მთავარი,სიახლეები

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – სენაკში აქტივისტები საპროტესტო პლაკატებით გამოჩნდნენ

22.02.2025
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – სენაკში აქტივისტები საპროტესტო პლაკატებით გამოჩნდნენ

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, „რუსებს მოქალაქეობა, ლაზი მედროშე ისტორიული სამშობლოს გარეშე“, „რუსეთი მტერია, მზია მსხვერპლია, ხვალ შენი ჯერია“ , „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „მგონია, რომ აბსურდის თეატრში ვართ“, –  ამ შინაარსის საპროტესტო პლაკატებით გამოვიდა 21 თებერვალს სენაკის ქუჩებშირამდენიმე აქტივისტი.

თითოეული მათგანი სხვადასხვა შინაარსის მქონე პლაკატით დადგა ქუჩაში, სენაკის პროკურატურასთან, ქალაქის მთავარ მოედანზე, ბაზართან და ასე შეეცადა მიექცია საზოგადოების ყურადღება.

სენაკელი აქტივისტი ალისა ცაავა “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ქუჩაში საპროტესტო პლაკატებით იდგა რამდენიმე აქტივისტი, მაგრამ მათი ხმა მისწვდა ბევრ ადამიანს.

„ხალხის დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. გამვლელები გვეხუტებოდნენ, ერთმა კაცმა ქუდი მოიხადა და მე დამაფარა, არ გაცივდეო. ჩემ მეგობარს ხელთათმანები გამოუტანეს. თუმცა მაინც რთულია პატარა ქალაქში აქტივიზმი. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, შემდეგ ოჯახის წევრებზე ახდენენ ზეწოლას. მაგრამ გააზრებული გვაქვს ის, რომ ბრძოლა არის ქვეყნის გადასარჩენად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ალისა ცაავა.

86 დღეა საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: