Batumelebi | მუშები დამსაქმებლის წინააღმდეგ მუშები დამსაქმებლის წინააღმდეგ – Batumelebi
RU | GE  

მუშები დამსაქმებლის წინააღმდეგ

მუშები-დამსაქმებლის-წინა

დღეს დილით გაზეთ „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის ხორცკომბინატის მშენებლობაზე დასაქმებულები  დაუკავშირდენ და შეატყობინეს, რომ დამსაქმებელი კუთვნილ ხელფასს არ აძლევდა. ამ თემით „ბათუმელების“ დაინტერესებიდან რამდენიმე წუთში მათი პრობლემა მოგვარდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ერგეში ხორცკომბინატს  ბიზნესმენი თაჰირ ჩელიქი აშენებს, მან მშენებლობაზე სამუშაოდ ადგილობრივი მუშახელი დაიქირავა, სამუშაოს შესრულების შემდეგ კი მუშებს ხელფასის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, ისინი ხელფასს ორი თვე უშედეგოდ ელოდნენ.  ამის შესახებ მათ „ბათუმელებს“ ტელეფონით შეატყობინეს: „ახლა გრიბოედოვის ქუჩაზე ვართ, სადაც ჩვენს დამქირავებელს პოლიეთილენის გადამამუშავებელი საწარმო აქვს, რომ გაიგო ხელფასისთვის მივაკითხეთ, დაგვემალა. ეს კანონიერია? – გთხოვთ, იქნებ რამენაირად დაგვეხმაროთ.“ შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში „ბათუმელები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად  ადგილზე გავიდა.

„ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პრობლემები არ გვაქვს, არის სამუშაოები, რომლებიც დასრულებულია და ხელფასებიც გაცემულია. არის სამუშაოები სადაც იყო ხარვეზები, მითითება მივეცით, გამოსწორდა და მალე ხელფასებიც გაიცემა. ისე კი, თუ ვინმეს რაიმე პრობლემები აქვს, აჯობებს თავად გაარკვიოს. ჩვენთან ხელფასები მაქსიმუმ ორი კვირა თუ დაგვიანებულა, ორ თვემდე დაგვიანების ფაქტი არ გვქონია.“ – გვითხრა დამსაქმებელმა. ვიდრე მის ნათქვამს თარჯიმანი გვითარგმნიდა, ბიზნესმენმა სამუშაო ოთახი დატოვა, რამდენიმე წუთში კი დოკუმენტებით ხელში დაბრუნდა და კითხვების დასმა თავადაც გადაწყვიტა „რომ გითხრათ, რომ ჩემი ვალიც აქვთ მეთქი დაწერთ?“ – იკითხა მან. თანხმობის მიღების შემდეგ კი დოკუმენტების ჩვენებაზე უარი გვითრა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

ბიზნესმენთან გასაუბრების შემდეგ, რამდენიმე წუთში ხორცკომბინატის მშენებლობაზე დასაქმებულები ისევ დაგვიკავშირდნენ და პრობლემის მოგვარების შესახებ შეგვატყობინეს „ხელფასები მოგვცეს, დიდი მადლობა და ძალიან გთხოვთ ჩვენი სახელები არ დაწეროთ, რადგან სხვა სამუშაოს ვეღარ ვიშოვით“.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით თურქეთის მოქალაქე, ბიზნესმენი თაჰირ ჩელიქი გრობორდოვის ქუჩაზე #62-ში მდებარე კომპანია „ბათურ პლასტის“ 90 პროცენტის მფლობელია, კომპანიის 10 პროცენტს კი საქართველოს მოქალაქე ლევან ჯიჯავაძე ფლობს, რეესტრის მონაცემების მიხედვით „ბათურ პლასტი“ 2010 წლის აპრილშია დარეგისტრირებული. გარდა ამისა თაჰირ ჩელიქი ბათუმში გამსახურდიას ქუჩაზე # 39/9- ში მდებარე ხორცის კომბინატის მფლობელიცაა, ამ კომბინატის დირექტორი ლევან ჯიჯავაძეა. კომბინატის 50 პროცენტის მფლობელად კი თენგიზ სარჯველაძეა დაფიქსირებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge