1 იანვარს, დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს. დრონების ნამსხვრევები კიევის ორ რაიონში ჩამოვარდა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს.
პირველადი ცნობებით, დაშავდა 7 ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 1 იანვრის ღამეს და დილით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 111 ირანული და სხვა ტიპის დრონით. უკრაინის თავდაცვამ 63 სამიზნის განეიტრალება შეძლო.






