სიახლეები

ნავსადგურთან დელფინი გამოირიყა

30.05.2012 • • 1118
ნავსადგურთან დელფინი გამოირიყა

ავტორი: ქეთი ლაბაძე

ბათუმის ნავსადგურთან მეთევზეებმა დღეს დილით მკვდარი დელფინი იპოვეს. მეთევზეთა თქმით, დელფინი ბადეში გაება და გაიგუდა.   თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც მომხდარა, ამის მიზეზად კი ზღვაში ჩაშვებულ ბადეებს მიიჩნევენ: „ეს ბრაკონიერობაა, მთლიან ზოლზე ჩაშვებული აქვთ ბადეები, ადგილობრივ მოსახლეობას თევზაობა აღარ შეგვიძლია – ბადეები გვიშლის ხელს. სამწუხაროდ, ბადეებს ღამითაც ტოვებენ,  დელფინები კი ვერ ამჩნევენ ბადეს და იღუპებიან” -გვითხრა  პირად საუბარში ერთ-ერთმა მეთევზემ.

ნავსადგურთან ამ დრომდე არ მისულან გარემოს დაცვის ინსპექციიდან.

გადაბეჭდვის წესი