სიახლეები

კომპანია DPA აჭარაში

30.05.2012
კომპანია DPA აჭარაში

ხვალ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის ერთ–ერთი ლიდერი კომპანია აჭარაში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებსა და საჯარო უწყებებს ხვდება. 
 6 ივლისს, დღის განმავლობაში საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროს საერთაშორისო კომპანია DPA-ს წარმომადგენლები აჭარაში ადგილობრივ ორგანიზაციებსა და კომპიუტერული ტექნოლოგიის დარგის სპეციალისტებს შეხვდებიან. DPA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე, იურის ვილდერსი და კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის გაყიდვების დირექტორი, გიორგი კვარაცხელია ჩაატარებენ პრეზენტაციას კომპანიის ტექნოლოგიური შესაძლებლობების, გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების თაობაზე. შეხვედრები შემდეგი განრიგით წარიმართება:

  • 12:00 –  შეხვედრა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ტურიზმის დეპარტამენტში
  • 14:00 –  შეხვედრა აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატისა და ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენლებთან
  • 16:30 – შეხვედრა ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში

7 ივლისს კი კომპანია DPA-ს წარმომადგენლები ჩაატარებენ ღია ლექციას შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან თემებზე:

  • ინტელექტუალური საკუთრება და ინტერნეტი
  • პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მოთხოვნები
  • Microsoft-ის გადაწყვეტები განათლების სფეროში

ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ DPA საქართველოში Microsoft–ის ერთადერთი პარტნიორი იქნება. კომპანია 2012 წლის ბოლომდე რამდენი მილიონი დოლარის ინვიესტიციას მოახდენს. იგი ამჟამად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის ერთ–ერთი ლიდერია. მას ბალტიის ქვეყნების ბაზრის 60%–ზე მეტი უკავია, ხოლო უკრაინის ბაზრის – 38%, ბელორიის ბაზრის კი – 65%–ზე მეტი.  ოთხივე ამ ქვეყანაში მოქმედი საჯარო უწყებები ძირითადად DPA-ს კლიენტები არიან.

ინფორმაცია მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.