სიახლეები

მურმან დუმბაძე დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს

30.05.2012
მურმან დუმბაძე დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს

ავტორი: ნათია ზოიძე

რამდენიმე წუთის წინ  სოციალურ ქსელში „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა   მურმან დუმბაძემ განცხადება გაავრცელა:  „გამიტეხეს საფოსტო ყუთი (ელ.ფოსტა), ჩემგან გაიგზავნა შეურაცხმყოფელი წერილები (დადასტურებული ინფორმაციით ადრესატებიდან).

ამასთან ქალაქში (ბათუმში, რამდენიმე ადგილას) გააავრცელეს ნაბეჭდი სახით ჩემს მიმართ უბინძურესი შინაარსის ტექსტი. როგორც ჩანს, ბოროტება ერთი და იგივე წყაროთი იკვებება. საჭიროდ ვთვლი (სიფხიზლისათვის), ყოველივე ზემოთქმული ვაცნობო საზოგადოებას.“

Batumelebi.ge  მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა დამატებითი ინფორმაციისთვის. „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი  აკონკრეტებს, რომ მისი ელ.ფოსტიდან  „ორ ჟურნალისტ ქალბატონთან გაიგზავნა საშინელი  წერილი, ისეთი გარყვნილი, ბინძური კაცი რომ მისწერს ქალს. ასევე ბათუმში  ორი პოლიტიკური პარტიის ოფისთან ნახეს ჩემი ფოტოთი დაბეჭდილი ფურცლები, სადაც ასევე იყო მოწოდება  ჩემს მომხრეებისთვის, რომ მე ცუდი კაცი ვარ და რატომ ურთიერთობენ ჩემთან.“

დუმბაძე ფიქრობს, რომ ეს მოახლოებულ არჩევნებს და „ემსახურე საქართველოს“ წევრების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. იგი ამბობს, რომ  მსგავსი რამ 2008 წლის,  საპარლამენტო   არჩევნების წინაც ხდებოდა.

მურმან დუმბაძე არ აპირებს მიმართოს პროკურატაურას. ფიქრობს, რომ შეიძლება ეს კერძო ინიციატივა იყოს, მაგრამ ასევე  არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდანც ხორციელდებოდეს მისი დისკრედიტაციის მცდელობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.