უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 792 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370]
- ტანკი – 9 676 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 20 056 ერთეული [+13]
- საარტილერიო სისტემა – 21 552 ერთეული [+20]
- MLRS – 1 256 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 330 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 200 ერთეული [+69]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 32 729 ერთეული [+54]
- სპეცტექნიკა – 3 675 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 651 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 39 144 უპილოტო საფრენი აპარატი
- 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 20 137 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 20 134 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 29 701 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
პირველ იანვარს რუსეთი კიევს დრონებით დაესხა თავს – არის მსხვერპლი






