სიახლეები

ვეჭვობ, რომ ლავროვს ყურადღებით მოუსმინეს, განსაკუთრებით საქართველოში

30.05.2012 • • 1105
ვეჭვობ, რომ ლავროვს ყურადღებით მოუსმინეს, განსაკუთრებით საქართველოში

ავტორი: ემზარ კახიძე, ისტორიკოსი

ლავროვმა თავისი მუქარანარევი გამოსვლა ბრიუსელში საკმაოდ ავისმომასწავებელი ფრაზით დაამთავრა: „იმედია, ყურადღებით მისმენდითო“. დამეთანხმებით, რომ მსგავსი მინიშნებები 2008 წლის ომის წინ საკმაოდ ხშირად „იპარებოდა“, მაგრამ ნ. ნიკოლაძის სიტყვებით რომ ვთქვათ `ცხრა მთის გადაღმიდან მოყვანილ ძიძას (ნებაყოფლობით, ე.კ.) მიბარებულმა“ ქართველებმა (პირდაპირ გაოცებას იწვევს საუკუნისწინანდელი რეალიებისა და დღევანდლობის მსგავსება, იხ. https://www.presage.tv/?m=society&AID=8564) ეს გაფრთხილებები ერთ ყურში შევუშვით და მეორედან გამოვუშვით, ისე როგორც უამრავჯერ ჩვენს ისტორიაში…

როგორ გგონიათ, ოფიციალურმა თბილისმა რაიმე დასკვნები გამოიტანა თუნდაც „ცინცხალი“ შეცდომებიდან, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი მეწვრილმანეობაა მარადიულად „ბედნიერი“ (იგულისხმე ჭკუამხიარული) ერისთვის. დაუკვირდით გ. ვაშაძის სიტყვებს: „მადლობა ღმერთს, რომ ნატოსთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რას ამბობს რუსეთი ნატოს და სხვა მესამე ქვეყნების ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საქართველოს“.

თითქოს, სამი წლის წინ ეს ნატო არ არსებობდა, ან რუსეთი ისე დაისაჯა, რომ „ცელქობას“ ვერასოდეს გაიმეორებს, თითქოს დასავლეთმა გააუმჯობესა თავისი მაჩვენებლები ეკონომიკასა თუ ანტიტერორისტულ ფრონტზე ავღანეთში და ახლა მთელი თავით შეუძლია ჩვენს პრობლემებში გადაშვება (სხვისი ხელებით ნარის კრეფაც ხომ მაგრად `გვევასება~ ქართლოსიანებს).

უფრო მეტიც, რუსეთში მიმდინარე მოვლენები აგრესიის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის. ჩვენთვის ერთნაირად საშიში არის საშინაო პრობლემებით გავეშებული პუტინი ან მის ადგილზე მოსული რომელიმე იმპერიალისტი (10 დეკემბრის „დემოკრატიულ“ მიტინგზეც კი ბიზანტიური წარმოშობის შავ-ყვითელ-თეთრი ბაირაღები და ხუთქიმიანი ალმები დომინირებდნენ).

წერილი ილიას სიტყვებით მინდა დავასრულო, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ამ დიადი ადამიანის შეგონებებმაც კი არ უშველა სხვისი მოიმედეობის ლამის განუკურნებელ ქართულ სენს: „ხალხი თვითმოქმედებით არის მხოლოდ ძლიერი და ნაყოფიერი სულით თუ ხორცით. რაც მალე დავიჯერებთ ამ ჭეშმარიტებას, რაც მალე შევითვისებთ, მით მალე გამოვიხსნით თავს ამ გაჭირვებიდან, რომელშიც სასოწარკვეთილებით დღეს ვიმყოფებით… გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება… სხვა გზა არ არის, ჩვენის ცხოვრების შარაგზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ“.

გადაბეჭდვის წესი