სიახლეები

ხელისუფლება და იმედგაცრუებული ფერმერები

03.02.2015
ხელისუფლება და იმედგაცრუებული  ფერმერები

„მინდა მეცხოველეობის ფერმა გავაკეთო, მაგრამ დაფინანსებაზე ბანკები უარს მეუბნებიან. არც სახელმწიფოს აქვს ჩვენთვის დახმარება. მე იმედი მაქვს ბიძინა ივანიშვილის, რადგან ის ბიზნესმენია და იცის, რომ თუ ბიზნესი არ დაიწყე, ვერ განავითარე“-ამბობს ხელვაჩაურში მცხოვრები ანზორ ფასანიძე.

დამწყები ფერმერის თქმით ბანკებს მოძველებული მენტალიტეტი აქვთ: „იმედია ეს დამოკიდებულება შეიცვლება“.

„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელის ბიძინა სიხარულიძის განცხადებით, თუ ფერმერის თანამონაწილეობა არ არის ბიზნესში, ისე ბანკი სესხს ვერ გასცემს, რადგან რისკები ძალიან დიდია. „სახელმწიფოს მხრიდან საუბარია მხოლოდ ოცდაათპროცენტიან გარანტიაზე, თუმცა ხელისუფლება ამ საკითხზეც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული“.

დამწყები ბიზნესის დაფინანსებაში რისკებს ხედავს „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელიც. „თუმცა თანადაფინანსების შემთხვევაში და კარგი ბიზნეს გათვლების პირობებში, არაერთი ბიზნესი დაგვიფინანსებია“.

მინისტრი ზაურ ფუტკარაძეც იგივე აზრისაა. ამბობს, რომ იმ პირებს რომლებსაც ქონება და ბიზნესის გამოცდილება არ აქვთ, ვერ დაფინანსდებიან. „თუ ადამიანს არანაირი კაპიტალი არ აქვს და ითხოვს მილიონ ლარს, ასეთი ბიზნესი ვერ დაფინანსებდა. ამისთვის არსებობს ექვსთთვიანი უპროცენტო სესხი ხუთი ათას ლარამდე, რომ ფერმერმა დაიწყოს საქმე და მიიღოს გამოცდილება. ამ შემთხვევაში საუბარია ბიზნესის გაფართოებაზე და არა დაწყებაზე“.

მინისტრის განცხადებით, დამწყებ ფერმერთა დასახმარებლად ჩართულია სავაჭრო პალატა და სოფლებში შექმნილია საკონსულტაციო სამსახურები.

არჩილ ხაბაძე კი ამბობს, შეხვედრის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ გამოკვეთილიყო მთავარი პრობლემები. „გაურკვევლობა იყო როგორც ბანკების ასევე ფერმერების მხრიდან. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება. ბანკები მაღალრისკიან სესხებს სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა დამწყებ ფერმერთა ბიზნესწინადადებაც შეიძლება განიხილოს ბანკმა, თუ იქნება ამაში ფერმერის თანამონაწილეობა.

სახელმწიფოს ერთადერთი რითაც შეუძლია დაეხმაროს დამწყებ ფერმერს, ეს არის მიზნობრივი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს ვამარაგებთ ბოსტნეულის ჩითილებით, ნერგებით, სკები მეფუტკრეებისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ბარათებით ვამარაგებთ რაც დასაწყისისთვის შეუძლიათ გამოიყენონ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: