ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„არა რუსულ დიქტატურას!“ – დღეს ბათუმში საპროტესტო მარში იგეგმება

15.02.2025
„არა რუსულ დიქტატურას!“ – დღეს ბათუმში საპროტესტო მარში იგეგმება

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში ანონსდება საპროტესტო მარში – „არა რუსულ დიქტატურას!“

აქციის მონაწილეები 18 საათზე შეიკრიბებიან ბათუმში, ცენტრალური პარკის კოლონადებთან, საიდანაც მსვლელობა გაემართება საკონსტიტუციო სასამართლოსკენ, სადაც ყოველ საღამოს მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქცია.

„საქართველო დგას გადამწყვეტი საფეხურზე – ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!

დღეს, საქართველოს ხელისუფლება რუსული სცენარით ახორციელებს რეპრესიებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამკაცრებს კანონმდებლობას და ცდილობს, ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ შეიყვანოს!

თუ არ გავაპროტესტებთ, საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის ანალოგიურ დიქტატურად, სადაც:

  • დაპატიმრებები და რეპრესიები გახდება ყოველდღიურობა!
  • სიტყვის თავისუფლება დაიხშობა, მედია კი სრულად დაექვემდებარება რეჟიმს!
  • შეკრებისა და პროტესტის უფლება აღარ იარსებებს!
  • ქვეყანა საბოლოოდ ჩამოშორდება ევროპას და აღმოჩნდება რუსეთის ბნელი გავლენის ქვეშ!

ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის!

თუ ახლა არ შევაჩერებთ ამ პროცესს, ხვალ გვიანი იქნება!“ – ვკითხულობთ ღონისძიების ტექსტში.

დღეს უკვე 80 დღე ხდება, რაც ბათუმში ყოველ საღამოს, უწყვეტად მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქცია.

______________

ფოტო „ბათუმელების“ აქრივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: