სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 თებერვალი

09.02.2025 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 849 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460]
  • ტანკი – 9 992 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 20 797 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 22 844 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 273 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 056 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 486 ერთეული [+83]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 36 529 ერთეული [+127]
  • სპეცტექნიკა – 3 739 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 653 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 42 800 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 592 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 21 268 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 514 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 463 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 31 420 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: