ავტორი: ნათია ზოიძე
ჩაქვში ბოტანიკური ბაღთან ახალი ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობა იგეგმება. „მუზეუმი იქნება ღია ცის ქვეშ, დაახლოებით ისეთი, როგორიც თბილისშია, კუს ტბაზე“ – აცხადებს აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე. მისი ინფორმაციით, აქ იქნება წარმოდგენილი აჭარისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ექსპონანტები, როგორიც არის მაგალითად ლაზური სახლი. „ბათუმელების“ შეკითხვაზე იქნება თუ არა აქ წარმოდგენილი ბათუმელი ხეზე კვეთის ოსტატისა და ხელოვანის, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული ნამუშევრები, მინისტრი ჯერ თავს იკავებს პასუხისგან, რადგან წინ საპროექტო სამუშაოებია და კონკრეტულად ვისთან ექნებათ მოლაპარაკებები, ჯერ არ იციან.
მეორე – „ბათუმის მუზეუმი“ მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ცნობილ სახლში განთავსდება, ე.წ. „სოკოს“ სახლში. აქ იქნება ყველა ის ექსპონანტი წარმოდგენილი, რომელიც უშუალოდ ბათუმის ისტორიას უკავშირდება.
ვინაიდან შენობას ძეგლის სტატუსი აქვს, მისი შიდარეკონსტრუქცია მოხდება. ორივე მუზეუმის პროექტირების და „ბათუმის მუზეუმის“ რეაბილიტაციის მიზნით აჭარის განათლების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან 1 256 526 ლარი გამოეყო.
გია აბულაძის განმარტებით ტენდერის გამოცხადების და საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოხდება ხარჯთაღრიცხვა – რა დაუჯდება საბოლოოდ აჭარის ბიუჯეტს ამ ორი მუზეუმის დაფუძნება.
„სოკოს“ სახლთან და მის მეპატრონესთან დაკავშირებული ისტორია
ამ შენობის ისტორია გაზეთ“ ბათუმელებში“ ძველი ბათუმის გვერდზე დაახლობით ერთი წლის წინ დაიბეჭდა. სტატიისთვის მასალები ჟურნალისტმა ნანა კვაჭაძემ სხვადასხვა წყაროებიდან შეაგროვა.
როგორც ირკვევა მაზნიაშვილის 32 ნომერში განთავსებულ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის არქიტექორის ვინაობა ცნობილი არ არის. სახლს მას ყველაზე ხშირად „არქიტექტორთა სახლს“ უწოდებდენ, რადგან დიდი ხნის განმავლობაში სახლში არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირი იყო განთავსებული, უფრო ადრე კი, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლი თურქეთის ქვეშევრდომს, წარმოშობით ბერძენ მეწარმეს – ლაზარე ბინიათოღლის ეკუთვნოდა.
არქიტექტორები ერთხმად თანხმდებიან, რომ შენობა მოდერნის სტილის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს საქართველოში.
ლაზარე ბინიათოღლის სახელს, ამ სახლის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი უკავშირდება. ბინიათოღლი პირველი მეწარმე იყო, რომელმაც ბათუმში თამბაქოს წარმოებას მიჰყო ხელი. 1882 წელს ბერძნული წარმოშობის მეწარმემ ბათუმში თამბაქოს პირველი კუსტარული საწარმო გახსნა თანამედროვე დიმიტრი თავდადებულის ქუჩის #61-ში. მაშინ ქუჩას აჭარისა და ართვინის ოკრუგის ოლქის პირველიგ უბერნატორის, გენერალ კომაროვის სახელი ერქვა, რომლის ინიციატივითაც ბათუმში სანიაღვრე არხების გაყვანა დაიწყო და ქალაქის ტერიტორიაზე ბრინჯის თესვა აიკრძალა.
ბენიათოღლის თამბაქოს საწარმოში პაპიროსს ამზადებდნენ და თამბაქოს ახარისხებდნენ. მესამე სორტის ათი ღერი პაპიროსის ფასი სამი კაპიკი გახლდათ.