სიახლეები

910 წყლის კუ საქართველოდან თურქეთში კონტრაბანდულად შეჰქონდათ – მედია

16.02.2025
910 წყლის კუ საქართველოდან თურქეთში კონტრაბანდულად შეჰქონდათ – მედია

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, სარფის საბაჟოზე  655 ათასი თურქული ლირის ღირებულების 910 წყლის კუ აღმოაჩინეს, რომელიც ფარულად, კონტრაბანდულად შეჰქონდათ საქართველოდან თურქეთში.

ინფორმაციას თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს.

910 წყლის კუ მებაჟე ოფიცრებმა ავტომობილის სკანირებისას აღმოაჩინეს.

ფაქტს ხოფის პროკურატურა იძიებს.

____________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: