სიახლეები

მოსთხოვეთ ჟურნალისტებს მეტი

30.05.2012 •
მოსთხოვეთ ჟურნალისტებს მეტი

დღეს, 3 საათზე ჟურნალისტები, პრესსამსახურების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და აქტიური მოქალაქეები სასტუმრო „ინტურისტის“ საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბებიან და ჟურნალისტური ეთიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. შეხვედრის ორგანიზატორი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოა, რომელიც 2009 წლიდან არსებობს და ამ ხნის მანძილზე ჟურნალისტების მიერ ეთიკური ნორმების დაღვევის შესახებ 11 საჩივარი განიხილა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედზე“ გასული „მოდელირებული ქრონიკის“ ჟურნალისტის, ნათია კობერიძის და არასამთავრობო ასაციაცია „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ.
ამჟამად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სხვადასხვა მედიასაშუალებებში დასაქმებულ 200 -მდე ჟურნალისტს აერთიანებს. ქარტიის წევრობა ნებაყოფლობითია და ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტი იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, დაიცვას ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები. მოქალაქეს, რომელიც თვლის რომ ქარტიის წევრი ჟურნალისტი არ იცავს ამ პრინციპებს, შეუძლია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში უჩივლოს ქარტიის წევრ ჟურნალისტს.
„მედია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მოქალაქე იყოს ძლიერი, რომ ხვალ მან გააკეთოს სწორი არჩევანი. და თუ ეს ურთიერთკავშირი არ არსებობს მედიასა და საზოგადოებას შორის, ჩვენ ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ან სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდება, ან მედია. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ვიკამათოთ ამ თემაზე და სწორად დავანახოთ მოქალაქეებს რაში სჭირდებათ ეს”, – ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, რომელიც ხვალ ხვალ სამოქალაქო ფორუმის მთავარი მომხსენებელი იქნება. ფორუმზე მონაწილეობას მიიღებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ქარტიის წევრი, ჟურნალისტი ია ანთაძე.
ფორუმი ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისათის. კითხვაზე, თუ რატომ უნდა მივიდნენ მოქალაქეები ამ ფორუმზე, ქარტიის საბჭოს წევრი, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ამბობს: „იმიტომ, რომ გაიგონ რა ბერკეტები აქვს საზოგადოებას მედიის კონტროლისათვის.“

გადაბეჭდვის წესი