Batumelebi | ლადო ბურდული როკ-კლუბის ხელმძღვანელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს ლადო ბურდული როკ-კლუბის ხელმძღვანელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს – Batumelebi
RU | GE  

ლადო ბურდული როკ-კლუბის ხელმძღვანელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

ლადო-ბურდული-როკ-კლუბის-ხ

როკ -მუსიკოსი ლადო ბურდული სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს როკ კლუბის ხელმძღვანელის ეკატერინე ლემონჯავას საგანგებო განცხადებას, რომელსაც “ჯეონიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, რუსთაველის 28 ნომერში მდებარე როკ კლუბიდან, რომელსაც ვხელმძღვანელობ 2010 წლიდან, ჩემთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალის გამოყენებითა და ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი ახსნა–განმარტებისა და საბუთის წარდგენის გარეშე, გადამიყვანა იქვე, რუსთაველის 28 ნომერში მდებარე შენობაში. (შემდგომში ამ პირებისგანვე გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ეს იყო შსს უშიშროების განყოფილება). აღნიშნულ ფაქტს შეესწრენ როკ კლუბში მყოფი ადამიანებიც.
ამიყვანეს, სავარაუდოდ, მე-4 სართულზე, შემამოწმეს მეტალოდედექტორზე და შემიყვანეს ოთახში, სადაც მათ შემოუერთდათ მესამე პირი. ისინი შეურაცხმყოფელი ფორმითა და ლექსიკით „განმიმარტავდნენ“, რომ ჩემი იქ აყვანის მიზეზი იყო როკ კლუბიდან სისტემატიურად გამომავალი ხმაური, რომელიც თითქოსდა მეზობლებსა და მათ აწუხებდათ. 40 წუთის განმავლობაში სამივე მათგანი შეურაცხმყოფდა უშვერი სიტყვებით, გენიტალიების მოხსენიებით, ფიზიკური ზეწოლის მუქარით (“ჩამოგიღებ კბილებს”, “თავზე დაგამხობ როკ კლუბს” და ა.შ.). ჩათვალეს რა, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდი, შემდეგ გადავიდნენ “გეგმის” მეორე ნაწილზე, რაც გულისხმობდა შსს–ს უშიშროების სამსახურთან ნებაყოფლობით კონსპირაციულ თანამშრომლობაზე თანხმობას. ამის საპასუხოდ ვუთხარი, რომ თუკი მათი გაღიზიანების მიზეზი როკ კლუბიდან გამომავალი ხმაური იყო, როკ კლუბს დახურავდი. ჩემი შეთავაზების პასუხად როგორც გაირკა, მათი მიზანი არ იყო როკ კლუბის ფუნციონირების შეწყვეტა. მათივე განცხადებით, როკ კლუბში დადიან მათთვის საინტერესო პერსონები და ჩემი თანამშრომლობა გაუადვილებდათ საქმეს. ჩემი მხრიდან უარის განცხადების შემდეგ, ისინი დამემუქრნენ, რომ აღნიშნულ შენობაში შემოყვანილი არც ერთი ადამიანი არ გასულა ამ “ხელშეკრულების” გაუფორმებლად და რომ ისინი ამას ახლა თუ არა, რამოდენიმე დღით ჩემი შენობაში გამომწყვდევის შემდეგ მაინც მიიღებნენ. ბუნებრივია, ეს საუბარი სამივე თანამშრომლის მხრიდან მიდიოდა ძალზე დიდი ფსიქოლოგიური პრესინგის ქვეშ.
ამასობაში, როგორც გაირკვა, ჩემს მოსაძებნად მოსულ ნაცნობებს დაცვამ დაუმალა ჩემი აღნიშნულ შენობაში ყოფნის თაობაზე.
გამათავისუფლეს დაახლოებით 40 წუთის შემდეგ და გამაფრთხილეს რომ ინფორმაცია უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების განვითარებაზე პასუხს არ აგებდნენ.
მოგმართავთ, შესაბამისმა სამსახურმა დაიწყოს ზემოხსენებულ ქმედებებზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რადგან ჩემს მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩამდენები მაღალი ალბათობით იყვნენ შსს–ს თანამშრომლები. ბუნებრივია, მე არ ვიცი მათი ვინაობა, მაგრამ შემიძლია მათი ამოცნობა.
გთხოვთ, დროულად იქნენ გამოვლენილი და დასჯილები დამნაშავე პირები და აღარ მიეცეთ მათ ჩემი დევნისა და დისკრიმინაციის საშუალება”,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ლადო ბურდულმა სოციალუირი ქსელის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge