გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 21 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან იწვიმებს, პერიოდულად მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაღალ მთაში – თოვლ-ჭყაპი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლოა გაძლიერდეს 20-25 მეტრ წამამდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
- ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა ღამით 3-4 ბალი იქნება, დღით – 4-5 ბალი.
ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 30 ოქტომბერს, ღამით, შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი გამოიდარებს.





