სიახლეები

ისევ ბულვარის საქმე

30.05.2012 • • 1225
ისევ ბულვარის საქმე

ავტორი: ეთერ თურაძე

მოქალაქეები ბათუმის ბულვარში 175 მეტრი სიმაღლის მშენებლობას აპროტესტებენ

არასწორი ჩვენების შემთხვევაში შესაბამისი სასჯელის შესახებ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოწმე თეა ვადაჭკორია გააფრთხილა. ხელოვნებათმცოდნე თეა ვადაჭკორია აჭარის განათლების სამინისტროს თანამშრომელი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სათათბირო ორგანოს წევრია. ის ერთ-ერთია საბჭოს იმ 9 წევრს შორის, რომელმაც ბულვარში წამოწყებულ გრანდიოზულ მშენებლობაზე ნებართვის გაცემას მხარი დაუჭირა.

4 ნოემბერს თეა ვადაჭკორია სასამართლოს მოუყვა, რატომაც დაუჭირა მხარი „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის“ იდეას, ბათუმის ბულვარში ააშენოს 175 მეტრი სიმაღლის შენობა. ის თითქმის ერთი საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ შენობა არ დააზარალებს გარემოს ვიზუალურ-ესთეტიკური თვალსაზრისით, არის საზოგადოებრივი დანიშნულების, ბულვარის აღქმას ხელს არ შეუშლის და აუცილებლად ისევე შეერწყმება ბულვარს, როგორც აქამდე არსებული ყველა შენობა.
თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კითხვას, რაზედაც თეა ვადაჭკორიას ან პასუხი არ ჰქონდა, ან არასათანადოდ უპასუხა, მისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს „ჩამჭრელი კითხვები“ არ დაუსვამთ.

მაგალითად, ხელოვნებათმცოდნეს ზუსტად არ ახსოვდა დღის რომელ მონაკვეთში გაიმართა სხდომა, რომელზეც მხარი დაუჭირა მშენებლობას. მან თქვა, – „უფრო დღის მეორე ნახევარში“. ზუსტად ვერ განმარტა, რატომ არის ბათუმის ბულვარში ასაშენებელი შენობა საზოგადოებრივი დანიშნულების და, საერთოდაც, რა დანიშნულება ექნება ამ შენობას; რის საფუძველზე აცხადებს, რომ ეს შენობა ბულვარის, როგორც ძეგლის მდგომარეობას გააუმჯობესებს. მან თქვა, რომ ის ენდობა იმ „ექსპერტების მომზადებულ დასკვნებსა და შეფასებებს“, რასაც ნებართვის გაცემის პროცესში გაეცნო და რაც „რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტმა“ მიაწოდა.

ერთადერთი, რაზეც ხელოვნებათმცოდნეს პასუხი არ ჰქონდა, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის შეკითხვა იყო – „რამდენიმე კონკრეტულ გარემოებას ხომ ვერ დაასახელებთ, რაც დაგვანახებს, რომ ახალი მშენებლობა ბულვარის ესთეტიკურ-კულტურულ ღირებულებას გაზრდის?“

მხარეების მოთხოვნით შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 9 ნოემბერს გაიმართება, კულტურული მემკვიდრეობის სათათბირო ორგანოს იმ წევრს დაკითხავენ, რომელიც პროფესიით არქიტექტორია.
ბულვარის გასხვისების აქტის გაბათილების თხოვნით 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს ორი თვის წინ მიმართა.

ამ საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 25 ნოემბერს გამოიტანს.

სადავო ტერიტორიაზე ბიზნესცენტრი უნდა აშენდეს, რომლის მშენებლობას საძირკველი საქართველოს პრეზიდენტმა 6 მაისს, პოლიციის აღლუმის შემდეგ ჩაუყარა.

გადაბეჭდვის წესი