელიქიშვილზე, გოგებაშვილსა და ტბელ აბუსერისძეზე, ასევე სხვა ცენტრალური ქუჩების კვეთაში [დიდი გამატარიანობის ქუჩებზე]“და ხიდებზე .
თუმცა ტექნიკური მარილი, მაგალითად, მელიქიშვილის ქუჩაზე „ბათუმელებმა“ მხოლოდ 6 მაისის პარკის შესასვლელთან შენიშნა. ამ ქუჩის სხვა მონაკვეთებში, განსაკუთრებით ჭაობის დასახლების მიმართულებით, ტექნიკური მარილი არ არის დაყრილი. მარილი დაყრილი არ არის არც რუსთაველის ქუჩაზე.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიის სანდასუფთავების სამსახურს ტექნიკური მარილი შეაქვს მეორეხარისხოვან ქუჩებზე, მაგალითად, მემედ აბაშიძეზე.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სეზონისთვის მერიას მარაგის სახით 30 ტონა ტექნიკური მარილი ჰქონდა. მის შესაძენად მერიამ 4900 ლარი დახარჯა. ამ დროისთვის მხოლოდ 12 ტონა მარილია დარჩენილი. ქუჩებში მარილის შეტანაზე სანდასუფთავების სამსახურის 4 ავტომანქანა მუშაობს.
სოციალურ ქსელებში არაერთი ადამიანი ითხოვს თავის ქუჩაზე ტექნიკური მარილის შეტანას. მოქალაქეები მსგავს მოთხოვნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ფეისბუქგვერდზეც აფიქსირებენ.
2015 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ 2015 წელს ე.წ. “ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა პრობლემებს მოაგვარებდა. 2015 წლის მიწურულს არასამთავრობოები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობას ამ პრობლემის გადასაწყვეტად არაფერი გაუკეთებია. გარდა ამისა, მათ ჩამონათვალში შშმ პირებისთვის არაადაპტირებული გარემო, ნეპოტიზმი, სახელფასო და საპრემიო პოლიტიკა მოხვდა.
მალხაზ ჭკადუა – არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი: “ოცნების ქალაქი” წლიდან წლამდე პრობლემად რჩება. არათანმიმდევრულობამ და სტრატეგიის უქონლობამ ასობით ოჯახის მდგომარეობა უფრო დაამძიმა. საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის, რა გეგმა აქვს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის დასაძლევად. რაც მეტი დრო გავა, მით მეტად გართულდება “ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა საჭიროების დაკმაყოფილება.
გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემად რჩება საკადრო პოლიტიკა და ნეპოტიზმის ნიშნები აჭარის მთავრობის მუშაობაში.
სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებასა და მუნიციპალიტეტებშიც მაღალჩინოსნებთან ნათესაური თუ სხვა ნიშნით დაკავშირებული პირები ინიშნებიან, რაც საჯარო სამსახურის ეფექტიანად მუშაობის პრობლემას ქმნის.
2015 წლის დასაწყისში ხელმოწერილი ბრძანება, დანამატების წესის განაწილების შესახებ, ორიენტირებულია მაღალი თანამდებობის პირების შრომითი ანაზღაურების გაზრდაზე და ნაკლებად ითვალისწინებს უფრო დაბალი რანგის დასაქმებულთა ინტერესებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის მთავრობის საქმიანობის შეფასებისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად “ოცნების ქალაქის” პრობლემის გადაუჭრელობას ასახელებენ
აჭარის მთავრობამ ადგილობრივი ინიციატივები გაცილებით მეტად უნდა წაახალისოს. რეგიონში, რომელსაც დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, უმთავრესი აქცენტი ხარისხიანი განათლების მიღებაზე უნდა კეთდებოდეს – ვფიქრობ, მთავრობა ამ მიმართულებით უფრო მეტ რესურსს უნდა ხარჯავდეს.
ბათუმის საკრებულოსა და მერიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტებსა და მთავრობას კოორდინაციის დეფიციტი აქვთ.
კარგია, რომ სოფლის მეურნეობის დარგში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება, თუმცა ისიც ცხადია, რომ ეკონომიკური განვითარება სხვა დარგების აქცენტირებას უფრო მოაქვს (მომსახურება, მრეწველობა და ა.შ.). ვისურვებდი, ყველა აგროპროექტი შესაბამისი კვლევისა და საუკეთესო უცხოური გამოცდილების საფუძველზე განხორციელდეს.
მთავრობა ყველა პოლიტიკური გემოვნებისა თუ პლატფორმის მოქალაქის მიერ დაქირავებული ორგანოა და, შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებებში ეს უნდა ჩანდეს. პოლიტიკური სიძულვილის ენით მოწინააღმდეგეებზე საუბარი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესთან შეუსაბამოა.
2016 წელს აჭარის მთავრობა მეტად უნდა გახდეს ორიენტირებული უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე. სოციალურ საჭიროებებსა და პროგრამებზე აქცენტირებული გადაწყვეტილებები ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობას. არც ცენტრალურ და არც ავტონომიურ ბიუჯეტში აღარ დარჩება ამ მიმართულებით გასახარჯი სახსრები, ლარის გაზრდილი კურსისა და ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით. ისიც აღსანიშნავია, რომ 2015 წელს რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი დაიწყო, რაც ცალსახად დადებითი ფაქტია.
არჩილ ხახუტაიშვილი – “დემოკრატიული ინსტიტუტის” დირექტორი: `2015 წელს აჭარის ხელისუფლებას ბევრი მოუგვარებელი საკითხი დარჩა, რომელთა დიდი ნაწილი წინა წლებშია დაწყებული, მაგალითად, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების (ე.წ. უკანონოდ შესახლებულები) საკითხი, გონიოს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები, 2012 წლის მიწისძვრით დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი. ბევრ პრობლემაზე, რომლებიც მოითხოვდა ეფექტურ და დროულ გადაწყვეტას, სამწუხაროდ, მთელი წელი გაიწელა და გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამის გასააზრებლად ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე უკანონოდ დასახლებულთა საკითხზე გადაწყვეტილების არქონაც საკმარისია.
აჭარის ხელისუფლების საქმიანობაში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს უმაღლესი საბჭოს ფაქტორი. სამწუხაროდ, უმაღლესი საბჭოს 2015 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება არა საკანონმდებლო პროცესი, არამედ შიდა დაპირისპირება იყო, რაც უარყოფითად აისახება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების ხარისხზე.
იმ პრობლემების ძირითადი ნაწილი, რომლებიც აჭარის ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა, აჭარის ავტონომიის შეზღუდულ უფლებამოსილებას უკავშირდება. თუმცა, 2015 წელს, გასული 11 წლის მსგავსად, ხელისუფლებას არ გამოუჩენია ინიციატივა, რომ ეს უფლებამოსილებები გაიზარდოს.
დადებითად შეიძლება შეფასდეს სოციალური სახლების მშენებლობის პროცესის გააქტიურება, სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძის” ამოქმედება, ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის დაწყების საკითხის გადაწყვეტა, რამდენიმე იპოთეკარის პრობლემების მოგვარება. აჭარის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედებდა რამდენიმე კარგი პროგრამა განათლების, კულტურისა და სოციალურ სფეროში”.
ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი: “2015 წლის შეფასებისას ჩემი ფიქრები ბათუმში ტრიალებს და მახსენდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „შანჰაის“ (შავშეთის ქ. 29) პრობლემა. საკითხი თითქმის ხუთი წელია ავარიული საცხოვრებელი სახლის (აგებული 1937 წელს) რეაბილიტაცია/გამაგრებას ეხება. ასეთი სახლი ბევრია ქალაქში. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის მონაწილეებმა მერიის წარმომადგენლებს მიუთითეს, რომ სწორედ ასეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა იგეგმებოდეს ქალაქის ბიუჯეტი, პასუხმაც არ დააყოვნა – „იცით, ქალაქში რამდენი ასეთი სახლია?!“… მართლაც ძალიან ბევრია, თუმცა ქალაქის ბიუჯეტი ხომ სწორედ ადგილობრივი საჭიროებებზე, პრობლემებისა თუ გამოწვევის გადასჭრელად უნდა იგეგმებოდეს.
18 დეკემბერს მერიაში გაიმართა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგების პრეზენტაცია. ამ დღეს ყველანი ველოდით და აი, ისიც: საკონსულტაციო ცენტრ “გეოგრაფიკის” მონაცამებით, ბათუმში არსებულ ყველა ძეგლს (გარდა ცამეტისა, რადგან ისინი ფიზიკურად აღარ არსებობს) უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. უფრო მეტიც, 42 შენობას უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამით დასრულდება პოზიცია – „განა ყველა ძეგლი, ძეგლია?!“. იმედია, დაიწყება მუშაობა ქალაქის გეგმარებაზე და დამტკიცდება ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული საყრდენი გეგმა”.
გიორგი ხიმშიაშვილი, “საიას” ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე: “2015 წელი შემიძლია პოზიტიურად შევაფასო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით – საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება ევროკავშირის მხრიდან, რაც დადებითი წინაპირობაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისა და კომუნიკაციისთვის. რაც შეეხება აჭარის მთავრობის მუშაობას,
საჯარო სამსახურებში მიმდინარე რეფორმაზე შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებამ ობიექტურობის მისია ვერ შეასრულა; ბევრი კონკურსი და ატესტაცია ჩატარდა სუბიექტივიზმის გავლენით, ბევრი ადამიანი გათავისუფლდა უარყოფითი შედეგების გამო და ეს შედეგები არ იყო დასაბუთებული.
ყველა ვხედავთ, რომ ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, რაც დიდ პრობლემად რჩება, ვინაიდან ბათუმი არის ტურისტული ცენტრი საქართველოსთვის და, შესაბამისად, საჭიროა ადეკვატური ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაშიც არ გვაქვს არსებითი ცვლილება – ჯერ კიდევ არ არის ქალაქი ადაპტირებული შშმ პირებისთვის და მათ არ აქვთ შესაძლებლობა თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კი კვლავ რჩება ოცნების ქალაქი” – იქ განსაკუთრებით დაუცველი ბავშვები არიან”.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში ჯერ არ წარუდგენია. კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა 29 იანვარს იწურება. არჩილ ხაბაძემ არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათ შორის ერთი მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში, მესამე კი „არასამთავრობო სექტორიდანაა“, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებით. სამივე მათგანი სამთავრობო კომისიამ შეარჩია.
პაატა ჯალაღონია
პროფესიით იურისტი პაატა ჯალაღონია აჭარის მთავრობის აპარატში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე ის მთავრობის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმებადე პაატა ჯალაღონია არასამთავრობო სექტორში მუშაობდა:
2010 -2012 წლებში ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, 2009-2010 წლებში კი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროგრამების კოორდინატორი იყო. 2007 -2009 წლებში პაატა ჯალაღონია აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის რწმუნებული იყო ბათუმში. მანამდე სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალურ ცენტრს, იყო საიას იურისტი და ეწეოდა პედაგოგიურ საქიმიანობასაც.
დავით ქარცივაძე
დავით ქარცივაძე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. 2014 წლიდან 2015 წლის იანვრამდე ის ააიპ „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2012 -2013 წლებში კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიწვეული სპეციალისტი იყო.
რაც შეეხება მის საარჩევნო გამოცდილებას – 2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დავით ქარცივაძე სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ მოდუს ვივენდი“-ს დამკვირვებელი იყო.
დავით კვაჭაძე
უსკოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი პრეტენდენტი დავით კვაჭაძე, თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, თბილისში ცხოვრობს. ის 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. არაოფიციალურ საუბრებში მასაც „ ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის საგარეჯოში ორგანიზაციის დამკვირვებლების მონიტორინგს ხელმძღვანელობდა. 2012 -2013 წლებში მას „სამოქალქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დამკვირვებლების ტრენერთა მომზადების უზრუნველყოფა ებარა.
1994 -1995 წლებში ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1991 -1992 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოთვლით ცენტრს ხელმძღვანელობდა.
უფრო ადრე დავით კვაჭაძეს ბიზნესსექტორშიც უცდია ბედი, სხვადასხვა დროს ის შპს „ლარგოგრუპს“ და შპს „ლაქი ბენდს“ ხელმძღვანელობდა.
ვისზე გააკეთებს არჩილ ხაბაძე არჩევანს, ეს 29 იანვარს დღის ბოლომდე გაირკვევა. უსკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით აირჩევენ.
მეორე დღეა აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია დიდთოვლობის გამო. აჭარის განათლების სამინისტროს განცხადებით, გაცდენილი საათები ანაზღაურდება მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე.
სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 27 იანვარს დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის 27 საჯარო და 18 კერძო სკოლაში. ასევე, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხელვაჩაურის 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაში, ქობულეთის 46 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, ქედის 29 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ 7 სკოლაში, ხოლო შუახევსა (43 საჯარო და 1 კერძო სკოლა) და ხულოს (49 საჯარო და 1 კერძო სკოლა) საჯარო და კერძო სკოლებში უწყვეტად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული. ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშებისა და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი.
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაშიპოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში 2013 წელს გაიხსნა. ის განთავსებულია ვარშავის ყოფილი გეტოს ადგილზე.
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში
ვარშავის გეტო – მეორე მსოფლიო ომის ჰოლოკოსტის დროს ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილი ებრაელთა უდიდესი კონცენტრირებული დასახლება. მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში დეპორტაციებით გეტოს მოსახლეობა სავარაუდოდ 450 000-დან 37 000-მდე შემცირდა. სწორედ აქ მოხდა ვარშავის გეტოს აჯანყება, რაც ერთ-ერთი პირველი მასობრივი დაუმორჩილებლობა იყო ნაცისტების ოკუპაციის წინააღმდეგ ევროპაში.
„ვარშავის გეტო“, პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა
აჯანყება გერმანელთა მიერ გეტოს დარჩენილი მოსახლეობის ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. აჯანყება 1943 წლის 18 იანვარს დაიწყო, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღებული ფაზა იმავე წლის 19 აპრილიდან 16 მაისამდე გაგრძელდა. აჯანყებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას გერმანულ ძალებს.
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავაპოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა
აჯანყება დასრულდა, როდესაც ცუდად შეიარაღებული და ცუდად მომარაგებული აჯანყებულები იორგენ შტროპის დაქვემდებარებაში მყოფმა გერმანულმა ძალებმა გაანადგურეს. ბრძოლის შედეგად გერმანელებმა გეტო მთლიანად დაანგრიეს.
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავაპოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა, 2015 წლის აგვისტო /ფოტოები: გაზეთი ბათუმელები/
ბთუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბის ზედაპირისმოყინვა 26 იანვარს, საღამოს დაიწყო, როგორც კი თოვა შეწყდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს ბათუმში ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება.
მოყინულია ქალაქის ქუჩებიც. ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ გუშინდელთან შედარებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა – მოძრაობა ჭირს. ადამიანები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ზოგიერთი სამარშრუტო მიკროავტობუსი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობს.
27 იანვარს, გამთენიისას, ბათუმში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის რუსუდან დიასამიძის თქმით, ტემპერატურა შესაძლოა დილის ხუთ საათზე -6 -7 გრადუსამდე დავიდეს, აჭარის მაღალმთიანეთში კი -15 გრადუსამდე.
რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, ამჟამად ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსია.
ტემპერატურის ვარდნის გამო ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბას ყინულის თხელი ფენა მოედო.
„სუბტროპიკულ ზონაში ზოგადად ყველაზე დაბალი ტემპერატურა -11 გრადუსი, 1949 წელს დაფიქსირდა. სწორედ ასეთი ყინულის თხელი ფენა გაუჩნდა ტბას მაშინაც. ეს ყინულის საფარი ხვალ, შუადღეზე გადნება.“
ხვალ ბათუმში თოვა მოსალოდნელი არ არის, ჰაერი შუადღეზე +3 გრადუსამდე გათბება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკა იმუშავებს ე.წ. “ჭაობის” დასახლებაში ქუჩების გასაწმენდად. დაყრიან ტექნიკურ მარილსაც, როგორც გარეუბნებში, ასევე ცენტრალურ ქუჩებში, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გადატანილი ხიდებსა და სარკინიგზო გადასასვლელებზე. პრესსამსახურის განცხადებით, მერია 24- საათიან რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.
6 მაისის პარკში მდებარე ტბაში ბათუმელები ქვებსა და გუნდებს ისვრიან იმის შესამოწმებლად, გაიყინა თუ არა ტბა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ინფორმაციით, თოვლმა ბოტანიკური ბაღის კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილი დააზიანა. “უმნიშვნელო ზიანია. ზოგიერთ ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში მოგეხსენებათ არის გარკვეული ეგზოტი, რომელიც ადვილად ტყდება. რამდენიმე პატარა მცენარე გადატყდა, მოიგლიჯა ერთი პატარა აკაცია. რაც შეეხება ამიერკავკასიის სუბტროპიკების განყოფილებას, სადაც მასიური ტყეა – შიგნით, სიღრმეში, პატარა ტოტები ტყდება, მაგრამ სერიოზული ზიანი ნამდვილად არ არის”.
დღეს დიდთოვლობის გამო ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბოძებზე არსებული დენის სადენები დაზიანდა, რის გამოც ბაღის დენით მომარაგება გარკვეული დროით პარალიზებული იყო. პრესსამსახურის ცნობით დღეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მობილურმა შტაბმა ბაღის მთელ პერიმეტრზე ბოძებზე არსებული დენის სადენები თოვლისგან გაათავისუფლა და ამ წუთებში ბოტანიკურ ბაღს ელექტროენერგია კვლავ მიეწოდება.
ბოტანიკური ბაღის პრესცენტრის ინფორმაციით, მობილური შტაბი გუშინაც და დღესაც აქტიურად აწარმოებს გაწმენდით და დაბერტყვით სამუშაოებს ბაღის მთელ ტერიტორიაზე.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უამინდობის გამო, ვიზიტიორთა უსაფრთხოების მიზნით, ბოტანიკური ბაღი დახურული იქნება მანამ, სანამ ამინდი არ გაუმჯობესდება და ბაღის ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება არ იქნება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს აბიტურიენტების რეგისტრაცია ეროვნული გამოცდებზე თებერვალში დაიწყება, რის გამოც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გარდა ფაკულტეტების ჩამონათვალისა, შეცვალონ არჩევითი საგნებიც გარკვეული დროის განმავლობაში. წინა წლებში კი რეგისტრაციის ვადები შეზღუდული იყო.
2016 წელს სიახლე იქნება ის, რომ გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.
ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცელის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია.
ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს. ტესტის ნიმუშები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.naec.ge.
საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრის, ნათია აფხაზავას ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარში ხეების დასაფერთხად დახმარება სჭირდება:
„ვესაუბრე ბულვარის ადმინისტრაციას. ისინი ინტენსიურად მუშაობენ, რომ ხეები დროულად დაფერთხონ, მაგრამ რადგან თოვა გრძელდება, საჭიროა მეტი მობილიზება. ბულვარის ადმინისტრაციას აქვს ბამბუკები და ვისაც დახმარების სურვილი აქვს, შეულიათ მიმართოს. ასევე იყო თხოვნა, ბავშვებს ნუ წამოიყვანენ ბულვარში, რადგან არის ხეების წაქცევის საფრთხე. რაც შეეხება გამოხმაურებას, ამ დროისთვის უკვე რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დაინტერსდნენ, თუ სად უნდა მოვიდნენ და როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მიიღონ მონაწილეობა ხეების გადასარჩენად.“
სანიციატივო ჯგუფის- „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ მოხალისეები ბულვარში ხეების თოვლისადან გასათავისუფლებლად გუშინ, გვიან ღამითაც გავიდნენ.
ამ მხრივ აქტივობის გამოჩენა მოქალაქეებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო გუჯაბიძემაც სთხოვა.
ბულვარის პრესსამსახურის ინფორმაციით ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები, ინტენსიური თოვის მიუხედავად, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ხეების თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ, თუმცა გადაუღებელმა თოვამ ხეები და მწვანე ნარგავები მაინც დააზიანა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ზიანის მონიტორინგი მიმდინარეობს და შედეგები გამოდარებისთანავე გახდება ცნობილი.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ამ დროისთვისაც საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამ დროისთვის ბულვარის ადმინისტრაციას ხეების დაფერთხვაში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები და „ბათუმის დინამოს“ წევრები ეხმარებიან.
ბათუმის ბულვარი, 26 იანვარი 2016 / ფოტო: ბათუმელები
26 იანვარს ბათუმში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია. დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიების ნაწილი. მოქალაქეები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
ქალაქის ცენტრალური ქუჩები თანდათან იწმინდება, თუმცა ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირს.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
თოვლმა ბათუმში ხეების ნაწილი დააზიანა. ქალაქში ბევრ ადგილას შეხვდებით ხეებთან ჭოკით მდგარ ადამიანებს, რომლებიც ხეებს თოვლისგან ათავისუფლებენ.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგან.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
თოვლიანი დღით ყველაზე კმაყოფილი ბავშვები არიან, რომლებიც დღეს სკოლაში ყოფნის ნაცვლად გუნდაობით ერთობიან.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
მიუხედავად თოვლიანი დღისა, ბათუმის 6 მაისის პარკსა და პლაჟზე კანტიკუნტად მაინც შეხვდებით მოსეირნეებს, რომლებიც ფოტოებს იღებენ.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობის გამო აჭარის სოფლებში შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება – ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატი ავრცელებს. საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობაში შეიკრიბა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მიმართულებით გზებს წმენდენ. მძიმე ტექნიკა მუშაობს ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მწვანე კონცხის გვირაბთან. უსაფრთხოების მიზნით გზებზე ყრიან ტექნიკურ მარილს. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 6400-მდე აბონენტს. რეგიონის მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი.
ბათუმის სასწარაფო დახმარების სადგურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დღეს დილიდან ქალაქის მასშტაბით ვერ ახერხებენ ყველა გამოძახებაზე გასვლას დიდთოვლობის გამო. სამსახური ფაქტობრივად ანალოგიურ რეჟიმშია ამ დროისთვისაც.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ნანდაცვის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივი ავტომანქანები დროებით ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა. „სასწრაფოს“ დროებით გადაეცა ასევე ოთხი ავტომანქანა [მათ შორის ორი „ნივა“] ჯანდაცვის სამინისტროსგან.
მთავრობის ავტომანქანების ჩათვლით, ამ დროისთვის ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები გამოძახებებზე სულ 7 ავტომობილით გადიან [თოვლიან გზებზე სამსახურის მხოლოდ 2 ავტომანქანა ახერხებს გადაადგილებას].
რთული ვითარებაა აჭარის მუნიციპალიტეტის ზოგ სოფელშიც. აქ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სამაშველოსამსახური ეხმარება.
აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, 25 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით 150 გამოძახება ჰქონდათ. სამაშველო სამსახურმა დახმარებას გაუწია სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებსაც დიდთოვლობის გამო ქალაქში გადაადგილება უჭირთ, ასევე დაეხმარა მოქალაქეებს.
„ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან და საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას ვუწევთ სასწრაფოს დახმარების სამსახურს, რომელსაც არ ჰყავს მაღალი გამავლობის მანქანები და ვერ გადაადგილდებიან უხვი ნალექის გამო.
დახმარება აღმოვუჩინეთ მშობიარე ქალს, რომელიც ქობულეთის სოფელ მახუნცეთიდან გადმოვიყვანეთ სამშობიაროში. სოფელში ჩვენი მანქანებიც კი ვერ ავიდნენ, იმდენად დიდი თოვლია, სამი კილომეტრის გავლა მოგვიხდა. ასევე, გეგმიურ პროცედურაზე გადმოვიყვანეთ დიალიზზე მყოფი პაციენტები“- გვეუბნება მამუკა თურმანიძე.
სამაშველო სამსახური მემორანდუმის ფარგლებში დახმარებას უწევს ბათუმის ყინულის სახლსაც.
მამუკა თურმანიძის თქმით, მაღალმთიანი რეგიონებიდან სამაშველო სამსახურში შეტყობინება არ შესულა, „რადგან ბათუმში და მის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში უფრო მაღალია თოვლის საფარი“-ამბობს ის.
მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის შტაბი მოქმედებს როგორც მერიაში, ასევე სამაშველო სამსახურში და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 112.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტიდან ავტობუსები მხოლოდ შემდეგ მარშრუტებზე მოძრაობს: N 1, 1ა, 2, 4 და 8, ისიც შეზღუდული რაოდენობით [ზოგ ხაზზე ერთი, ზოგზე კი ორი ავტობუსი].
დღეს დილით ბათუმში ავტობუსები მხოლოდ N1 და N8 მარშრუტებზე მოძრაობდა.
ქალაქში შეზღუდულად და ძნელად გადაადგილდება სამარშრუტო მიკროავტობუსებიც.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გართულდა საავტომობილო გზებზე გადაადგილება. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა აჭარისა და გურიის რეგიონში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი თოვა პრაქტიკულად არ შეწვეტილა.
ამ დროისათვის, დიდთოვლობის გამო, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზისკმ 65–კმ 119 (ჩოლოქის ხიდი-სარფი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ 79–კმ 96 (ბობოყვათი–ქ.ბათუმის შესასვლელი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ 65–კმ 79 და კმ 97–კმ 119 მონაკვეთზე თავისუფალია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.
რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს:
ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე, ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ონტოპოში, ანკარის ინტერპოლის მიერ 18.12.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, ს. ს. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-a, 53/1-c, 53/1-b, 53/1-d, 53/1-e, 53/3, 62/1, 58 და 52/2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც თაღლითობას და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.
ს. ს-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები. ამ დროისთვის დაკავებული შესახლებულია პენიტენციალური დეპარტამენტის N2 დაწესებულებაში.
ბათუმში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დიდთოვლობის გამო სწავლა ასევე შეწყდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქედის 29 სკოლიდან მხოლოდ 10 მუშაობს, ხოლო სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა ხულოსა და შუახევის არც ერთ სკოლაში.
დიდთოვლობის გამო ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად პარალიზებულია. ნაწილობრივ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ცუდი მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში, სადაც მერია გზის გაწმენდაც დღის მეორე ნახევარში გეგმავს, რისთვისაც კერძო კომპანიებისგან შესაბამისი ტექნიკის დაქირავებას აპირებს.
შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს.
უამინდობის გამო, დღეიდან, 26 იანვრიდან, ორი დღის განმავლობაში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის საბავშვო ბაღებში. ასევე სკოლებში.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მახინჯაურში მცხოვრებ 200 აბონენტს.
მერიის ინფორმაციით სექტორებადაა დაყოფილი შპს ,,სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები, რომლებიც ტროტუარების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. დილიდან თოვლისგან გაიწმინდა ხეები ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, რუსთაველის, გორგილაძის, ლუკა ასათიანის, დემეტრე თავდადებულის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე. ამჟამად ხეების დაბერტყვის სამუშაოები გრძელდება მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩებზე. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე თოვლმა ევკალიპტის ხე წააქცია. უკვე განხორციელდა ტერიტორის დასუფთავების და საშეშე მერქნის დასაწყობების სამუშაოები“.
ქალაქში ამ წუთებშიც თოვს. თოვლის საფარმა თითქმის ნახევარ მეტრს მიაღწია. მიუხედავად მერიის ღონისძიებისა პრობლემები რჩება გზებზე და ზიანდება ხეები.
ინტენსიური თოვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ვერ ხერხდება შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველყოფა. ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირზე ისაუბრეს.
შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს.
ბათუმის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მახინჯაურში მცხოვრებ 200 აბონენტს.
უამინდობის გამო დღეიდან, 2 დღის განმავლობაში, სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის საბავშვო ბაღებში.
მერიის ცნობით, თოვლსაწმენდი ტექნიკა მუშაობს მთელი ქალაქის მასშტაბით. სექტორებადაა დაყოფილი შპს ,,სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები, რომლებიც ტროტუარების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
გამწვანების სამსახური აგრძელებს შემოვლებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დილიდან თოვლისგან გაიწმინდა ხეები ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, რუსთაველის, გორგილაძის, ლუკა ასათიანის, დემეტრე თავდადებულის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე. ამჟამად ხეების დაბერტყვის სამუშაოები გრძელდება მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩებზე. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე თოვლმა ევკალიპტის ხე წააქცია. უკვე განხორციელდა ტერიტორის დასუფთავების და საშეშე მერქნის დასაწყობების სამუშაოები.
ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მკვეთრი დახრილობის მქონე სახურავებიან შენობებთან ჩავლისგან, სახურავებიდან ჩამოცურებული თოვლის მასის დაცემისგან თავის დაცვის მიზნით. “ამასთან, ავტოსაგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ვთხოვთ თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან”.