Batumelebi | ინვესტორი, რომელიც ქართულ კანონს პატივს არ სცემს ინვესტორი, რომელიც ქართულ კანონს პატივს არ სცემს – Batumelebi
RU | GE  

ინვესტორი, რომელიც ქართულ კანონს პატივს არ სცემს

ინვესტორი-რომელიც-ქართუ

ნანა ბაიძე

ავტორი: ნანა ბაიძე, ბათუმის მცხოვრები

2005 წლის 5 დეკემბერს ა. მელაშვილის #1-ში დაგვიწვეს სახლი. ქალაქის მერიიდან მოვიდა კომისია და დაზარალებულებს (სულ 18 ოჯახი იყო) შემოგვთავაზა შეგვექმნა ამხანაგობა. მერიამ ამ ოჯახებს მოსთხოვა თანხის გადახდა, რაც არავის უნდოდა. ვინაიდან მერია არ იწყებდა ნახანძრალის აღდგენას, მე გადავიხადე 1000 ლარი, ჩამოვაყალიბეთ ამხანაგობა („კეთილი მეზობლები“) და მიწაც გაფორმდა საერთო საკუთრებაში.

2011 წლის თებერვალში ჩვენი სახლმფლობელობისა და საერთო ეზოს თანამესაკუთრეები გახდნენ თურქეთის მოქალაქეები. მათ შეიძინეს ყოფილი სანაოსნოს სამსართულიანი შენობა და მერე უკანონოდ მიიტაცეს საერთო სარგებლობის ეზო. ამოძირკვეს ბზის ბუჩქები, ალუბლისა და ლეღვის მსხმოიარე ხეები. შემდეგ ეზოში ააგეს უსახური ნაგებობები ჩემი ფანჯრის სიმაღლეზე და ლამის მეორე სართულზე შემომივარდნენ. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც მე ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ.

თურქეთის მოქალაქეებმა თავიანთ შენაძენს – სამსართულიან შენობას ზემოდან დააშენეს კიდევ 5 სართული. ჩემი სახლის კედლები და სახურავი მრავალჯერ დააზიანეს. თვეების განმავლობაში მათთან მქონდა კამათი და ჩხუბი, მაგრამ ისინი სასაცილოდ მიგდებდნენ და ზევიდან მიყურებდნენ. ერთხელ იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ „25-ე არხის“ ჟურნალისტები გამოვიძახე.

ჟურნალისტებმა გადაიღეს, თუ როგორ იღვრებოდა უზარმაზარი ბეტონმზიდი მანქანიდან ცემენტის ხსნარი ჩემი სახლის სახურავზე და როგორ იმტვრეოდა სახურავი. „25-ე არხმა“ გააშუქა ინვესტორის უპასუხისმგებლო, თავხედური საქციელი, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიე.

ამის შემდეგ დავრეკე ქალაქის ზედამხედველობის სამსახურში ბატონ გოჩა ძნელაძესთან, რომელმაც გამოგზავნა თავისი თანამშრომლები ადგილზე სიტუაციის გასაცნობად, მაგრამ არც ამას მოჰყოლია პოზიტიური შედეგი.

ვინაიდან ყველგან კრახი განვიცადე, ვიფიქრე, როგორც ბათუმის მკვიდრი, დავესწრები ქალაქის მერიაში საკრებულოს სხდომას და ჩემ გულისტკივილს მოვახსენებ საკრებულოს წევრებს-მეთქი, მაგრამ ბატონმა გიორგი კირთაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლაზე უარი მითხრა. საკრებულოს სხდომიდანაც ხელმოცარული წამოვედი.

გთხოვთ, ვინმემ ამიხსნას, საქართველოს მოქალაქეზე, ანუ ჩემზე პრივილეგირებულები რატომ არიან უცხოელები. ისინი ყოველდღიურად მაყენებენ მორალურ და მატერიალურ ზიანს – არღვევენ კანონს და ხელყოფენ კერძო საკუთრებას, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს, რატომ? (არაერთხელ მოვიყვანე ხელოსნები და ჩემი ხარჯებით შევაკეთებინე სახლის სახურავი, საიდანაც ისევე წვიმდა ოთახებში, როგორც გარეთ).

არაფერს ვამბობ გაუსაძლის მტვერსა და ნაგავზე – მშენებლობის მიმდინარეობის გამო ამ მდგომარეობაში უკვე 8 თვეა ვიმყოფებით. „ბიზნესმენი“ სარემონტო სამუშაოებს დღესაც აგრძელებს, მე კი ისევ უფლება აყრილი და შეურაცხყოფილი ვრჩები საკუთარ სამშობლოში. მიწა, სადაც ჩემი სახლი დგას, 1890 წელს შეიძინა ჩემმა ბაბუამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge