Batumelebi | ივანიშვილი ამომრჩევლების სიაში აღმოაჩინეს ივანიშვილი ამომრჩევლების სიაში აღმოაჩინეს – Batumelebi
RU | GE  

ივანიშვილი ამომრჩევლების სიაში აღმოაჩინეს

ივანიშვილი-ამომრჩევლები

პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ ეხმაურება სამოქალაქო რეესტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის შედგენილ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირებულია პიროვნება, რომლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თვე, დაბადების წელი და საცხოვრებელი მისამართი (სოფ. ჭორვილა) ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის მონაცემებს, რომლის სახელზეც, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაცემული აქვს 2006 წლის 7 მარტს. შესაბამისად, აღნიშნულ პიროვნებას მიეცა 2010 წლის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

„მოვუწოდებთ სამოქალაქო რეესტრს, დაგვიდასტუროს ან უარყოს ბიძინა ივანიშვილის და ჩვენს მიერ, ამომრჩეველთა სიაში ნანახი პიროვნების იდენტურება“, – წერია საქართველოს გზის განცხადებაში.

დღეს დილით სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. სამოქალაქო რეესტრის განცხადებაშია წერია:

“რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა”.

ივანიშვილმა მოქალაქეობის შეწყვეტის ამბავი ჟურნალისტებისგან გაიგო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge