Batumelebi | იტალიელებმაც იკადრეს იტალიელებმაც იკადრეს – Batumelebi
RU | GE  

იტალიელებმაც იკადრეს

იტალიელებმაც-იკადრეს

[slideshow]
ავტორი: მირანდა მიქაძე

იტალიის ქალაქ ტორინოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი და იტალიელი მშვილდოსნების გუნდური დაპირისპირება დრამატულად წარიმართა. ძირითადი დრო – 207:207 დასრულდა, დამატებით დროში კი ქართველმა მანდილოსნებმა ხუთ ქულიანი სხვაობით – 27 (10+8+9) : 22 (9+7+6)დაამარცხეს მასპინძლები და რვა საუკეთესო გუნდ შორის მოხვდნენ. მაგრამ იტალიელები ლონდონის ოლიმპიადასთან განშორებას ვერ შეეგუვნენ და შედეგი გააპროტესტეს. პროტესტის “საფუძველი” ბოლო გასროლის წინ ელექტრო ტაბლოს შემთხვევით გათიშვა (ან შეგნებულად) იყო. საათნახევრის შემდეგ სააპელაციო კომიტეტმა ქართველების მოპოვებული გამარჯვება ბათილად ცნო და კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, სადაც ფსიქოლოგიურ უპირატესობას უკვე იტალიელები ფლობდნენ, რაც შესანიშნავად გამოიყენეს და ათიანშიც გაარტყეს… სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას უცხოელების პროტესტიც გამოიწვია, თუმცა უშედეგოთ.

წართმეული ლიცენზიების დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ არის, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ლიცენზიების დაბრუნებას საერთაშორისო ოლიმპური კომიტეტისგან ეცდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge