სიახლეები

კოლხური ბზის ბედს კანადაში გადაწყვეტენ

30.05.2012
კოლხური ბზის ბედს კანადაში გადაწყვეტენ

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჯოჭოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბზის დაავადების გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები ჯერ კიდევ არ გატარებულა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მალხაზ ფარტენაძის ინფორმაციით, მთავრობა კანადელი მეცნიერების დასკვნებს ელოდება.

„მონაცემები გადაგზავნილია და როგორც კი დასკვნები ჩამოვა, მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი, განიხილება საკითხი, რომ ქვეყნის მასშტაბით განადგურდეს დაავადებული ხეები და გატარდეს პრევენციული ღონისძიებები ჯანსაღი ხეების გადასარჩენად“, – ამბობს მალხაზ ფარტენაძე.

საქართველოში არარეგისტრირებული დაავადება – „ბზის სიდამწვრე“, რომელიც ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჯოჭოს ტერიტორიაზე რამდენიმეკილომეტრიან ზოლში დაფიქსირდა, მეცნიერებმა გასულ წელს მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც აღმოაჩინეს.

ქობულეთის იმუნოლოგიის ცენტრის მეცნიერ თანამშრომლებმა თვეზე მეტია რაც სოფელ ჯოჭოში დაავადებული მცენარე ადგილზე შეისწავლეს და „კონტროლისთვის ეფექტური საშუალებების არარსებობის პირობებში, დაავადების გავრცელების მასშტაბები საგანგაშოდ“ მიიჩნიეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.