სიახლეები

კოლხური ბზა და მისი პრობლემები

30.05.2012 • • 1647
კოლხური ბზა და მისი პრობლემები

ქეთევან სიხარულიძე, სტუდენტი

ბუნება დღეს დიდი პრობლემის წინაშე დგას და არავინ ფიქრობს ამ პრობლემის მოგვარებაზე. საბოლოოდ ეს ყველაფერი სავალალო შედეგს მოიტანს. თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გადავარჩინოთ უნიკალური ბუნება, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენზე. ამისათვის არ არის საჭირო დიდი ფინანსური რესურსი. საკმარისია, თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს გარემოზე და ნაკლებად დავაბინძუროთ ის. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია კოლხური ბზა, რომელიც ჩვენი ბუნების ენდემია და საჭიროა მასზე გაათმაგებული მზრუნველობა.
კოლხური ბზა უძველესი და უნიკალური ჯიშია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე. ბზას, როგორც დეკორატიულ მცენარეს, ფართოდ იყენებენ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ხვა ქვეყნებში.
ჩვენთან ბზას კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია გააჩნია – მართლმადიდებლები ბზობის დღესასწაულს ზეიმობენ. ამ ლამაზი და წმინდა რიტუალის აღსრულებას ყოველწლიურად ათასობით ბზა ეწირება, ბზობის დღესასწაულზე ტაძრებთან ნედლი ბზის მწვანე გორები ჩნდება. ამის წინააღმდეგ ბრძოლა მარტივადაა შესაძლებელი, თუკი თითოეული ჩვენგანი ქოთანში გავახარებთ ბზის რტოს. ასევე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ის, რომ სავალდებულო არ არის, მთლიანი ხე წავიღოთ ოჯახში, პატარა რტოც საკმარისია.
ისე არ გამიგოთ, თითქოს ამ დღესასწაულის წინააღმდეგი ვიყო, პირიქით ძალიან მიყვარს ქრისტიანული დღესასწაულები, მაგრამ აუცილებელია დავიცვათ ბუნება და გავუფრთხილდეთ მას.
კოლხურ ბზას მხოლოდ ეს პრობლემა როდი აქვს. დღეისათვის მსოფლიოში გავრცელებულია სოკოვანი დაავადება, რომელიც ბზას დიდ ზიანს აყენებს. კერძოდ, მას ჯერ ფოთლები ცვივა, შემდეგ კი – ხმება. დღეისათვის სხვადასხვა ქვეყნის დიდ პრობლემას წარმოადგენს ამ დაავადებასთან ბრძოლა, რადგან გამომწვევი მიკრობი სხვადასხვა პესტიციდისადმი მდგრადია.
სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს საფრთხე ჩვენთანაც გაჩნდა. აჭარაში, მტირალას ეროვნულ პარკში უკვე გამოჩნდა დაავადებული მცენარეები. 2010 წლის სექტემბერში ეროვნული პარკიდან ქობულეთში „ფოტოპათოლოგიის ინსტიტუტში” გამოსაკვლევად მოხვდა ნიმუში და დამტკიცდა დაავადების არსებობა. დღეისათვის ამ დაავადების წინააღმდეგ იბრძვის ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, მაგრამ სამწუხაროდ, მიკრობს ვერაფერს უხერხებენ.
მე იმედს ვიტოვებ, რომ კოლხურ ბზას გადავარჩენთ.

გადაბეჭდვის წესი