უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 847 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
- ტანკი – 9 981 ერთეული [+6]
- ჯავშანტექნიკა – 20 777 ერთეული [+22]
- საარტილერიო სისტემა – 22 820 ერთეული [+35]
- MLRS – 1 273 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 056 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 403 ერთეული [+102]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 36 402 ერთეული [+95]
- სპეცტექნიკა – 3 738 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 653 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 42 569 უპილოტო საფრენი აპარატი
- 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 047 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 513 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 21 292 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 31 239 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რა ხდება უკრაინაში დაანონსებული მოლაპარაკებების წინ – ინტერვიუ გენერალთან