„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „შავშეთის ქუჩაზე [ე.წ. მანთაშევის] სარკინიგზო გადასასვლელის სარემონტო სამუშაოების გამო“, ცვლილებები შევიდა შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე:

N1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: შ. ხიმშიაშვილის – გრიბოედოვის – გორგილაძის – ბარათაშვილის – ჭავჭავაძის – ბაქოს – ნონეშვილის – მაიაკოვსკის – სევერიან აჭარელის – წერეთლის – თავდადებულის ქუჩებზე.
N 1ა სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: თავდადებულის – წერეთლის – სევერიან აჭარელის – მაიაკოვსკის – ნონეშვილის – ბაქოს – გოგებაშვილის – რუსთაველის – თავდადებულის – გორგილაძის – გრიბოედოვის – შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე.
N 2 და N 2ა სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ: ჭავჭავაძის – წერეთლის – სევერიან აჭარელის – მაიაკოვსკის – თაბუკაშვილის ქუჩებზე. უკუმიმართულება იგივე.
N 4 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: ბარათაშვილის – წერეთლის – სევერიან აჭარელის ქუჩებზე. უკუმიმართულება იგივე.
N 8 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: ჭავჭავაძის – წერეთლის – სევერიან აჭარელის ქუჩებზე. უკუმიმართულება იგივე.
N 15 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: მელიქიშვილის – გორგილაძის – ბარათაშვილის – წერეთლის – სევერიან აჭარელის ქუჩებზე. უკუმიმართულება იგივე.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე ვერ გვითხრეს თუ რა პერიოდით იქნება შეცვლილი მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტი.

ამავე თემაზე:

დროებით შეცვლილია 1, 1ა, 7, 7ა, 11, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა – ამ შემთხვევაში რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის გამო [პარალელურად ორმხრივი გახადეს მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე].

ვრცლად:

ბათუმში ორშაბათიდან რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტი იცვლება

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version