სიახლეები

მძღოლების საპროტესტო აქციები განახლდა

30.05.2012 • • 1369
მძღოლების საპროტესტო აქციები განახლდა

ავტორი: ლელა დუმბაძე

მიკროავტობუსის მძღოლები მერიის წინ, დღეს დილიდან შეიკრიბნენ, ისინი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მერია სამგზავრო ნებართვების გაცემის კონკურსის ჩატარებას გეგმავს, რის გამოც რეგულაციის წესები მკაცრდება. მერიის მოთხოვნების მიხედვით, ქალაქში მოძველებული მიკროავტობუსები ვეღარ იმუშავებენ.  ახალი გადაწყვეტილების შედეგად, მიკროავტობუსების რაოდენობა 663-420 მდე უნდა შემცირდეს.  

მძღოლები არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას, სანამ მერია მათთვის მისაღებ წინადადებას არ შესთავაზებს: „მერიის გადაწყვეტილებით ჩვენ სერიოზული პრობლემები გვექმნება. ბანკებიდან სესხი გვაქვს აღებული და სახლები გვაქვს ჩადებული. რა ვქნათ, როგორ მივიქცეთ? ყველაფერი გათვლილი გვქონდა, ოჯახის საჭიროებები, წამალი, ახლა რა გზას მივმართოთ“-ამბობს, გურამ გვიანიძე. მისი თქმით, მერია მძღოლებს ლოტოტრონის პრინციპს სთავაზობს, რაც ასევე მიუღებელია მათთვის: „ეს ნიშნავს რომ არის 5, 10 და 20 ლარიანი ხაზები, რომლებიც არ არის შემოსავლიანი. ამ შემოსავლებით სესხების დაფარვას ვერ შევძლებთ.  მანქანების შემოყვანაზე, განბაჟებაზე ხარჯი გვაქვს გაწეული, ახლა გვეუბნებიან წადი.  ამას ხომ წინასწარ უნდა გაფრთხილება?  ეს   ხელისუფლება ხალხმა აირჩია, ჩვენი წყალობით დაჯდა სკამზე და ახლა ჩვენს ინტერესებს არ ითვალისწინებს“ -ამბობს გურამ გვიანიძე

„წამოვა თუ არ წამოვა მერია დათმობაზე, ჩვენ ჩვენი საქმე მაინც უნდა ვაკეთოთ. აბა მშიერი ხომ არ ვიქნებით, სანაგვე ყუთში ვეძებოთ საჭმელი? რა ვქნა მძღოლობით ვირჩენთ თავს და სხვა რა საქმე ვაკეთოთ. დამასაქმონ მაშინ.  დაცვაში მინდოდა სამსახურის დაწყება და 35 წელს ზემოთ არ შეიძლებაო, ზოგან სიმაღლე მიმთხოვეს, ზოგან ასაკი, რა ვქნა ცოდვა არ ვართ“ – ამბობს, სულიკო ზაქარაძე.

გადაბეჭდვის წესი